🤎დასასრული🤎

1.1K 37 7
                                    

ოთახში დადიოდა და თითებს ხან თავზე ისვამდა ხან წვერზე
_მართლა გული რო გაუსკდეს მერე?
_ცოტნე დამღალე უკვე
_შენ ბიჭო ხო არ გამიბლატავდი ...
_გივი მაგრად გცემს _უცებ ახარხარდა და კარი რომ გაიღო წამსვე გაუნათდა სახე _მამას კაცი მოვიდაა . მამიი როგორი იყო სკოლაში?
_მინდა რომ სულ სპორტის გაკვეთილი იყოს არ შეიძლება? _დაღლილი მოათრევდა ჩანთას უკან კი ანა მოჰყვებოდა
_გამარჯობა ცოტნე _ კაცი რომ დაინახა წამსვე გაიღიმა და მოეხვია
_ანაა...როგორც იქნა პირადად შეგხვდი
_მიხარია შენი დაბრუნება...გეგაა დეე წუხელ რომ გეუბნებოდი ცოტნე ძია დაბრუნდა_თქო გახსოვს?
_ის არის? ფოტოებზე რომ სხვანაირია?
_ხო მამი დაბერდა და ჭაღარა აქვს უკვე
_უკვე სულ ჩვენთან იქნები ხოლმე? _ ბავშვს რომ ჩაეხუტა და მოეფერა მერე გაბედა კითხვის დასმა
_ხო და მამაშენი რომ გაგაბრაზებთ ყურებს ავუწევ
_მამა არ გვაბრაზებს ხოლმე
_ჭკვიანი ბიჭია ანუ?
_მე მაბრაზებს _ანამ ხელი ასწია და ირაკლიმ რომ შეუბღვირა წარბები აზიდა _მალამოს წასმა არ დაგავიწყდეს დალურჯებულ ზურგზე ... დეე წადი გამოიცვალე , ხელები დაიბანე და ვისადილოთ
_კარტოფილს შემიწვავ?
_ხორცთან ერთად ისე არა
_კარგიი
_ჩანთა დაგრჩა
_აუუ _ბუზღუნით დაბრუნდა და ისე წავიდა
_ირაკლიმ მომიყვა მოკლედ რაღაცები. როგორც აღმოჩნდა ჩვენზე იმაზე მეტი იცი ვიდრე წარმოვიდგენდით. ამიტომ გაცნობის ცერემონიები აღარ გვინდა. არ შემიძლია ეს შეჩვევის პერიოდები
_ცოლო ცოტნემ ბავშვს ჩემი სახელი არ დაარქვათო
_მე რაღაც არ მახსოვს მსგავსი რამ მეთქვას...ისიც იკმარე გეგას ცოტნე რომ არ ჰქვია და დაივიწყე ჩემი სახელი
_მე არ ვერევი ... არაფერი პირადული . მე ვაჩენ ის სახელს არქმევს _ანამ თქვა და დივანზე კომფორტულად მოკალათდდა_როდის მიხვალ სახლში? მეც ვნერვიულობ არაფერი დაემართოთ
_ამ საღამოსვე ვაპირებ
_მარიამი ჩამოდის _უცებ წამოიკივლა და ტელეფონი დადო- უფრო სწორად...ჩამოვიდა. ეგ გადარეული გოგო უკვე აქ არის _ანამ წამოიყვირა და უცებ წამოდგა
_ყველაფერი აირია...გაგიჟდება რომ გნახავს
_ჩიხში ვართ ძმაო _ ირაკლიმ თქვა და ცოლს გახედა _ მოკლავს !
_ასეთი გიჟიც არ ჩანს
_შენ რა იცი ... მოვკვდიო და დაგვივიწყე ყველანი. შორიდან ყურებით რას გაიგებ როგორია
_მინახავს როგორ სცემდა ბიჭს რომელიც თურმე მისი შეყვარებული იყო
_რაა? მარიამს შეყვარებული ჰყავდა და თან სცემა?
