დასომის POV:
მცენარეების საამო სურნელი და სინათლის სხივები აღწევს ჩემს სიზმარში და ნელ-ნელა მაღვიძებს. თვალებს ვახელ და სად ვარ...
-ვაიმე დედა... მოვკვდი? რა ყველაფერი თეთრია, რა უბედურებაა.
-არა არ მომკვდარხარ.-გამოვიდა აბაზანიდან სოჯუნი, პირში კბილის ჯაგრისით.
-შენ აქ...მოიცა...მე...რა ჯანდაბა ხდება?-შევცბი უცებ.
-გუშინ იმდენი დალიე, სახლში ვერ წახვედი.
-და აქ მეძინაააა?-თვალები გავაფართოვე.
-კი.
-შეენც?
-კი.
-რაააა?!-ვიკივლე და ზეზე წამოვხტი.
-შენს გვერდით არა, დივანზე მეძინა.-გაეცინა სოჯუნს.
-ფუიიი, გეთქვა თავიდანვე აიშ... კაი... წავედი მე...
-მოიცა სად მიდიხარ?
-სად და ტრ... უფს ჩემი უფროსი ხარ. სად და სახლში.
-ტრაკში? ერთად წავიდეთ?
-ვერხარ, ხო შენ...-მოგვიანებით მივხვდი.-მოიცა და... შენობით რატომ გელაპარაკები?
-გუშინ დავარღვიეთ ფორმალური ბადე ჩვენს შორის.
-ვაი დედა, აწი აღარსდროს დავლევ!ოთახში მიმოხედვისას სულ თვალის არეალში ის გოჭი მხვდება, რომელიც ჰაერს ეხუტება. თან უცნაური აზრები მიტრიალებს თავში.
მე და boys gang ერთად წავედით ენთერთეიმენთში და შევდგი თუ არა ფეხი მომახტა სუნმი.
-მოდი აქ!-ისე მკაცრად დამიძახა ძარღვებში სისხლი გამეყინა და იმ წამსვე მივცუნცულდი მასთან
-წამოდი!-ხელი დამავლო და წამათრია ჩვენს კაბინეტში.-წუხელ რამე მოხდა?
-რა უნდა მომხდარიყო?
-რამე არ გაგიგია?
-რა უნდა გამეგო?
-აუ ბოდიში ბიჭებს, მაგრამ სადაცაა გავსკდები და უნდა გითხრა.
-რა ხდება?-ვერ გავერკვიე მის მდგომარეობაში.
-შენ რამდენი წლის ხარ?
-25ის.
-სოჯუნი?
-22ის.
-მერე?
-რა მერე.-მაინც ვერ მივხვდი.
-შენ ხარ ნუნა.
-კაი კაცო.
-გოგოო რა შტერი ხარ!
-უკაცრავად!
-ბავშვობაში არ გყავდა მეგობარი, რომელიც შენზე 3 წლით უმცროსი იყო, სოჯუნი ერქვა და გოჭი გაჩუქა, რომელიც მეორე გოჭს ეხუტება?
-შენ ეგ საიდან...როგორ? მოიცააა....
-სოჯუნია ის!
-...-ტვინში ვალაგებდი ყველაფერს.-წავედი.
-სად მიდიხარ?
-სოჯუნთან!შუა გზაში გავჩერდი და ჩემს თავს დავუწყე ლაპარაკი:
-მოიცა, მოიცა დასომ! ის სოჯუნი ასეთი ცივი არ იყო, სულ კარგად მექცეოდა და სიმღერის ნიჭი საერთოდ არ ჰქონდა. მეც ვიეჭვე, რომ ეს ის სოჯუნი იყო, მაგრამ...
-რა მგარამ?-საიდანღაც გამომიხტა ჯიჰუნი.
-აიშ...შემაშინე.-ისე ვიყავი ფიქრებში დაკარგული, ჯიჰუნის ხმის გაგონებამ შემაშინა.
-ნუნაა სოჯუნს წყინს, რომ არ გახსოვს ის. მიდი დაელაპარაკე.
-მოიცა მართლა ეგაა?
-კი ნუნა. მიდი ახლა, მიდი მიდი.-ზურგზე ხელები მომკიდა და სოჯუნია კაბინეტში შემაგდო, კარებიც მოხურა.-დასომ?
-ამმმ.-მინდოდა აქვე ჩავეყლაპე მიწას.-აბა რას შვრები?
-ვმუშაობ ახალ სიმღერაზე.
-ვაა მაგარია. ისა სოჯუნაა...
-...-გაშტერებულმა ამომხედა.
"ოე ქლიავო სოჯუნა რატომ დაუძახე?!"-გულში ჩემს თავს ვეჩხუბებოდი.
-აქამდე, თუ იცოდი, რომ მე შენი ბავშვობის მეგობარი ვიყავი, რატომ არ მითხარი?
-დას....-შევაწყვეტინე.
-იმედია მაგის გამო არ ამიყვანე სამსახურში.
-არ...-კვლავ შევაწყვეტინე.
-და გაბრაზებული ვარ იცოდე!
-რატ....-კიდევ შევაწყვეყინე.
-ძალიან ცივად და უხეშად მექცეოდი, ნერვებს მიშლიდი. გულში გაგინებდი.
-რ...
-არა ნუ ეხლაც გაგინებ, მაგრამ უფრო ლაითად.
-მაცდიიი?!-ძლივს ამოიღო ხმა.
-კი ბატონო.-მხრები ავიჩეჩე.
-ჯერ ესერთიც იმიტომ არ გითხარი, რომ მაინტერესებდა შენ თუ გახსოვდი. მერე მეორე იმიტომ არ აგიყვანე დიზაინერად, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი ხარ. მერე მესამე შენ თუ გაბრაზებული ხარ არ ვიცი მაგრამ, მე ნაწყენი ვარ. მერე მეოთხე მოდი ააააააააქ!-და გამოექანა ჩემს მოსაკლავად.მოვწყდი ადგილიდან და გავარდი შუა კომპანიაში, ესეც მომსდევდა უკან.
"როგორ არ დაიღალა, რამ გააგიჟა ამხელა აიდოლი კაცი"-ვფიქრობდი და ნაბიჯებს ვანელებდი დაღლილობის გამო.ბოლოს კაფეტერიაში შევედი, არავინ იყო და სხვაგან გასასვლელიც ვერ ვნახე, ამიტომაც სოჯუნმა მიმიწყვდია. კედელთან ავეკარი და აქით-იქით სოჯუნის ხელები იყო, შუაში მისი სახე ბოროტული ღიმილით შემკული. ოდნავ შემეშინდა და პულსი ამიჩქარდა.
-დასოოომ!-წაიღიღინა მკაცრად და კბილები გამოაჩინა.
-ვაი შენს პატრონს!-მინდოდა შუბლი მიმერტყა და გავქცეულიყავი, მაგრამ ისე მოხდა, რომ თავი ავწიე და მისი სახე ქვევით ჩამოვიდა, შემთხვევით, კი ერმანეთს ვაკოცეთ...______________________________________
რა მოხდება თქვენი აზრით?🤨🧐
YOU ARE READING
💞დაივიწყე ის, Შეხვდი ახალს.💞 (დასრულებული)
Fanfictionცნობილი დორამის "True beauty"-ის გაგრძელება. სოჯუნის ცხოვრება. (დასრულებული)