-ჩვენ მივდივართ იქ, სადაც არ იქნება სხვა ჩვენს გარდა. მხოლოდ ვიქნებით ჩვენ, მე და ეს!_ჩემზე გადმოიტანა ლილიმ მზერა_კარგად ვარ, არაფერი არ მჭირს; მასზე კარგად მე ვერავინ ვერ მომივლის, უბრალოდ მინდა გთხოვოთ, რომ ცოტახნით დაივიწყოთ ჩვენი არსებობა, უბრალოდ მარტო უნდა ვისაუბროთ, მე და მან!_ეხლა კი დედამისს მიუბრუნდა_დედა, ვიცი რომ ჩემზე ნერვიულობ; გთხოვ, შენს გოგონას ერთი თხოვნა შეუსრულე და უბრალოდ გაუშვი ცოტახნით, გპირდები შინ საღსალამათი დავბრუნდები; უბრალოდ უნდა ვისაუბროთ_ეს გამოუცხადა თავის ოჯახს ექიმების გასაგონად, შემდეგ კი გასასვლელისაკენ დაიძრა. მეც უკან გავყევი დავეწიე და ვკითხე:
-ეს რა იყო? ან სად მივდივართ?
-ტაქსიი!_ შეუყვირა დაგააჩერა ტაქსი, მერე მომიბრუნდა და მითხრა_ჩაჯექი და არაფერი მკითხო, უბრალოდ გამომყევი, ან მიტრიალდი და წადი, მაგრამ იცოდე, თუ წახვალ.. საბოლოოდ დამკარგავ. მეც უთქმელი ჩავჯექი ტაქსში და გავყევი ლილის მართალია არვიცოდი სად მივდიოდით, მაგრამ მთავარია მის გვერდით ვიყავი; სხვა არაფერი მაინტერესებდა. მთელი გზა ვდუმდი, უბრალოდ ვფიქრობდი სად მივდიოდით და რა ხდებოდა, მაინტერესებდა მისი გეგმა და თემა, თუ რაზე უნდა გველაპარაკა; მან მიცნო, გამიხსენა. გაიხსენა წარსული რომელმაც ცუდი კვალი დატოვა მის ცხოვრებაში დაახლოებით, ორ საათიანი დამღლელი მგზავრობის შემდეგ, როგორც იქნა მივედით დანიშნულების ადგილამდე. პატარა მყუდრო ქოხი იყო, შუა ტყეში იდგა, ქალაქის ტემპერატურასთან შედარებით საკმაოდ ციოდა აქ, მაგრამ სახლში შესვლისას ბუხრიდან მომავალმა სითმობ, სახე მომილბო. ლილი ეგრევე სამზარეულოში შევიდა და გამომძახა:
-რას დალევ, ჩაის თუ ყავას?_ერთი წამით მეგონა, რომ წარსულში დავბრუნდი მეგონა ლილი ისევ მე მეკუთვნოდა, მეგონა ჩემი გოგო იყო და მე მივლიდა, ერთი წამით ეს გავიფიქრე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ რეალობა იყო და მეც პასუხი დავუბრუნე:
-იმავეს რასაც შენ!_თან ნაზად გავუღიმე
-მაშ ყავა გინდა? კარგი_გამომძახა და სამზარეულოში ფუსფუსი განაგრძო. ცოტახანს სიჩუმე იყო, მხოლოდ ბუხრიდან გამოსული ცეცხლის ხმა ისმოდა, რომელიც თითქოსდა რაღაცას გელაპარაკებოდა, ცოტახანში კი, სამზარეულოდან თავბრუდამხვევი ყავის სურნელი გამოვიდა, აშკარად ეტყობოდა, რომ მომნატრებია ეს სურნელი. მალევე ლილი დავინახე, როგორ გამოდიოდა სამზარეულოდან ორი ფინჯნით ხელში, ერთი ფინჯანი მე გამომიწოდა, მეორე მისთვის დაიტოვა, ჩემს წინ ჩამოჯდა და ყავა ნაზად დალია. ერთხანს ერთმანეთს შევციცინებდით, მერე კი ლილის ხმამ დაარღვია სიჩუმე;
-აბა, როგორც იქნა მარტო დავრჩით, ამდენი წლის შემდეგ ერთად მარტო პირველად დავრჩით და მინდა, რომ დღეს, ერთ საღამოს, მარტო მე და შენ, დავჯდეთ ბუხრის წინ, მივირთვათ ცხელი ყავა, ვუყუროთ თვალებში ერთმანეთს და გულახდილად ვისაუბროთ. დღეს უნდა გავარკვიოთ ის, რაც ამდენი წელია მიკარგულია. რახან ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთხელ გამოჩნდი, ვფიქრობ ამის მიზეზი არსებობს, აბა გისმენ, რა არის შენი მიზეზი?