_მეოთხე კლასში იყო მაშინ და აი ხომ ხედავ მე მეტი ვიცი მასზე ვიდრე შენ
_აა თოკო რომ გაიფინა? ეგ მაგარი იყო . სხვათაშორის დარტყმა მე ვასწავლე...ვუთხარი ბიჭებმა რომ გაგაბრაზონ გლიჯე ეგრევე _თქო და რა მეგონა იმ საწყალ ბიჭს თუ სცემდა
_უნდა წავიდე...საღამოს ვახშამზე მოვალ
_მარტო შენ თუ ლიზაც
_სჯობს ჯერ ვუთხრა რომ ცოცხალი ვარ და მერე გავაცნობ სარძლოს ... ნახვამდის ანიკო _ლოყაზე აკოცა ქალს და ირაკლის გადახედა_ როგორ კაიფობ სიტიუაციით
_სულაც არა...უბრალოდ მინდა ბოლომდე მიხვდე რა გააკეთე რომ არ დაბრუნდი და როგორია როდესაც პატარა ბავშვივით მოგექცევიან. მარიამს უფრთხილდი !
სახლში შევიდა და დივანზე გაწოლილ ვაჩეს თავზე დაადგა
_მარიამი ჩამოვიდა
_პიზ*ეც ...რას აპირებ
_რა უნდა ვქნა . მაინც ხო უნდა მენახა
_ახლა ორ ფრონტზე მოგიწევს ბრძოლა. ჩაგქოლავენ მამიკო ...მამაა . მეც ხო არ წამოვიდე თუ რამე მარიამ მამიდას შევაჩერებ
_ყველას გეცინებათ და არ გესმით როგორ ვარ..რა არასერიოზული ხალხი ხართ
_კარგი ნუ ნერვიულობ რა...მორჩი ამ თვითგვემას ისე გაუხარდებათ რომ ვაფშე ყველაფერი საკაიფოდ იქნება
_და იმ დაკარგულ 20 წელს რა ეშველება
_ახალგაზრდები არიან ჯერ...შენი დაბრუნება ძალას მისცემთ და შვილთაშვილის შვილსაც მოსესწრებიან. ვითომ ემიგრაციაში მყოფი დაუბრუნდი...
_დამალევინე რამე რა
_გინდა მოსაწევს მოგცემ
_ჩამოხვედი და უკვე დაითრიე ხო?
_ლეგალიზებულია ტო ...
_ოხ ვაჩეე ...ვაჩე შენ მე შემიწირავ
_მამიკოო მაა დედიკო როდის წავიდა?
_გათიშულს გეძინა და მაშინ... მე ნუ დამაბრალებ არ გამაცანიო
_კვნესის ხმა ჩემამდე არ მოსულა და საიდან უნდა მცოდნოდა რო აქ იყო. რომც მცოდნოდა ხო არ შემოგივარდებოდი განდ*ნა ბავშვივით
_გაგაცნობ ხვალ ...
_სად მიდიხარ ახლა არ მოხვედი?
_სადღაც სადაც მელოდებიან ..ჭკვიანად მოიქეცი
_ძირს დაგდებულს არაფერს შევჭამ , წყალს მოშვებულს არ დავტოვებ და არაფერს გავტეხავ გეფიცები
_არანორმალური
ვერ ისვენებდა. ყველა ცდილობდა მხიარულად ესაუბრა, მაგრამ მის გულს ვერაფერი შველოდა. როგორც არ უნდა მოქცეულიყო წინ რთული საღამო ელოდა. იმდენად ენატრებოდა ორივესთან ყოფნა რომ გაქცევა უნდოდა, სწრაფად რომ შევარდნილიყო სახლში და ეთქვა მოვედი დე და რამე მაჭამეო ანდაც ოთახში ვიქნებით მე და ბიჭებიო. აღარც ბავშვი იყო, აღარც ბიჭები ჰყავდა და ზედმეტად დიდიც კი იყო ბევრი რამის გასაკეთებლად.
საფლავებს შორის მიდიოდა და ნაცნობ ადგილს ეძებდა პირველი ზურასთან მივიდა. ძალიან ციოდა, წვიმის წვეთები ნელ_ნელა ცვიოდნენ . საფლავზე ფოთლები ეყარა
_ზურიკო ნეტა მანდ რას აკეთებთ ჰა? ისევ თამაშობ ფეხბურთს? სულ ვუარყოფდი მაგრამ ყველან ვიცოდით რომ შენ ყველაზე მაგრად თამაშობდი ... ნეტავ ფეხბურთელი იქნებოდი რომ არ ჩამეჯინე მანქანაში თუ რამე სხვას გადაწყვეტდდი. მე მგონია რომ შენ უშველიდი ქართულ ფეხბურთს და ყველაზე მეტი ფანი გეყოლებოდა , ყველა გოგო შენზე გაგიჟდებოდა და შენ არასდროს მოიშლიდი ბაბნიკობას.
