ოპერაციაზეა, ყველაფერი სისხლითაა დასვრილი. წითელი სითხე სახეზეც ხვდება. აპარატის გამაყრუებელი ხმა ესმის, სინათლე თვალებში ანათებს. ჭრილობიდან სისხლი ისევ ასხავს. ვერაფერს ახერხებს მერე ყველაფერი პატარავდება, ხმები ერთმანეთში ირევა და საკუთარი კივილის ხმა აფხიზლებს ...
ვინ იცის მერამდენედ ნახა ეს სიზმარი . მას შემდეგ წლები გავიდა, სასამართლომაც მის სასარგებლოდ გამოიტანა დასკვნა, მაგრამ საკუთარ თავს ბოლომდე ადანაშაულებდა. ფიქრობდა რომ მეტი შეეძლო , რომ არ მოინდომა გამოსავლის პოვნა. სამსახურზე უარი თქვა, ქურურგიის განყოფილებიდან მორგში გადაინაცვლა. ფაქტობრივად პროფესია შეიცვალა, ყველაფერი თავიდან დაიწყო . ამბობდა ასე უფრო მეტს ვისწავლი და მერე ისევ ქირურგიაში დავბრუნდებიო, მაგრამ მიეჩვია და ასეც ეხმარებოდა ადამიანებს.
სახეზე ხელები ჩამოისვა, მერე წამოდგა და აივანზე გავიდა. ზაფხული იყო , მაგრამ საკმაოდ ციოდა. თმები ქარმა აურია, ახურებულ სხეულზე ცივი სიოს შეხება ესიამოვნა. მოაჯირს მიეყრდნო და სივრცეს გაუსწორა მზერა. მერე თითქოს ვიღაცის მზერა იგრძნო , მაგრამ ვერავინ დაინახა ...
სააბაზანოში შევიდა , გამოფხიზლდა და ჩვეულებისამებრ საუზმის მზადება დაიწყო . რვაზე უკვე მზად იყო ყველაფერი , საძინებლის კარი გააღო და მძინარე გოგონას ღიმილით შეხედა. ჯერ არეულ თმაზე გადაუსვა ხელი მერე აკოცა და ისიც შეიშმუშნა
_დეე გაიღვიძე დაგაგვიანდება სკოლაში
_ხუთი წუთიც ლიზუ რაა _საბანი თავზე გადაიფარა და ჩვეული პოზა მიიღო. 13 წელია უკვე ასე იქცევა და გასაკვირი არც არაფერი იყო მის ქცევაში .
_ელე დღეს საკონტროლო გაქვს ფიზიკაში პირველ გაკვეთილზე ... მე სამზარეულოში ვიქნები წვენს გაგიმზადებ
_აიი უკვე გავიღვიძე... _უცებ წამოდგა და საწოლის გასწორება დაიწყო. მერე დედას აკოცა და ოთახიდან სწრაფად გავიდა _სანამ ვიბანავებ ჩემი იისფერი კაბა გამიუთოვე რა გთხოოვ
_გუშინ გავაუთოვე , მზადააა _ხმამაღლა დაუძახა , კარადიდან გამოიღო კაბა საწოლზე დადო, ფეხსაცმელიც გაუმზადა ჩანთაც იქვე დაუდო იცოდა დაავიწყდებოდა და მერე ჩავიდა სამზარეულოში. მალევე გამოჩნდა ქალბატონი მოკლე იისფერ კაბაში, ყავისფერი თმა გაშლილი გაშლილი ჰქონდა
_დეე დამიწანი რაა
_როდის უნდა ისწავლო დე? არ გინდა რო შეიჭრა?
_ასე მომწონს
_დაჯექი ასე ხელები მეტკინება მაღალი ხარ უკვე _ ხმაურით აკოცა
_ ჩემი წვენი სად არის?
_იქეთ დევს მოიცადე ჯერ თავი გააჩერე თორე ლამაზად არ გამომივა
_დღეს ნანუს დაბადებისდღეა და საჩუქარი უნდა ვუყიდო ხო გახსოვს
_ფული ჩაგიდე საფულეში და იყიდე... გამოგივლი გვიან და წამოგიყვან. დამირეკე რომ გეცლება ხო ?
_დეე
_კაბისთვისაც ჩავდე ფული და შეარჩიე რამე... ფოტო გამომიგზავნე ოღონდ წასვლამდე
_მიყვარხარ
_ჩემო სიცოცხლე _აკოცა და თვალებგაბრწყინებულ გოგოს ნაწნავებზე ჩამოუსვა ხელი _ვისაუზმოთ ახლა და წავიდეთ თორე დაგაგვიანდება
_ვასწრებთ ნუ ღელავ ლიზუ..
KAMU SEDANG MEMBACA
🤎დაკარგული დრო🤎
Acak_ეცადე მშვიდად დაიძინო ექიმო , ისევ თუ დაგესიზმრები შეგიძლია დამირეკო _მშვიდი ძილს გისურვებდი, მაგრამ მეეჭვება შეძლო _ხელი დაუქნია , ფართოდ გაუღიმა და ამჯერად სწრაფად განაგრძო გზა. ◽◽◽◽◽◽◽◽◽◽◽◽◽◽◽◽ აღებულია 4love.ge დან🤎