-ამმ მართალი ხარ! დღეს ჩვენ ერთამენისადმი გულახდილები ვიქნებით, ამიტომ გულახდილად გეტყვი, ყავის ეს გემო მომნატრებია_აქ მისი ღიმილი დავიმსახურე, მერე კი გავაგრძელე_ლილი, ჩემს ცხოვრებაში უეცრად შემოდი, შემოდი რა შემოაბიჯე, ის დღე, დღე როცა სტადიონზე გაგიცანი ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი დღეა, სექტემბერი, 12სექტემბერი იყო, მსუბუქი ქარი ქროდა, ბიჭები სტადიონზე ფეხბურთს ვთამაშობდით, სტადიონს გარეთ კი, ყველა უბნის ბავშვები თუ დიდები იყვნენ შეკრებილი და გვგულშემატკივრობდნენ. თამაშში ისე ვიყავი გართული, რომ მხოლოდ თამაშზე ვფიქრობდი და არ მეგონა, ჩემი გონება სხვა რამით თუ დაკავდებოდა იმ მომენტში, მაგრამ უეცრად რაღაცამ მაიძულა, რომ გვერდით გამეხედა და მეც გამოვიხედე, სწორედ მაშინ დაგინახე.. ლილი! დანახვისთანავე გულში ჩამივარდი; მსუბუქი ქარი თმებსს გირხევდა, თვალები კი ისე გიციმციმებდა, რომ ამის შემყურე ნებისმიერი ბიჭი მოიხიბლებოდა, აი იმ დღიდან გულში მყავდი, სულ ვცდილობდი შენი ყურადღების მიქცევას და როგორც იქნა, დავიმსახურე შენი ყურადღება; უფრო დაგიახლოვდი და უფრო და უფრო კარგად ვცდილობდი შენს შესწავლას, როგორც იქნა ჩემი გახდი, მეგონა საბოლოოდ ერთად ვიქნებოდით, მაგრამ შევცდი; უეცრად შეცდომა დავუშვი და გული გატკინე, კიდევ ერთხელ მაპატიე_აქ ლილის შევხედე, რომელიც გულდასმით მისმენდა და თვალები ნელნელა უწყალიანდებოდა, ფინჯანი გვერდით გადავდე, წამოვდექი, ლილისთან მივედი, ჩავიმუხლე და ახალგადმოგორებული ცრემლი შევუმშრალე ლოყაზე, მისი სახე ჩემს ხელებში მოვიქციე და ისევ ახალჩამოგორებული ცრემლები თითებით შევუმშრალე, შემდეგ კი ჩუმად ვუთხარი:
-ნუ ტირიხარ ლილი რა! გთხოვ, ეს ცრემლები აღარ დამანახო, აღარ მინდა შენს ცრემლებს ვუყურებდე, ეს ჩემთვის ტკივილია! საკმარისია, ის ცრემლები რაც აქამდე ანთხიე! ეხლა შენს სახეზე მხოლოდ ღიმილი უნდა იყოს, მხოლოდ ღიმილი და მეტი არაფერი, გესმის ჩემი ლილი?
-მესმის მაგრამ ეს.. ეს ცრემლები.._არ დაცალდა სიტყვის თქმა, რომ თავისი ტელეფონი აწკრიალდა, შეტყობინება შეტყობინებაზე მოდიოდა, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა, უბრალოდ ცდილობდა სიტყვებისათვის თავი მოეყარა და რაიმე მაინც ეთქვა ჩემთვის, მაგრამ ტელეფონი მაინც თავისსას არ იშლიდა და გაუჩერებლად წკრიალებდა
-უპასუხე, იქნებ რაიმე მნიშვნელოვანია_ვუთხარი და ხელები სახიდან მოვაშორე, მანაც მაშინვე მოიწმინდა ცრემლები, შეუმჩნევლად ჩაახველა და ტელეფონი აიღო:
-თაკოა_თქვა ლილიმ_გაგიჟებული და გააფთრევული მწერს, სასწრაფოდ ჩემთან მოდიო, ნეტა დედამისს ხომ არ დაემართა რამე? ან კიდევ, თაკოს ხომ არ შეემთხვა რამე?_აშკარად დაეტყო ნერვიულობა ლილის
-დამშვიდდი, იქნებ გერმანიიდან დაბრუნდა და შენი ნახვა უნდა_შევეცადე მისი დამშვიდება
-არა! თაკო ესეთი გაცეცხლებული არასდროს მინახავს, აშკარად რაღაცა მოხდა, მაპატიე, მაგრამ შეიძლება ქალაქში დავბრუნდეთ?_მკითხა ლილიმ ნერვიულად და მაშინვე წამოდგა წასასვლელად. მეც ქურთუკი ავიღე და ლილის გავყევი. ისევ ორი საათი დაგვჭირდა ქალაქში ჩასასვლელად, მაგრამ მთელი ეს დრო, ლილი ძალიან ნერვიულობდა, ერთ ადგილას ვერ ისვენებდა და ყოველ ათ წუთში კითხულობდა, მალე ჩავიდოდით თუ არა ქალაქში. ჩასვლისთანავე პირდაპირ თაკოსთან გავეშურეთ, გზად კი ლილიმ მითხრა, რომ მარტო უნდა მისულიყო თაკოსთან, ამიტომ მე ავტობუსის გაჩერებასთან დამტოვა, თვითონ კი თაკოსთან წავიდა. თაკოსთან მისულ ლილის კი საშინელი რამ დახვდა, თაკო გერმანიიდან ახალ ჩამოსული იყო გიჟს გავდა ოთახში ბოლთას ცემდა და თან გიჟივით ყვიროდა, ლილის დანახვაზე კი უარესად აქვითინდა, ლილის ჩაეხუტა, იატაკზე ჩაიკეცა და სასწაულებრივი ამბავი უთხრა...
YOU ARE READING
Is love real? დასრულებული✔️
Romanceეს ამბავი ერთ უბრალო გოგონაზეა. გოგონაზე, რომელიც დაქალს დახმარებას გაუწევს ეს გადაწყვეტილება კი მის ცხოვრებაში გადამწყვეტი ნაბიჯი აღმოჩნდება. ნახეთ როგორ აღმოჩნდება ის დიდი დაავადების წინაშე, როგორ იპოვის დაკარგულ სიყვარულს, რომელსაც ის საქართველოდ...