შენი ძმა ვნახე , ვერ მიცნო . მგონი კარგიცაა რომ ვერ მიცნო რა უნდა მეთქვა მისთვის. რა ცუდი ყოფილა სათქმელი რომ არაფერი გაქვს , რომ გაქვს და ვერ ამბობ აზრი რომ არ აქვს ზურიკო ... წავალ ახლა და აწი სულ ვივლი... დავბრუნდი, მეც აქ ვიქნები , თქვენთან
წავიდა , მანქანაში ჩაჯდა და მეორე ადგილას გადაინაცვლა. უკვე ძალიან წვიმდა, მაგრამ დიდი ხანია რეაქცია არ ჰქონდა ამინდის ცვილებაზე. იმდენჯერ უვლია თავსხმა წვიმაში გათიშულს. როცა მოსწყდებოდა ყველაფერს და მიაბიჯებდა სრულიად სველი .
ქვაზე ჩამოჯდა და ნიკუშას ფოტოს შეხედა _ეს ფოტო სად იპოვეს შე ჩემა...უეჭველი შენი ბიძაშვილის ნაჩალიჩარია. რა სიმპათიური ხარ ტოო _გაიცინა და თითები შეახო ცივ ქვას _ ზურასთან ვიყავი უკვე...იმედია მანდ არ იჩხუბებთ. უბრალოდ ის გზად იყო . რამდენიმე დღის წინ ვფიქრობდი მართლა რომ გვეყოლოს მე და ლიზას ბიჭი ვისი სახელი უნდა დავარქვა . ნიკუშ ვბოდავ ხო? მაგარი ნაგლი ვარ არა? თქვენ მანდ ხართ მე აქ დავდივარ, ვიცინი, ვცოცხლობ ... მიყვარს, მომავალზე ვფიქრობ . ვაფშე თქვენი ბრალია რაა...რომ მესიზმრებოდით და მახსენებდით აქაურობას ჩამოვედი და აჰაა რაღა ვქნა ახლა. ან რომ ვკვდებოდი რატომ არ წამიყვანეთ. როცა სადმე გინდოდა წაგეყვანე კი ჩამავლებდი ხელს. ჩხუბის დროს რომ გვაზავებდი და მწვდებოდი კეფაში მატრიალებდი ბზრიალასავით . მაინც რა ძალა გქონდა შე ჩემა... გახსოვს თომას რო დაარტყი და ეგრევე გაითიშა? იცი ხო ის სულელი გოგო ცოლად რომ გაჰყვა . რომ ჩამოვედი ეგეც ხომ იცი , რომ მითხრა იმ სი*ზე მიყვარსო ეგეც ხო იცი ... ლაშიკო მართალი ყოფილა რომ გეუბნებოდა არ მომწონს ეგ გოგო და ტყუილად გადაეკიდე იმ ბიჭსო . რა სულელები ვიყავით არა? რაში ვკარგავდით დროს ... შენი და კარგ ბიჭს გაჰყვა ისე. დავაკვირდი , ჭკვიანი ბიჭია . შენი დისშვილი შენსავით დიდია, როგორ დაბაჯბაჯებს ხედავ მაქედან? რომ გაიზრდება უეჭველი ვნახავ და მოვუყვები როგორი იყავი ...რა დამპალი სიტყვაა ეს იყავი ... როგორ მინდა ვთქვა რომ ხარ ! ხომ ხარ არა? სულ ცემთან არ ხართ შე ჩემა? აბა დავიჯერო ღმერთს სცალია ჩემთვის და მთელი ოცი წელი ორასჯერ მიხსნა სიკვდილისგან? არ ვიცი, მაგრამ რომ მოვალ მანდ ხომ გავიგებ არა? მგონი მაგრად წვიმს უკვე ,სანამ დაღამდება მანამ უნდა ვნახო ლაშიკო ...
ბოლოს მასთანაც მივიდა. ლაშასთვის არაფერი უთქვამს მიწაზე დაჯდა და უყურებდა . სათვალეები ეკეთა, თვალები რომ დახუჭა უკეთ დაინახა მისი სახე და მინების მიღმა მწვანე თვალები. ლაშა ყველაზე სუფთა, კეთილი და წმინდა იყო ვინც კი ოდესმე უნახავს.
