ერთი ჩვეულებრივი დღე გათენდა, ყველასათვის ჩვეულებრივი და უღიმღამო დღე, ყველა სადღაც გარბის და მიეჩქარება. ზოგსს სამსახურში აგვიანდება, ზოგს ბავშვი მიჰყავს სასწავლებელში, ზოგსაც შეყვარებულთან მიეჩქარება. ქუჩა სავსეა სხვადასხვა მანქანებით, ხალხი ერთმანეთში ირევა. ლილი კი ამ ყველაფერს მაღალი ბინის ერთერთი აივნიდან უყურებს, პიჟამაში ჩაცმული გოგონა, რომელსაც სხვებივით არც სამსახურში აგვიანდება, არც ბავშვი მიჰყავს სასწავლებელში და არც შეყვარებულთან მიეჩქარება, უბრალოდ მისთვის დგას ახალ გაღვიძებული, ტკბება ბუნების სილამაზით და ხალხის თვალიერებით. ამ ყველაფრიდან კი ის ტელეფონის შეტყობინებამ გამოაფხიზლა და დააბრუნა უღიმღამო რეალობაში. აიღო ტელეფონი და გახსნა შეტყობინება. დარწმუნებული იყო, რომ ან რაღაც აქციის შეტყობინება იქნებოდა, ან კიდევ რაიმე შეთავაზება, მაგრამ ეს მისი მეგობრის შეტყობინება იყო, რომელშიც გარკვევით ეწერა:
შეტყობინება თაკოსთან:
ლილი, ახლავე მოემზადე და ჩემთან მოდი, სასწრაფო საქმე მაქვს. გთხოვ, გელოდები!😘სხვა გზა არც ჰქონდა, ლილის საუკეთესო მეგობარმა თხოვა მასთან მისვლა, თან სასწრაფოდ, ამიტომ მომზადება დაიწყო. ჩაიცვა, მოწესრიგდა, აიღო ავტობუსის ბარათი და სახლიდან გავიდა. დედას დაუბარა, რომ თაკოსთან იქნებოდა.გავიდა ავტობუსის გაჩერებაზე და ელოდებოდა თაკოს სახლისაკენ მიმავალ ავტობუსს. დაჯდა ავტობუსში და მოვიდა თაკოსთან.
-თაკო რახდება, ხო მშვიდობაა? შეტყობინება გამომიგზავნე და წამოსვლა მთხოვე._ბუზღუნებდა სახლში ახლახანს შესული ლილი.
-რა კაია რომ დროულად მოხვედი. ძალიან დიდი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდი, შენი დახმარება მჭირდება._მიეგება გოგონას თაკო და პალტო გამოართვა.
-რახდება მომიყევი დეტალურად, რაში შემიძლია შენი დახმარება?_ჩაეკითხვა გოგონა და მისაღებში ტახტზე მსუბუქად დაეშვა.
YOU ARE READING
Is love real? დასრულებული✔️
Romanceეს ამბავი ერთ უბრალო გოგონაზეა. გოგონაზე, რომელიც დაქალს დახმარებას გაუწევს ეს გადაწყვეტილება კი მის ცხოვრებაში გადამწყვეტი ნაბიჯი აღმოჩნდება. ნახეთ როგორ აღმოჩნდება ის დიდი დაავადების წინაშე, როგორ იპოვის დაკარგულ სიყვარულს, რომელსაც ის საქართველოდ...