ავტორის POV:
ქალაქი მანქანების და ხალხის ხმაურით არის სავსე. გზას კვეთავენ სხვადასხვანაირი ადამიანები, მაგრამ იქ რომ იდგე შენს განსაკუთრებულ ყურადღებას მხოლოდ ერთი გოგონა მიიქცევს.
დასომის POV:
-სად არის ეს წყეული ბარათი?! ნუთუ ერთ დღეში დავკარგე?! თავი მომეჭრა!-წუწუნით მივბაკუნობ ქუჩაში.
მივედი ენთერთეიმენთთან და წინ რა თქმა უნდა ეს წყეული სენსორები მხვდება, სადაც შენი ბარათი უნდა მიადო, რომ შეგიშვან, რომელიც ჩემდა საუბედუროდ დავკარგე.
-ამის დედაც! სად წავიღე?! არა და მახსოვს ჩავდე ჩანთაში!
ხელი ჩავიქნიე ბარათზე და გადავწყვიტე სენსორებს შევბრძოლებოდი.
-გაიღე!-მივიწევ რაც შემიძლია ახლოს კარებისკენ.-გაიღემეთქი! - ვეხეთქები მინის კარებს. -გაიღეეეე! ვერ მცნობ?! გუშინ შენი კოლეგა გავხდი, შე დამპალო ქლიავო!-ჭკუიდან ვიშლები, რადგან ვაცნობიერებ, რომ ამ მოწყობილობის გამო შეიძლება დავაგვიანო. -გაიღეეეე!
დავნებდი სენსორთან ომში და ახლა ყვირილზე გადავედი. სულ არ მრცხვენია, თუნდაც დისპაჩმა დაწეროს ჩემზე სტატია, მაინც ვიყვირებ და ყველას ფეხზე დავაყენებ!
-სუუუუუუუუმიიიიიიინ ონიიიიიიიიიიი! სუუუუუუუუუუუუუუუუუუუმიიიიიიიიიინ!
-რა გაყვირებს გოგო!-გადმოიხედა ფანჯრიდან ჩემმა გმირმა.
-მოდი რა დამეხმარე ეს წყეული მოწყობილება არ მიშვებს!
-ვაიიიიი ვაიიი!-თავში იტყაპუნებს ხელებს და ისე ჩამორბის მესამე სართულიდან პირველზე.
მოუახლოვდა, თუ არა კარებს იმ წამსვე გაიღო და მეც როგორც იქნა შევედი.
-სად იყავი აქამდე? 10 წუთი დააგვიანე, სოჯუნი არ გაპატიებს.
-რა ჩემი ბრალია ეს არ მიშვებდა!
-ბარათი დაადე სენსორს?
-დავკარგე ბარათი.
-აბა ჩემს ფეხებს შემოგიშვებდა.
-ბარათი რად უნდა. უნდა მცნობდეს უკვე!
-გაკლია ხო?
-არა ონი!
-ადი ჩქარა სოჯუნთან და უთხარი, რომ მოხვედი.
-რამეში ვჭირდები?
-კი, ჯიჰუნის ტანისამოსის მეორე ვერსია უნდათ!
-უიმე დედა, რატომ? კაი მოიცა ავალ.
YOU ARE READING
💞დაივიწყე ის, Შეხვდი ახალს.💞 (დასრულებული)
Fanfictionცნობილი დორამის "True beauty"-ის გაგრძელება. სოჯუნის ცხოვრება. (დასრულებული)