_მოცარტო ჩემი მარიამიც შენსავით უკრავს, მაგრამ პიანისტობა არ უნდა.. მთელი წელი წასული იყო ახლა ჩამოსულა , მაინცადამაინც ახლა და მე არ ვიცი როგორ მოვიქცე. შენ რომ იყო ხომ დამარიგებდი , ჯანდაბა ... დავდივარ გელაპარაკებით და თავს ვიმშვიდებ. ისევ საკუთარ თავზე ვზრუნავ , იმის მეშინია რომ არ მაპატიებენ. არადა არც ვარ ღირსი . მთელი 20 წელი არ მინახავს ისინი... 60 წლისაც არ არის დედა და როგორ დავაბერე. შენც ხომ გენატრება ლალი დეიდა ... მონასტერშია ხომ იცი. მასთან ვერ მივედი, ვერც მივალ . არ შემიძლია ლაშიკო ... როგორ წვიმს არა? შენ მაგრად არ მოგწონდა წვიმა , სათვალე სველდება და ვეღარ ვიხედებიო იძახდი. ვაფშე სულ გციოდა ტო... ზამთარში სახლიდან ვერ გაგაგდებდა კაცი. მაინც როგორი იყავი _სუნთქვა შეეკრა ,თავი დახარა . ცოტა ხანს ისევ ჩუმად იჯდა შემდეგ კი სახლში დაბრუნდა. ბიჭები იყვნენ , მაგრამ არ დალაპარაკებია. ზემოთ ავიდა გამოიცვალა, დუშის ქვეშ დადგა და შეეცადა ემოციები დაემალა. ისე ჩავიდა ქვემოთ თითქოს ყველაფერი რიგზე იყო
_ბიჭებს სალამი...ჩემს საგულშენატკივროდ მოხვედით? აბა უნდა წავიდეო?
_დავრჩი... ჩემი და ისე აწიოკდა აჰყვა დედაჩემიც და ცოტა ხნით დავრჩები _დაჩიმ განაცხადა და მზერა გაუსწორა_ ყველაფერი კარგად იქნება ხომ იცი...გადადება აღარ ღირს. უბრალოდ უნდა მიხვიდე და დანარჩენი ისე მოხდება როგორც უნდა მოხდეს
_ყველაფერი ეგრე არ არის? ისე ხდება როგორც უნდა მოხდეს...
_ხვალ ეს საღამოც ჩავლილი იქნება და ვინ იცის რა იქნება
_დავლიოთ რა თორემ ცრემლებს ვერ ვიკავებ ასე რომ ბაზრობთ ხომ იცით _ვაჩემ დაასხა ჭიქებში და თავისი აიღო _ჩვენ გაგვიმარჯოს რა... იმენა შენ გაგიმარჯოს მამიკო დაე ამ ქვეყანაში დაიბრუნო ის ბედნიერება რომელიც აქედან წასვლის შემდეგ დაკარგე !
არაფრის დამატება შეიძლებოდა. ბიჭებთან დარჩა ცოტა ხანს, შემდეგ დატოვა სამივე და წავიდა იქ სადაც ყველაზე ბედნიერი იყო. იქ სადაც სულ სიცილის ხმა ესმოდა, სულ სიმღერა, სიყვარული და მრავალი ფერი იყო. იქ სადაც დედა ანათებდა , მამას უყვარდა და სადაც ბავშვობა იყო.
სახლში შევიდა,საყვარელი სურნელი ტრიალებდა ირგვლივ. ასმათის სამზარეულოდან გამოსული სურნელი სახლის სუნს ერეოდა . ყველა კედელი სხვანაირი იყო. აღარაფერი იყო ისე როგორც ადრე, მაგრამ ის კედლები ახალი შპალერის მიღმა რომ იმალებოდნენ ყველა მოგონებას ინახავდა.
მისაღებიდან ხმა ისმოდა, ასმათის ხმა იყო, შემდეგ გივიც ჩაერთო საუბარში და სრულიად ახალი ხმა გაიგო. აქამდე მხოლოდ შორიდან რომ გაეგო, ჯერ კიდევ უცნობი და თან ნაცნობი მარიამ მეტრეველის ხმა .
