11

158 21 0
                                    

*ლი*
მთელი დღე პატარა გოგონაზე ვფიქრობი. პატარა ლილიზე. ისე ისეთი საყვარელი და სათუთი იყო. არ მინდოდა მისი სახლში დატოვება.
ინსტიქტურად მუცელზე ხელი მივიდე. ნეტა რატომ მაქვს ეს შრამი მუცელზე. რატომ არის ჩემი სხეული შეცვკილი. მე ხომ სხვანაირი ტანი მქონდა.
ჯუნის კაბინეტში შევედი.
-რა ხდება? ხომ მშვიდობაა??
- კი კი მშვიდობაა. უბრალოდ რაღაც კითხვები მაქვს და ძალიან მინდა პასუხების გაცემა.
-კარგი. - ჯუნმა საბუთები და კალამი დადო მაგიდაზე და სავარძელზე გასწორდა. -ერთი წუთით.
ტელეფონი აიღო და ამანდას დაურეკა
-ამანდა არავინ შემოუშვა. და ყველა საქმე გადადე იქამდე სანამ მე არ გეტყვი.
ტელეფონი დადო.
- გისმენ დაჯექი. თუ გინდა სადმე წავიდეთ.
-არა იყოს აქაც კარგია
- კარგი მკითხე რა გაინტერესებს.
- მოკლედ. იცი რომ რაღაცეები არ მახსოვს. შენ ჩემს რაღაც მოგინებებში ჩანხარ, ყოველთვის ჩემ გვერდით ხარ აი ყოველთვის. მინდა ვიცოდე რამდენი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. მინდა შენგან მოვისმინო ამ ისტორიის ის ნაწილი რომელიც მე არ მახსოვს. ის პატარა ლილი ძალიან საყვარელია. არ მინდოდა დღეს მისი დატოვება. ის თითქოს ისეთი ვინმეა ვინც ჩემი ნაწილია.
- ჩვენ ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით შენ სტუდენტი იყავი მე ლექტორი. მაგრამ ისე მოხდა რომ საერთო მეგობრების წრეში ხშირად ერთად ვტრიალებდით და შეგვიყვარდა. ამის გამო მე უარი ვთქვი ლექტორობაზე. უნდა მესწავლებინა შენთვის 4 წელი. ერთი საგანი უნდა მესწავლებინა და ისიც შუა გზაში გავწყვიტე შენს გამო სხვა ლექტორი გასწავლიდათ ჩემზე უარესი. ასევე ხატვის წრეზეც ერთად დავდიოდით. აქ უკვე ერთად მივედით. მერე იმ სახლში გადავედით სადაც შენ ხარ. ეგ სახლი ერათად შევარჩიეთ ერთად მოვაწყვეთ ყველა ოთახი. ორანჟერეა საკუთარი ხელებით ავაწყვეთ. 4 წლის განმავლობაში 5 ჯერ გთხოვე ხელი და ყოველთვის უარს მეუბნებოდი. სანამ სწავლას არ დავამთავრებ არ გამოგყვებიო. ეს იყო შენი პასუხი ყოველთვის ჩვენი ურთიერთობა ხელს არ უშლიდა შენს და ჩემს მომავალს, ხელს ვუწყობდით ერთმანეთს. საუკეთესო წყვილი ვიყავით.
- შენ ჩვენი ჩხუბის დროს შენ თქვი ავარია მოხდაო. მე ავარია არ მახსოვს ავარია, მაგრამ ძალიან უცნაური რამ არის. ეს 5 თვეა ჩემ სხეულს ვერ ვცნობ. ჩემი თავი ბოლოს მახსოვს ხომ ხვდები ნავარჯიშები მოწესრიგებულუ, ეხლა კიდე ცოტა ზედმეტი წონაც მაქვს მუცელზე შრამი. სხეულზეც რამოდენიმე შრამი მაქვს. არ ვიცი ვერ ვხვდები როგორ. არ მეშინია უბრალოდ მინდა ვიცოდე სხეულზე რატომ მაქვს შრამები რომლის არსებობაც არ მახსოვს.
ჯუნმა ღრმად ჩაისუნთქა თმაზე ხელი გადაისვა.ამოისუნთქა.
- მოკლედ ავარიაში მოვყევით შენ მაშინ ორსულად იყავი. პატარა ორსული იყავი. ძალიან ცუდი ავარია მოხდა ტრაილერი დაგვეჯახა. კარებს იმ მხრიდან დაეჯახა სადაც შენ იჯექი.....
ჯუნმა გაგრძელება ვერ მოახერხა თითქოს ანერვიულდა და გაგრძელება აღარ უნდოდა. მივხვდი რომ მე მაშინ პატარა დავკარგე.
- კარგი აღარ მინდა მეტის მოსმენა, ვიცი რომ შენთვისაც მძიმეა,ამის მოყოლა და გახსენება.
ორივენი ჩუმად ვიჯექით ხმას არ ვიღებდით.
ჯუნმა თავს ძალას ატანდა რამე რომ არ ეკითხა თვალი არ მოუშორებია.
- რაიმე კითხვა ხომ არ გაქვს კიდევ რა გაინტერესებს??
-ჯერ ამას ვცდილობ გავაანალიზო რაც მითხარი, ეს ძალიან რთულია.
- გინდა შენს პირად ექიმთან წაგიყვან და იმას დაელაპარაკე
- კი ოღონდ დღეს არა. კარგი უნდა წავიდე საქმეებს მივხედო.

შენი ბედი (დასრულებული)Where stories live. Discover now