შ/ს ბიბლიოთეკაში შევიდა თუ არა იგრძნო წიგნების სუნი. თაროები იმდენნი იყო სათვალავი აერია. შევიდა თაროებში და წიგნების თვალიერება დაიწყო.
მილიონი წიგნი ნახა ყველა ძალიან მოსწონდა და ბოლოს იპოვა წიგნი სახელად ,,მე შენ მიყვარხარ" ბიბლიოთეკიდან გამოვიდა წიგნით ხელში, კოლეჯში უნდოდა შევლა და დათვალიერება სანამ სწავლა დაიწყებოდა.
კოლეჯი დიდი და ლამაზი იყო. თეთრი კედლები, ლამაზი დიზაინი და დიდი კაფეტერია. შ/ს აქაურობა სიგიჟემდე მოსწონდა, რასაც მის ოთახის მეზობელზე ვერ იტყოდა. იმ დღეს მომხდარზე თვალები აუწყლიანდა და ოთახში დაბრუნება გადაწყვიტა, შარვლის ჯიბეში გასაღებს ეძებდა, მაგრამ ვერ იპოვა.
აფორიაქდა, გული გაუსკდა, გაოფლიანდა და აქეთ-იქით ბოდიალი დაიწყო. გონება მოიკრიბა და ბიბლიოთეკაში წასვლა გადაწყვიტა იქნებ იქ დამივარდა სადმეო...
ბიბლიოთეკა მილიონჯერ მოიარა მაგრამ ვერ იპოვა გასაღები, შემდეგ კოლეჯის დერეფანში მიმოიარა ვერც იქ ვერ იპოვა ბოლოს კაფეტერიაში გადაწყვიტა წასვლა და იქაც ვერ იპოვა.
იმედი გამოელია და თავის ოთახის საცხოვრებელთან გადაწყვიტა წასვა. იმედი არ ჰქონდა იმისა, რომ ჯონგკუგი ადრე მოვიდოდა ოთახში და გადაწყვიტა დერეფანში მოცდა.
დერეფანში იცდიდა წიგნს ჩახუტებული. არც ჯონგკუგის ნომერი არ ჰქონდა, რომ დაერეკა და ეკითხა, მაგრამ რაც არ უნდა ჰქონოდა მისი ნომერი თავს ამას არ აკადრებდა და არ დაურეკავდა...
ტელეფონი უჯდებოდა. კიდევ კარგი საათი ეკეთა ხელზე. საათი საღამოს ცხრა საათს აჩვენებდა. დერეფანში ჩაკუზული უცდიდა, როდის მოვიდოდა მისი შერქმეული ზედმეტ სახელით მისტერ გარყვნილება, ანუ ჯონგკუგი.
შ/ს ძალიან დაიღალა ამდენი გასაღების ძებნისგან, ნერვებმა უმტყუვნა და ტირილი დაიწყო. გამწარებული ქვითინებდა და სლუკუნებდა.
YOU ARE READING
🔞Perverted Roommate - გარყვნილი ოთახის მეზობელი🔞
Romanceშ/ს სასწავლებლად საზღვარგარეთ გაემგზავრება და ოთახის გაყოფა გარყვნილ ბიჭთან ერთად მოუწევს, რომელიც კოლეჯის playboy ია... განცხადებას შეიტანს ოთახის მეზობლის შეცვლასთან დაკავშირებით შ/ს, მაგრამ ადგილები შევსებული დახვდება და მოუწევს კოლეჯის playboy-ს...