მგონი ცოტას შეგვცივდება.
- სახლამდე გავძლოთ
- ჩემი სახლი უფრო ახლოს არის ჩემი მანქანით წადი სახლში.
- ჯერ დაჯექი წავედით.
დავჯექო და მოტოციკლეტო დავქოქე. დიდი ხანია არ მივლია მისით. მას შემდეგ რაც ლომ თავიდან შემამჩნია.
გამეღიმა. ლიც მომიჯდა უკან ხელები მუცელზე მომხვია თავი ბეჭებზე მომადო.
***
ლის სახლში ავედით. მართლა ძალიან ციოდა და გავიყინეთ.
-ძალიან ცივა.
- ცხელი შხაპი კარგი იქნებოდა.
- ცხელი ჩაიც.
- გამახსენდა პირველად რომ დაგინახე. ძალიან გამიკვირდა მისგან ეს სიტყვები. მაგრამ უფრო მესიამოვნა.
- ეს უნივერსიტეტამდე იყო. მაშინ დაახლოებით 13 ან 14 წლის ვიყავი შეიძლება უფრო პატარაც.ნიკი ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, ბაღიდან მოყოლებული.ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი შენ კი თავში ავარდნილი ტიპი იყავი.
- კი იყო ეგ დროც. - გაეცინა. ეს ძალიან დიდი ხნის წინად იყო. მაშინ 18 წლის ვიყავი.
- მაშინ ძალიან მომწონდა მოტოციკლეტები და ცუდი ბიჭები, მაგრამ მაშინ ნიკს ვუთხარი შენ ჩემი იქნებოდი და გამოგასწორებდი.
- ეგ ისტოროა ვიცი. ნიკმა მითხრა როდესაც ერთმანეთი გავიცანით.
- ნიკი საიდან გაიცანი??
- ავარიის დროს გადავარჩინე. ჩემი მოტოციკლეტი მოიპარა. ხოდა აქედან დავმეგობრდით.
- მე რატომ გაგიცანი უნივერსიტეტში ვერ ვხვდები, მაგრამ მის მერე შენ თითქოს აორთქლდი.
-შეიძლება ავორთქლდი მაგრამ ყოველთვის ვიგებდი შენს ამბებს ნიკის მეშვეობით. მაშინაც ძალიან მომწონდი კარგი ლამაზი, მოწესრიგებული და ზედმეტად ჭკვიანი ბავშვი იყავი. მაგრამ მე დიდი ვიყავი შენ პატარა ხოდა დისტანციას ვიჭერდი. თან მაშინ ცოტა ავარდნილიც მქონდა.
- მერე კი როგორც ლექტორი ისე გაგიცანი. პატარა ბავშვივით დავიბენი რომ დაგინახე. მაგრამ თან მეცნობოდი თან ვერა.
- მე გიცანი. შენ კი ჩემი სახელიც არ გახსოვდა. უნდა გენახა სხვა გოგოების სახეები შენს გვერდით რომ დავჯექი.
- არ ვიცი არ მახსოვს. ჩემიც მყოფნიდა ზედმეტად სიმპატიური ბიჭო მეჯდა გვერდით.
გაგვეცინა. მასთან მივედი და ვაკოცე.
- წამოდო შხაპი ერთად მივიღოთ.
ხელი მოვკოდე და სააბაზამოსკენ წავედით, გზადაგზა ვიხდიდით ტანზე.