🤎2🤎

625 23 0
                                    

_გადმოდით ექიმო _იარაღი რომ დაინახა წინადადება გაუწყდა
_კარგით...გადავდივარ. არაა საჭირო ეგ იარაღი _ხელები საჭეს მოაშორა მანქანის ძრავა გამორთო და გადავიდა. ცივმა ქარმა გახურებული კანი წამსვე გაუყინა. კაცმა წელზე მოხვია ხელი და ისე მიეკრო რომ ვერავინ გაიგებდა თუ უცხოები იყვნენ. ისე უყურებდა გეგონებოდათ წყვილი მისეირნობდა სახლისაკენ
_სწრაფად იარეთ ექიმო თორემ თქვენი სიცოცხლის წამებიც ნელ_ნელა ამოიწურება _კაცის ხრინწიანი ხმა აშკარა შიშს და აღელვებას ატარებდა. თან საკმაოდ მკაცრად ისმოდა და ნამდვილად არ ხუმრობდა. სახლში როგორც კი შევიდნენ იარაღი მაშინვე მოაშორა და კარი გადაკეტა
_ნუ გეშინიათ თქვენზე ძალადობას არ ვაპირებ არც მანიაკი ვარ...თქვენი ხელები მჭირდება ექიმო , გააკეთებთ იმას რასაც ყოველდღე აკეთებთ და წახვალთ მშვიდად, გპირდებით _სახე სულ დაცვარული ჰქონდა, თვითონაც არ იყო კარგად. შავი ქურთუკი დაცემის შემდეგ მტვერით იყო გათეთრებული, შარვალზე ალაგ_ალაგ სისხლის ლაქები ეცხო. თმები არეული ჰქონდა და წვერიც მოუვლელი . მხოლოდ ჭრელი თვალები ანათებდა და ისინიც შუშასავით ცივი და უმეტყველო ჩანდა იმ დროს ლიზასთვის.
დაჭრილი ბიჭი დივანზე იწვა, სულ ახალგაზრდა იყო. ჭრილიბა გადახვეული ჰქონდა,მაგრამ როგორც ჩანს სისხლდენა დაეწყო და კაცს შეეშინდა. სიცხისგან იწვოდა და გონზე არ იყო.
_ტყვია იყო ჭრილობაში?
_ხო ... აქაა ყველაფერი . სხვა რამე თუ გინდათ მითხარით და მოგიტანთ
_ცუდადაა...შეიძლება ვერ გადარჩეს . ინფექცია იყოს გავრცელებული
_უნდა გადაარჩინო
_თორემ მომკლავ?
_ბევრს ლაპარაკობ... გააკეთე რაც შეგიძლია და ეცადე გადაარჩინო თორემ მერე არ ვიცი რას გააკეთებ_დაუყვირა და თვალები ისე აენთო თითქოს მალე აალდებოდნენ.
ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო , ზურგის ტკივილიც აგიჟებდა, ხელებსაც ვერ იმორჩილებდა, აღარც თვალები აძლევდნენ მოსვენებას. ეშინოდა, თავს იკავებდა , მაგრამ გული მაინც საშინლად უცემდა. ყოველ წამს სროლას ელოდა. იარაღი აღარ ჩანდა მაგრამ არ იცოდა რა ელოდა.
_მორჩა...წავიდე?
_გაიღვიძებს და მერე
_და გინდა რომ დაველოდო როდის გაიღვიძებს? შეიძლება ხვალ გაიღვიძოს
_ხოდა ხვალ წახვალ _უმეტყველო სახე ჰქოდა ,მაგრამ ქალს თვალს არ აშორებდა. ხელზე მოუჭირა და დასვა . მერე ქურთუკი მოიშორა, მაისურიც გადაიძრო და მაგიდაზე დაწყობილ ხსნარებს მოავლო მზერა
_აქ ტყვედ ვერ დამტოვებ ეგ უკვე გატაცებაა და საერთოდაც მე უკვე ჩავიდინე დანაშაული
_უკვე ყბედობ ექიმო_ხელი გადახლეჩილი ჰქონდა. კანიდან სისხლი მოდიოდა და თავად ცდილობდა დამუშავებას. ლიზა ერთხანს უყურებდა მერე ამოიხვნეშა ხელიდან გამოსტაცა ბამბა და მხარზე მიაწვა ხელით
_დაწექი და მე დაგიმუშავებ ჭრილობას...ჰიპოკრატეს ფიცი მაქვს დადებული
_და იქნებ რამე გამიკეთო რაც გამთიშავს
_ბიჭი გადარჩა ... ჩემგან რა გინდა. გასაკერია ესეც . ამდენ ხანს რატომ გააჩერე
_გაკერე
_წამალი ?
_უბრალოდ გაკერე ექიმო ან მე მომეცი და თვითონ მივხედავ
_მანქანას რომ შეუვარდი ეს უკვე გქონდა ხო ?
_ჭორაობთ ექიმო
_აღარც ვილაპარაკო? გამიტაცეთ
_თუ დამღლით მომიწევს პირი აგიხვიოთ _ქვემოდან უყურებდა ხელი მის ფეხებზე ედო. ქალი ჭრილობას უყურებდა და წმენდდა . დაბინძურებული იყო და საშინლად გამოიყურებოდა
_მიღებული გაქვს რამე თუ როგორ ვერ გრძნობ _უცებ სახეზე დააკვირდა _კაიფში ხარ?
_ჩშშ ექიმო , გაჩუმდით თორემ თავი რომ მტკივდება უკონტროლო ვხდები _ხელი ტუჩებზე ააფარა და მის წინ დაჯდა. გაჭრილი მკლავი ისევ მის ფეხზე ედო. კაბის ქვეშ შეაცურა და შიშველ ბარძაყებს შორის აღმოჩნდა . თვალებგაფართოებულ ქალს დიდრონ თაფლისფერებზე აკვირდებოდა თავისი ჭრელი სფეროებით , ჭინკები უხტოდნენ ტვალებში. გაუხეშებული, სქელი ბაგეები ენისწვერით დაისველა და ტუჩებიდან ხელი მის მაჯებზე გადაიტანა _აპ აპ აპ წინააღმდეგობის გაწევა არ ღირს მაგ დროს უფრო ვღიზიანდები ... სჯობს ჩუმად იყო და ის გააკეთო რასაც გეუბნები . ძალიან ლამაზი ხარ და გამიტყდება რამე რომ დაგიშავო
_ხელი მომაშორე თორემ გაკერვის ნაცვლად ვენა გადამეჭრება და სისხლისგან დაიცლები_კანკალებდა, ტუჩები გაულურჯდა, გაფითრდა მაგრამ მაინც უტეხად არ აშორებდა მზერას. თავი ამაყად ეჭირა და ისე უყურებდა
_ექიმები საოცარი არსებები ხართ...ვერავის მოკლავთ თუ შემთხვებით არ შემოგაკვდებათ ისიც ღმერთის ჩარევით და ტყუილდ ნუ იღლით თავს _ აშკრა იყო საუბარი უფრო უჭირდა _ის რომ გაიღვიძებს წახვალ ! ხელი ლოყაზე ჩამოუსვა და მერე ისევ დაწვა. გაჭრილი მკლავი კი ისევ ფეხებზე დაადო, კაბა მარტივად გაუსწორა და ქვემოდან ახედა _გააგრძელე
_ბეჭზეც გაქვს ჭრილობა
_შენ წარმოიდგინე ვგრძნობ

🤎დაკარგული დრო🤎Where stories live. Discover now