10

192 20 0
                                    

ჯუნის ოფისში ვიყავით.
- ამანდა ეს ლი არის მგონი გახსოვს.
- გამარჯობათ როგორ ბრძანდებით ძალიან მიხარია თქვენი ნახვა.
-მადლობა კარგად. - ვერ ვიცანი ეს გოგო არ მახსოვდა. მან კი ისე მომიკითხა თითქოს ძალიან დიდი ხნის ნაცნობები ვყოფილიყავით.
-ნახევარ საათში სათათბირო ოთახში დიზაინერები შეკრიბე. სამკაულების შარშანდელი ყველა სეზონის სამკაულები მოიტანონ და ეხალა რაც აქვთ დახატული ესკიზები.
- კარგი გადავცემ.
-უკლებლივ ყველა მოვიდეს არანაირი მიზეზები. რაც აქვთ ისინი წამოიღონ.
მის კაბიტენში შევედი. ძალიან დიდი კაბინეტი იყო, მის ოფისში დიდ კედელზე სულ თაროები იყო და სამკაულები ჩამწკრივებული.
კედელთან მივედი და თვალიერება სავიწყე.
- მოგწონს?
- ძალიან ლამაზებია ვინ გააკეთა??
- ერთმა დიზაინერმა??
- და ის დიზაინერი სადა??? საკმარისი არ გადაუხადე და წავიდა??
ამაზე გაეცინა
- არა. ჩემს დიზაინერებს საკმარისზე მეტს ვუხდი, ამიტომ გაზარმაცდნენ, ხოლო ვინც ამის ესკიზები შექმნა, ის გოგო ჩემთან აღარ მუშაობს.
- და მიზეზი??
- პირადული არისო და წავიდა.
-ცუდია, სიამოვნებით ვნახავდი და გავიცნობდი.
მეთიუს გაეცინა. ჩემს უკან დადგა ხელები მუცელზე მომხვია და ჩამეხეტა.
-შენ უკეთესებს შექმნი.
- ვნახოთ ვნახოთ.
- იმედია თანახმა ხარ რაც დილით ვილაპარაკებთ??
- კი თანახმა ვარ, ოღონს ერთი პირობით პირველს მე შევქმნი. მთელი კოლექციისას
-ვიცოდი რომ მაგას იტყოდი. კარგი როგორც შენ გინდა.
კარებზე დააკაკუნეს.
-შემოდით.
- ბატონო ჯუნ თათბირისთვის ყველანი ადგილზე არიან, თქვენ გელოდებიან.
-ძალიან კარგი. წავედით.
-ეს ესკიზებია წინა წლის.
ფაილი გამოართვა და სათათბირო ოთახისკენ წავედით.
ოთახში რომ შევედით ყველანი ფეხზე წამოდნენ.
მართლა ძალიან ბევრი დიზაინერი იყო იქ. დაახლოებით ოცი ადამიანი მაინც იქნებოდა.
- დაჯექით.
ჯუნის გვერდით დავჯექი თავისუფალ სკამზე.
- კარგით მომაწოდეთ თქვენი ესკიზები.
ყველამ მოაგროვა ესკიზები და გადმოაწოდეს.
რამდენიმე ესკიზი გადაშალა. ყველანი გასუსულები იყვნენ და ელოდნენ მის პასუხს. ცუდსაც და კარგსაც.
- ჯერ არცერთი არ მომწონს და იმედია დანარჩენები უკეთესები იქნება. ძალიან ძალიან ვბრაზდები როდესაც ესე მექცევით. რამდენი დრო გქონდათ დასახატად და რა არის ეს?? შარშანწინდელ კოლექციას რატომ გავს??

შენი ბედი (დასრულებული)Where stories live. Discover now