პაციენტის მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება, მაგრამ_აქ ექიმი შეჩერდა, ცოტა პაუზა გააკეთა და განაგრძო_მაგრამ პაციენტს ჯერ ვერ ნახავთ, ის ძალიან სუსტადაა. კიდევ ერთხელ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!_თქვა ექიმმა და ისევ წავიდა. სიხარულით მეცხრე ცაზე ვიყავი, ჩემი ლილი, ჩემი ანგელოზი, ჩემი გოგო, ჩემი პეპელა მალე გამოკეთდება, და მე ისევ შემეძლება მისი სურნელით დატკბობა, მის ზღვისფერ თვალებში ჩახედვა. ვფიცავ! ამის შემდეგ მას აღარ მოვშორდები და მის გვერდით ვიქნები; არ მივცემ წასვლის უფლებას, არ მივცემ ჩემი დატოვების უფლებას. მე ის მჭირდება, მე მისით ვსუნთქავ; თუ ლილი არ იარსებებს, არც ონავარი იქნება ცოცხალი! სიხარულით წამოვდექი ცივი იატაკიდან და ახლა, როცა ლილი კარგად იყო გადავწყვიტე დედამისი მომენახულებინა. მივდიოდი იმ ქალის სანახავად, რომელმაც ცოტა ხნის წინ, ლამის დამახრჩო. შევედი პალატაში და ლიას ბოროტ მზერას მაშინვე მოვკარი თვალი, გადასხმაზე რომ არ ყოფილიყო მიერთებული, ალბათ წამოხტებოდა და მთელი ამ სიტყვის მნიშვნელობით მიმახრჩობდა. მივედი და მის გვერდით ჩამოვჯექი; ლია ისევ დაბღვერილი მიყურებდა. ლაპარაკი მე დავიწყე:
-როგორ გრძნობთ თავს?_ვკითხე ნაზად
-ხმის ამოღებას როგორ ბედავ!!!_იღრიალა ლიამ
-თქვენთვის ნერვიულობა არ შეიძლება, გთხოვთ დამშვიდდით_ისევ ნაზად ვცადე გამოლაპარაკება
-ჩემი შვილის მკვლელო!! ისევ შენს გამოა ამ დღეშინნ_არ იშლიდა მისას ლია და ისევ მე მადამაშაულებდა
-მინდა გითხრათ რომ თქვენი შვილი კარგადაა და მალე გამოჯანმრთელდება!_ვუთხარი ისევ ნაზად
-შენი ბრალია ყველაფერი! მხოლოდ შენი! შენ გამოჩნდი და ისევ აურიე ცხოვრება!!_ისევ მისას არ იშლიდა და ღრიალებდა. ვუყურებდი ამ ქალს და ვფიქრობდი, თუ სად გაქრა ის მოსიყვარულე და ნაზი ქალბატონი, და რატომ დაისაკუთრა მისი ადგილი ვიღაცა ურჩხულმა, რომელიც უდანაშაულოს ადამაშაულებს და არც კითხულობს მიზეზს, თუ რატომ მოხდა ეს.უბრალოდ ვუყურებ და მიკვირს, სად დაკარგა ამ ქალმა, თავისი უმანკოება. შემდეგ ავდექი და პალატიდან გამოვედი; აღარ შემეძლო მისი წივილის ატანა. გადავწყვიტე ლილი მენახა:
-ექიმო ლილის ნახვა მინდა!_მივმართე ექიმს
-მაპატიე ონავარო, მაგრამ მას ვერ ნახავ, ის ჯერ კიდევ სუსტადაა, მალე გადავიყვანთ მას პალატაში და შეგიძლია მის გვერდით იყო მერე, რამდენი ხანიც მოგესურვება!_მითხრა ექიმმა, მხარზე ხელი დამკრა და საბუთების კარადას მიუბრუნდა. მეც სხვა გზა არ მქონდა გამივედი და ისევ პარკში გასვლა გადავწყვიტე. გავედი და ვტკბებოდი ბუნებით; ვუყურებდი ჩიტებსს, თუ როგორ თავისუფლად, მაგრამ შიშით დაფრინავდნენ; ვუყურებდი ხეებს, რომლებსაც ლაპარაკი რომ შესძლებოდათ მოყვებოდნენ თავიანთ ისტორიებს; ვუყურებდი ყვავილებს, რომელბსსაც პეპლების შურდათ, რადგან ყველგან გაფრენა შეეძლოთ; ვუყურებდი ბავშვებს, რომელბიც დარბოდნენ პარკში და ბედნიერებას ასხივედნენ; ვუყურებდი და ვფიქრობდი: ნეტა ერთ დღეს ჩვენი, ჩემი და ლილის ბავშვები, ესე თუ ირბენდნენ?? ნეტა თუ მექნებოდა ამ ბედნიერების დანახვის საშუალება? ისე ძალიან მინდოდა, რომ ლილის ჩვენი ბავშვისთვის ესწავლებინა სირბილი და ანბანი. მინდოდა საქართველოში დავბრუნებულიყავით და იქ გაგვეგრძელებინა ცხოვრება ახალი ფურცლიდან; მინდოდა ეს ყველაფერი! მასზე ფიქრი თავს არ მანებებდა, მინდოდა მასზე ფიქრში იმდენად შორს გავფრენილიყავი, რომ საკუთარი ვინაობაც დამვიწყებოდა; მინდოდა ძალიან მინდოდა ეს ყველაფერი; მასზე ვფიქრობდი და პარკში სიხარულით მოვაბიჯებდი, მაგრამ რეალობაში ტელეფონის ზარის ხმამ დამაბრუნა. უცხო ნომერი მირეკავდა, მეც ვუპასუხე და ოოო!! როგორ მომნატრებია ეს ხმაა! ლილი მირეკავდა, ჩემი ლილი, ჩემი ანგელოზი, ხმა დასუსტებულს მაინც ჰქონდა ძალა ლაპარაკისა. არაფერი მითქვამს, ველოდებოდი რას მეტყოდა და აი! როგორც იქნა გავიგე მისი ხმა და ის,რაც მან მითხრა მოლოდინსს გადააჭარბა, გავშეშდი ადგილზე, სისხლი გამიშრა და გული ამიჩქარდა. ლილიმ მითხრა ის, რაც ჩემთვის იმდენად მოულოდნელი და გასაკვირი იყო, რომ გაოცება ვერ დავმალე და ტელეფონს დავაშტერდი.მან თქვა რომ...
YOU ARE READING
Is love real? დასრულებული✔️
Romanceეს ამბავი ერთ უბრალო გოგონაზეა. გოგონაზე, რომელიც დაქალს დახმარებას გაუწევს ეს გადაწყვეტილება კი მის ცხოვრებაში გადამწყვეტი ნაბიჯი აღმოჩნდება. ნახეთ როგორ აღმოჩნდება ის დიდი დაავადების წინაშე, როგორ იპოვის დაკარგულ სიყვარულს, რომელსაც ის საქართველოდ...