Part 8

48 3 1
                                    

პალატაში რომ შევვარდი იქაურობა გატენილი იყო პოლიციელებით და ექიმებით,ყველა დაფუსფუსებდნენ. მე ეგრევე ლილის ძებნა დავიწყე და მალევე ვიპოვე კიდეც,მაგრამ ამჯერად სისხლის გუბეში მწოლიარე, გვერდით იარაღი ედო და უგონოდ ეგდო წითელ წყალში. ისევ სისხლი, ისევ ლილის სისხლი. გავქვავდი, იმ წამს თითქოს სამყარომ ბრუნვა შეწყვიტა,თითქოს ეს იყო ყველაფრის დასასრული, სისხლი გამიშრა. გავქვავდი და სუნთქვა შევწყვიტე; გაქვავებული მივჩერებოდი ლილის და ტვინში მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებდა: "რამე რომ დაემართოს საკუთარ თავს არ ვაპატიებ" ვიმეორებდი გულში და ტვინში ლილი მყავდა ჩაბეჭდილი ამ დროს კი, დედამისი ჩემთან მოვარდა და ჩხუბი დამიწყო; რას მეუბნებობდა კარგად არ მახსოვს, რადგან გაქვავებული ვიდექი და ლილის გარდა არავინ მაინტერესებდა. მხოლოდ ის გავიგე,რომ მე მადაბაშაულებდა. არაფერი არმახსოვს რაც იმ დღეს მოხდა, მხოლოდ ისმახსოვს, რომ საოპერაციოს კართან იატაკზე ვიჯექი, თავი მუხლებზე მედო და ლილიზე ვფიქრობდი. მხოლოდ ეგ მახსოვს, როცა გამომეღვიძა და ვიკითხე თუ რატო ვიწექი პალატაში და რატო დამტრიალებდა ექთანი თავს, ასეთი დიალოგი გაიმართა:

-თქვენ შოკში იყავით, ამიტომ თქვენთვისაც აჯობებდა რომ ამ შოკიდან გამოსვლაში ექიმები დაგხმარებოდათ_ამ დროს მივხვდი და გავიაზრე ყველაფერი, შემდეგ საწოლიდან წამოვვარდი, გადასხმა ხელიდნა გამოვიგლიჯე და ლილის ამბის გადაგებად გავვარდი, ექთანიც უკან მომეწია, გამაჩერა და მითხრა

-ბატონო სად გარბიხართ??ჯერ კიდევ ოპერაცის უკეთებ..!_ექიმს არ ჰქონდა წინადადება დასრულებული, საოპერაციოდან ექიმი გამოვიდა და ნიღაბი სახიდან ჩამოიწია ამბის სათქმელად და აი აქ ყველაზე მეტად, მეშინოდა ექიმის მოსმენის, მეშინოდა რას იტყოდა ექიმი, მეშინოდა მისი კიდევ ერთხელ დაკარგვის, ხომ გესმით?! მეშინოდა, რომ მას კიდევ ერთხელ დავკარგავდი, ჩემს ლილის, ჩემს ნაწილს; მეშინოდა ამ ყველაფრის, მეშინოდა, რომ ეს შესაძლოა დასასრული ყოფილიყო, დასასრული იმისა, რაც ჯერ არც კი დაწყებულა; მეშინოდა ყველაფრის, მაგრამ ექიმთან მაინც პირველი მე მივედი და შიშით ვკითხე ლილის ამბავი, რაზეც ასეთი პასუხი გავიგე:

-პაციენტის გადარჩენა მოვახერხეთ, მაგრამ არის ძალიან დიდი რისკი იმისა,რომ პაციენტი დავკარგოთ

-ექიმო, თქვენ თქვით რომ ის ახლა ცოცხალია და სუნთქავს??_ვკითხე გახარებულმა. მეგონა რომ სამყარომ ისევ დაიწყო ბრუნვა

-დიახ, მაგრამ ძალიან მძიმედაა, ბოლო 48საათში მდგომარეობა უცვლელი იქნება, შემდეგ კი ვნახოთ რა როგორ მოხდება, დრო ყველაფერს გვიჩვენებს. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!_თქვა ექიმმა და წავიდა. ამ დროს ჩემთან ლილის დედა მოვარდა მუქარით:

-ხომ გითხარი ჩემსს შვილსს რამე რომ დაემართოსს მოგკალვ მეთქიი!!_მიღრიალებდა ლია და საყელოში ჩამავლო ხელი

-მე არაფერი დამიშავებია, ეს ჩემი ბრალი არაა!_გავიძახოდი და მის დამშვიდებას ვცდილობდი

-შენი ბრალია.ყველაფერი შენი ბრალია. შენი ბრალია, რომ ის ამ დღეშია. ყველაფერი შენი ბრალიაააა!!!_ხმას უმატებდა და უფრო ყვიროდა ლია

-მე არ მინდა წარსულის გახსენება!_ვუთხარი და თვალი ავარიდე

-ლილისთვის იარაღი რომ არ გესროლა, ახლა აქ არ იქნებოდაა!!!_აგრძელებდა ყვირილს ლია და ამის გაგონებაზე მეც ავიჭერი. ნუთუ  ლილის მე ვესროლე? არა! მე არც კი ვყოფილვარ მის გვერდით! და აი, ახლა მე დავიწყე ყვირილი

-თქვენ არ ხართ ნორმალური! შეიშალეთ ხომ?! მე იმ დროს ლილის გვერდით არც ვყოფილვარ! მე მის გვერდით არ ვყოფილვარ! მე მისთვის არ მისვრია! როგორ ბედავ და როგორ მაბრალებ ამ ყველაფერს? როგორ ბედავ!! საკუთარ ანგელოზს როგორ მოვკლავდიი?!!როგორ?!_ტონს ვუწევდი და ვღრიალებდიი, ლია უბრლოდ მისმენდა, შემდეგ კი გული დაკარგა, მეც ნერვებმოშლილი ყურადღებაც არ მიმიქცევია. ექიმებმა პალატაში შეიყვანენ მე კი იქვე კედელს მივეყრდენი, იატაკზე ჩავიკეცე და ბედნიერი ვიყავი, რომ ლილი კიდევ სუნთქავდა. მახარებდა და იმედი მქონდა, რომ მას კიდევ ერთხელ ვიხილავდი, ისევ გაღიმებულს, მაგრამ ჩემს თავს ვადანაშაულებდი მაინც! ჩემი ბრალი იყო, არ უნდა დამეტოვებინა მარტო, არ უნდა დამეჯერებინა მისთვის, მასთან უნდა ვყოფილიყავი! მის გვერდით,არ უნდა დამეტოვებინა. კიდევ ერთი უდიდესი შეცდომა დავუშვი ჩემს ცხოვრებაში, რომლის გამოსწორებასაც ყველაზე მეტად ახლა ვეცდებოდი.მთელი დღე და ღამე საოპერაციოს კარებთან იატაკზე ჩამჯდარი გავატარე, არცერთი წამი არ მიძინია, მხოლოდ ლილის ამბის გაგება მინდოდა, ყოველ ერთ საათში ვკითხვულობდი მის მდგომარეობას, მაგრამ ამაოდ. ასე გავიდა ორი უმძიმესი დღე, რომელიც ორ წელად მეჩვენა, და აი დადგა დრო, როცა ლილის მდგომარეობაზე ახალი ამბავი უნდა გაგვეგო. ექიმი საოპერაციოდან გამოდის და გვეუბნება...

Is love real?    დასრულებული✔️Where stories live. Discover now