გაიღო დიდი კაბინეტის კარები და კაბინეტში შემოვიდა შუა ხნის მამაკაცი, დაახლოებით 39-40წლის,ან უფრო მეტის, ვინ იცის,შემოვიდა, პირდაპირ ლილის წინ დაჯდა და გოგონას არც მიესალმა, ისე დაიწყო ლაპარაკი
-აბა!რისთვის მოხვედით აქ,მე აქ თაკო გეგელიშვილს ველოდებოდი_ დაიწყო საუბარი კაცმა_როგოც ვიცი, სივი აქ მან შეავსო და არა თქვენ
-დიახ, გეთანხმებით ახლა აქ თაკო უნდა იჯდეს_დაიწყო საუბარი აღელვებულმა ლილიმ_მაგრამ, გარკვეული პრობლემების გამო მის ადგილს დროებით მე დავიკავებ
-საინტერესოა,როგორ გაართმევთ თავს საქმეს, რომელშიც არც გამოცდილება გაქვთ და არც ცოდნა_ცივად თქვა კაცმა
-ძალზედ საინტერესოა_ნიშნისმოგებით უთხრა ლილიმ და საქმეზე გადავიდა_აბა, რა მევალება მე?რა უნდა გავაკეთო?
-თქვენ?! თქვენ გევალებათ ამ წიგნების წაკითხვა_ფურცელი გაუწოდა ლილის, რომელზეც სულ რაღაც ათი განსხვავებული წიგნის სახელები იყო ჩამოწერილი_მათგან შინაარსის გამოტანა და ამ შინაარსისგან, მეტად საინტერესო მოთხრობის დაწერა გევალებათ.ახლა კი თავისუფალი ხართ, თქვენს სამუშაო მაგიდას ოლივია გაჩვენებთ.
-მოიცადეთ და დრო რამდენი მაქვს?!_იკითხა შეშინებულმა და ნერვიულობისგან ფერწასულმა ლილიმ,რომელსაც აშკარად ეტყობოდა რომ ძალიან ეშონიდა ამ ყველაფრის
-ხვალ დილის 9საათზე, მოთხრობა ჩემს მაგიდაზე უნდა იდოს_თქვა კაცმა_ერთი წუთიც რომ დააგვიანოს, მაშინვე მოიხსებით სამსახურიდან. ეხლა კი თუ შეიძლება დატოვეთ ჩემი კაბინეტი და საქმეს მიხედეთ!როგორც ვხედავ, ბევრი სამუშაო გაქვთ!_უთხრა მკაცრად კაცმა და ხელით ანიშნა, რომ კაბინეტიდან უნდა გასულიყო.ლილი კაბინეტიდან გამოსვლისთანავე იმ ქალს შეხვდა, რომელმაც სწორედ ამ კაბინეტამდე ამოაცილა
-თქვენ ხართ ოლივია?_ნაზად კითხა ლილიმ
-დიახ,მე ვარ_ უპასუხა ქალმა და თავის მაგიდამდე მიაცილა_აი ეს არის შენი მაგიდა! შეგიძლია მოაწყო შენი სურვილით და დაიწყო მუშაობა,წარმატებებს გისურვებ.
