1

2.9K 96 5
                                    

შ/ს ადექი დაგაგვიანდება. სამზარეულოდან ისმის შ/ს დედის ხმარ, რომელიც ცდილობობს თავისი შვილი გააღვიძოს, რომ რეისზე არ დააგვიანდეს.

შ/ს ბალიშიდან თავს დაზაფებით წევს და ტუმბოზე არსებულ საათს უყურებს, საათი 07:27 აჩვენებს, რეისი კი 09:00-ზე აქვს.

ანერვიულებული და შეშფოთებული წამოდგა ლოგინიდან. აბაზანაში შევარდა თავი მოიწესრიგა და ტანსაცმელი ჩაიცვა. ოთახში არსებულ ყველა საჭირო ნივთს ხელი დაავლო და დაბლა ჩაირბინა სადაც დედამისი ელოდა.

- ცოტაც და დაგაგვიანდებოდა...სიბრაზე მორეული ხმით ეუბნება ქალი თავის შვილს.
- კარგი დედა არ ინერვიულო მივუსწრებთ. დამაიმედებელი ხმით თქვა შ/ს-მ.

შ/ს და დედამისი სახლიდან გავიდნენ, მანქანაში ბარგი ჩაალაგეს და ქალაქის საერთაშორისო აეროპორტისკენ გასწიეს.
როგორც იქნა მიუახლოვდნენ აეროპორტს და ბარგი გადმოალაგეს, შეგნით შევიდნენ და შესამოწმებლად რიგში ჩადგნენ.

შ/ს კორეაში მიფრინავდა სასწავლებლად, მაგრამ გადაფრებით. ჯერ ჩინეთში უნდა ჩასულიყო და შემდეგ გაფრინდებოდა კორეაში. გზა მოკლე იყო, მაგრამ შუალედი იყო უშველებელი ხუთ საათიანი.

შ/ს რიგიც მოვიდა, შემოწმება გაიარა და ჩასხდომა იწყებოდა. დედასთან დასამშვიდობებლად მიიწევდა, რომ დედის თვალებზე ცრემლები შენიშნა.

- კარგი რა დედა, მეც ამატირე...რა გატირებს სასწავლებლად მივდივარ უნდა გიხაროდეს. გულჩვილი ხმით თქვა შ/ს-მ და დედას გადაეხვია.
- ჩემო გოგო, მომენატრები... აბა შენ იცი კარგად ისწავლე... დამირეკე ხოლმე არ გადაიკარგო და დედა არ დაგავიწყდეს... ქალმა შვილი გულში ჩაიკრა და ცრემლები მოიწმინდა
- მომენატრე დე... ჩუმი ხმით უთხრა ქალს შ/ს-მ.
- მეც მომენატრე ჩემო ერთადერთო გოგოვ...
- კარგი ახლა უნდა წავიდე თორემ დამაგვიანდება...

ერთმანეთს დაშორდნენ და შ/ს თავისი გზით წავიდა. ქალს შორიდან ხელი დაუქნია და თავისი გზა განაგრძო...
თვითმფრინავშო დროულად ავიდა და თავისი ადგილი იპოვა თუ არა კარგად მოკალათდა.
მისი ადგილი ფანჯრის მხარეს იყო, ხოლო მის გვერდზე ჯერ კიდევ ორი ცარიელი ადგილი იყო.

აფრენამდე ათი წუთი რჩებოდა, გაუმართლმა მის გვერდით არავინ დამჯდარა...
ყურსასმენები თავზე გაიმეთა და მუსიკების მოსმენა დაიწყო. დამცავი ქამარიც გადაიჭირა და აფრენისთვის მოემზადა...

შ/ს პირველად იჯდა თვითმფრინავში და ძალიან აღელვებული იყო, ცოტა გული დასწყდა მისი მეგობრები და დედა, რომ დატოვა.
შ/ს დედისერთა იყო, მამამისი ომში დაიღუპა.
მას შემდეგ ის და დედამისი ესე ცხოვრობდნენ სანამ შ/ს კორეაში სწავლება არ გადაწყვიტა დაფინანსებით.

იგი კარგად სწავლობდა სკოლაში, ოქროს მედალზე დაამთავრა და არც ახლა აპირებდა დაკლებას, ბოლომდე დაიხარჯებოდა და ბოლომდე იბრძოლებდა თავისი მიზნების მუსახწევად...

დიდი ხანი არ გასტანა ფრენამ დაახლოებით ორი საათი. თვითმფრინავი ჩინეთში დაჯდა და აი ახლა შ/ს ჩინეთის აეროპორტში იმყოფებოდა.

ბუზღუნი გაუდიოდა იმისგამო, რომ ხუთი საათი უნდა დალოდებოდა შემდეგ ჩასხდომას. ზურგ ჩანთაში წიგნი ედო, ამოიღო დროის გაყვანა უნდოდა, მაგრამ ტყუილუბრალოდ...მალევე მობეზრდა და ისევ ტელეფონს მიუბრუნდა.

აეროპორტში ძალიან ცუდი ინტერნეტი აღმოჩნდა, ყოველშემთხვევაში ის მაინც შეძლო, რომ დედამისისთვის მიეწერა, რომ ჩუნეთში იყო და შემდეგ რეის ჩინეთი კორეის მიმართულებით ჩასხდომას ელოდებოდა.

ამ დროის განმავლობაში ახვა ქვეყნიდან ჩამომავალ ხალხს მოჰკრა ყური...
ხალხი აქეთ იქით ირეოდა და უცებ ვიღაც ბიჭს მოჰკრა თვალი.

შავებში ჩაცმული, შავი კეპი, შავი მოტკეცილი შარვალი, შავი მაიკა და შავი ტყავის კურტკა.
შ/ს მოტკეცილ შარვლებს ვერ იტანდა ბიჭებზე, მაგრამ ამ ბიჭზე სხვანაირად ხედავდა ამ შარვალს.

ამ დაკვირვებაში შენიშნა, რომ ეს ბიჭი მას უახლოვდებოდა და ახლოს, რომ მივიდა ბიჭი შ/ს და მის გვერდით დაჯდა შ/ს-მ ყურადღება არ მიაქცია. მხოლოდ ის შენიშნა, რომ მარჯვენა ხელზე ტატუები ჰქონდა...

🔞Perverted Roommate - გარყვნილი ოთახის მეზობელი🔞Where stories live. Discover now