ხმაური რომ შეწყდა და სიტყვები აღარ ესმოდა შემდეგ მიხვდა რომ იქ იყო. მათ წინ იდგა და უკვე ყველა მას აკვირდებოდა. დაბინდული მზერა მოავლო ყველას და ბოლოს მაინც ასმათთან გაჩერდა
_ცოტნე... ცოტნეა ხომ? გივი ... კაცო შეხედე ხომ ცოტნეა . არ მითხრა რომ მომელანდა , ცოტა ხანს არ მითხრა რა იქნება . ჩემი ბიჭია ... ჩემი ლურჯთვალება ბიჭია _ მის წინ მდგომს სახეზე შეახო თითები, ცრემლებმა ჯებირები გადმოლახა და სახეზე იწყეს დენა. ქალის თითები ტუჩებთან მიიტანა და ერთხელ რომ შეეხო მერე ვეღარ მოშორდა. მის წინ ჩაკეცილი იდგა და ხელებს უკოცნიდა. არაამქვეყნიურად ენატრებოდა მისი თვალები , მისი სურნელი. სხვას რომ არავის ჰქონდა ისეთი ხმა. სხვა ვერავინ რომ ვერ შეხედავდა ის მზერა .
ყბის ტკივილიც იგრძნო მოგვიანებით, გივის არეული მზერა დაინახა და მერე პატარა ბიჭივით ჩაიკარგა მის მკლავებში. მისი ცრემლების შეხება იგრძნო აქამდე რომ არავის ენახა იმ ცრემლების.
თავბრუსხვევას გრძნობდა, ყველაფერი ტრიალებდა და პატარავდენოდა ოთახში.
თითქოს ისევ სიზმარში იყო. ირაკლი და ანაც იქ იყვნენ. მარიამი ? მარიამი იჯდა და უყურებდა. მერე ყველა რომ გაჩერდა სიცილი დაიწყო . ფეხზე წამოდგა და ცოტნეს წინ აესვეტა
_სწორად გავიგე? უფროს მეტრეველს, ბატონ ცოტნეს ვხედავ ხორციელს და არა სულს? მოჩვენება არ ხარ ხომ? მე შენ გნახე შენ ჩემს კონცერტს ესწრებოდი. შენი სახე მახსოვს. მინდოდა დაგლაპარაკებოდი , მაგრამ ისე გაუჩინარდი მეგონა მომეჩვენე. ისე ჰგავდი ირაკლის და იმ ბიჭს ვის ფოტოებსაც ყველა კუთხეში ვხედავდი ,რომ არ იყო ძნელი შენი ამოცნობა
_მარიამ არ შემეძლო მაშინ
_ერთი წუთით რა მე ხომ ვლაპარაკობ ... შენ საერთოდ არაფერი უნდა თქვა ! უფლება არ გაქვს დამელაპარაკო ! შენი გათამაშებული სიკვდილის გამო მთელი ცხოვრება მუცელში ყოფნის დროსაც კი პანაშვიდზე ვიყავი იცი? ორივეს ვუყვარვარ, ჩემზე გიჟდებიან , მაგრამ არასდროს ყოფილან ბედნიერები და სულ რომ ტყავიდან ამოვმძვრალიყავით მე და ირაკლი შენ სჭირდებიდით მაინც ორივეს. საამაყო , საოცარი, ერთადერთი და განუმეორებელი ცოტნე მეტრეველი ! სავარაუდოდ თავი დაისაჯე და იმიტომ არ დაბრუნდი ხომ? ეგოისტო მაზოხისტო ... ჩვენ აქ ვიტანჯებოდით იცი? ასე ნუ მიყურებ... ამ ლურჯ წყლიან თვალებს ნუ მანათებ ...იცი ხომ? იცი მკვდარი რომ შეგიყვარე და გგონია რომ მეც მარტივად შეგირიგდები? ამ ორმა იცოდნენ ხომ ? ისე მშვიდადაა შენი ტყუპისცალი და რძალი ... რამე მძიმე მჭირდება, რაღაც მძიმე მინდა მამა რომ მეც ჩავარტყა ... მუშტი ეყოფა ვითომ ? ან რამე მაინც უნდა გავტეხო ჯანდაბაა სიგიჟეაა... მგონი ფრენამ იმოქმედა ისევ მძინავს და მეჩვენება . ჩავფრინდები და სახლში დამხვდება ჩემი ულამაზესი შავებით შემოსილი დედა და სახეგაქვავებული მამა , რომელიც გულში ჩამიკრავს თბილად გამიღიმებს და მეტყვის მარუს მომენატრეო . _თავზე ხელები შემოიწყო. ღრმად ჩაისუნთქა და ერთ ადგილზე ტრიალი დაიწყო. ცოტნემ მკლავები რომ მოხვია და ჩაეხუტა აფართხალდა
_მოდი ჩემთან... აქ მოდი და მერე თუ გინდა დამარტყი. კარგ დარტყმას გასწავლი და მერე _ თმაზე ჩამოუსვა თითები და აკოცა _ როგორ მინდოდა მოვსულიყავი და მეთქვა ეს მაგარი გოგო ჩემი და არის_თქო. როგორ მინდოდა სცენაზე ამოვვარდნილიყავი და ჩაგხუტებოდი. ჩემო პატარავ
_შენ იყავი...ყველგან შენ იყავი. გგრძნობდი ! როგორ ვერ გიტან ასე რომ მიყვარხარ _პერანგზე მოუჭირა თითები , თავი მკერდზე მიადო და ცრემლები წამოუვიდა.