-მადლობა_უპასუხა ლილიმ და საკუთარ მაგიდას მიუჯდა, ეტყობოდა საერთოდ არ ახარებდა ის ფაქტი რომ, ხვალამდე ათი წიგნი უნდა წაეკითხა და ამათგან, სრულიად განსხვავებული მოთხრობა დაეწერა. არ ახარებდა კიარა შოკში აგდება, მას ხომ იურიდიული აქვს დამთავრებული და არა ფილოლოგიური, მაგრამ თავისი მეგობრის დასახმარებლად შეეჭიდა საქმეს, რომელის გარტყმაშიც არაა და ვინიცის რა ელოდება წინ.მთელი ღამის უძინარმა დაიწყო წიგნების კითხვა და ცდილობდა რაიმე შინაარსის გამოტანას, მაგრამ უშედეგოდ; დრო იმაზე ჩქარა გადიოდა ვიდრე ეგონა, ის კი წიგნს წიგნზე კითხულობდა და რამის აწყობას ცდილობდა იქნებადა რაიმე მაინც დაეწერა, მაგრამ უშედეგოდ. მთელი დღე სამსახურში გაატარა, მაგრამ ვერაფერი რომ ვერ დაწერა და სამუშაოსთვის განკუთვბილი დროც რომ ამოიწურა სახლში საშინლად დაღლილი და მოწყენილი წავიდა; იცოდა რომ დღესაც მოუწევდა გათენება, მაგრამ იმედს მაინც არ კარგავდა, რომ რაიმე გზა მაინც გამოჩდებოდა.მივიდა სახლში ვახშამიც კი გამოტოვა პირდაპირ მაგიდას მიუჯდა და დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ რა უნდა დაეწერა. ამ ფიქრებში გადიოდა საათები ერთი...ორი...სამი...ოთხი.. და მაინც არაფერი აფიქრდებოდა, სანამ ერთმა ძალიან გიჟურმა აზრმა არ გაუელვა თავში, ეს აზრი იმდენად მოეწონა, რომ მეტი არც უფიქრია პირდაპირ წერა დაიწყო, მთელი ღამე წერდა გაუჩერებლად და უხაროდა რომ ამდენი ფიქრის შემდეგ მიაგნო იმას რასაც ეძებდა.
-გაიღვიძე საყვარელო გათენდა_აღვიძებდა ლილის დედა, რომელსაც მაგიდაზე იდაყვდადებულს ისე ღრმად ჩასძინებოდა რომ მაღვიძარას ხმამაც კი ვერ გამოაფხიზლა და ვერ დააბრუნა რეალობაში_გაიღვიძე ჩემო ლამაზო,როგორი დაღლილი ხარ,მთელი ღამე ისევ არ გიძინია ხომ?:(_ტკბილად აღვიძებდა დედა
-რომელი საათია?!_იკითხა გოგონამ რომელმაც,სულ ახლახანს გამოიღვიძა და ჯერ ვერ გარკვეულიყო რა ხდებოდა
-8:45_ნაზად უთხრა დედამ
-ჯანდაბაა მაგვიანდებაა!!_წამოვარდა ლილი და დაიწყო აქეთ-იქეთ გიჟივით სირბილი_ჩემი ჩანთა სადაა!! ან ახალი ტანისამოსიი!! აბაზანის მიღებასაც ვერ ვასწრებ!ჯანდაბაა!!! როგორ დამეძინააა!!!_ყვიროდა ლილი და თან ოთახში დარბოდა
-დამშვიდდიი ყველაფერსს მოასწრებბ!_ამშვიდებდა დედა ლილის,მადრამ თავადაც ხვდებოდა რომ გოგონას დამშვიდებას აზრი არ ჰქონდა
-არა!! შენ არ გესმისს! რომ ვერ მოვასწროო ყველაფერსს დავკარგავვ!!!_ყვიროდა ლილი და თან ტანსაცმელს იცმევდა
-დამშვიდდი შვილო არაფერსს დაკარგავ მოასწრებ ყველაფერს_ისევ ცდილობდა მის დამშვიდებას დედა_ წავალ მე ტაქსს გავაჩერებ
-მადლობა არარისს საჭირო მე თვითონ გავაჩერებ_თქვა სწრაფად გოგონამ,გუშინდელ ნამუშევარს ხელი დაავლო სახლიდან ატომური ბომბივით გარეთ გავარდა და ტაქსის გაჩერებას ცდილობდა მაგრამ არცერთი ტაქსი არ ჩანდა, ამიტომ იძულებული გახდა გამვლელი მანქანა გაეჩერებინა და ასეც მოიქცეოდა ვიღაცის შავ მანქანას რომ არ დაემუხრუჭებიმა მის წინ.
YOU ARE READING
Is love real? დასრულებული✔️
Romanceეს ამბავი ერთ უბრალო გოგონაზეა. გოგონაზე, რომელიც დაქალს დახმარებას გაუწევს ეს გადაწყვეტილება კი მის ცხოვრებაში გადამწყვეტი ნაბიჯი აღმოჩნდება. ნახეთ როგორ აღმოჩნდება ის დიდი დაავადების წინაშე, როგორ იპოვის დაკარგულ სიყვარულს, რომელსაც ის საქართველოდ...