ბევრი ბოდიში იყო სათქმელი, ბევრი მაპატიე, ბევრი ამბავი, ძალიან ბევრი ცრემლიც იყო. სიხარულის ცრემლები რომლებმაც მთლიანად განდევნეს სევდის ცრემლები.
ასმათის თხოვნით ირაკლი ანა და გეგაც იქ დარჩნენ. თავიანთ საძინებლებში შევიდნენ. ყველა ოთახი შეცვლილი იყო , მხოლოდ ცოტნეს საძინებელი იყო ისევ ისეთი როგორიც 16 წლის ასაკში დატოვა. მისი ტანსაცმელიც კი იყო კარადაში, ძველი წიგნები თაროებზე . საწოლი და მისი საყვარელი თბილი პლედი .
_ცოტნე ... _მარიამის ხმამ გამოაფხილა
_არ იძინებ?
_აქ ვერ დაისვენებ. წამოდი თავისუფალ საძინებელში დაწექი . მოვამზადებ მე . დედას წამალი მივეცი და ჩაეძინა
_მარიაამ
_ჰოუუ _წინ მიდიოდა. საძინებლის კარი გააღო და პირველი შევიდა_უი მზად ჰქონია ...
_დარჩები ჩემთან? ლაპარაკი მინდა
_ისედაც ყველაფერი იცი ჩემზე და იმდენი გკითხეს დღეს კიდევ გაქვს ლაპარაკის სურვილი? თუ გინდა დანაკლისი აინაზღაურო და ძილის წინ თმაზე მომეფერო
_როგორი გოგო ხარ
_გამოვიცვლი და მოვალ. ხერხემალი მტკივა უკვე _სწრაფად გაიქცა და მალევე დაბრუნდა.
_მარჯვნივ მე ვწვები და კითხვებს მე ვსვავ
_წეხან რომ გეკითხა ჩემზე დარდობდი
_კითხვები მე მაქვს და არა შენ
_მეც მაქვს
_მაგალითად?
_პიცა უფრო გიყვარს თუ ხაჭაპური
_ღმერთო ჩემო როგორი ჩამჭრელი შეკითხვაა...არჩევა გამიძნელდება. ვინმე გყავს?
_ვინ ვინმე
_ქალი ან კაცი ...
_რა კაცი გოგო
_მაშინ ქალი
_გაგაცნობ ხვალ
_აქ არის?
_არც წასულა სადმე ... ქართველია
_როდის მოასწარი
_გრძელი ამბავია
_ასე რატომ მიყურებ
_რაც უფრო იზრდები მით უფრო ემსგავსები დედას...
_მე ვერ ვამჩნევ...თანაც ლურჯთვალება პრინცი მხოლოდ შენ ხარ . მე თაფლისფერები მაქვს , არაფრით გამორჩეული _ თვალები აატრიალა და ტუჩები დაბრიცა _შენს ადგილას ნეტავ როგორ მოვიქცეოდი , ალბათ გავგიჟდებოდი . საკუთარ თავს ყოველთვის ზედმეტს სთხოვო ირაკლი მეუბნება ხოლმე და იმასაც ამატებს ცოტნეს გავხარო
_საერთოდ არ მგავხარ...მე შენსავით თავნება არ ვიყავი
_უკაცრავად ?
_შუა ქუჩაში იმ იდიოტ ბიჭს როგორ აკოცე !
_კოცნა უბრალო სიტყვაა და ჩემს ხელოვნების ნაყოფს შეურაცხყოფს ეს მეტად აღმატებული ამბორი იყო _ბოლოს გაიცინა _შენ იქ იყავი?
_არა თორემ ნამდვილად მოგკლავდი
_რატომ?
_მარიამ !
_კარგი ნუ ვიკამათებთ დღეს მეტს. ხვალ იყოს ან ზეგ ... _ჩაეხუტა და თვალები დახუჭა _შენი არ ვიცი და მე მეძინება, მჭირდება ძილი თორემ თავი გამისკდება
_დაიძინე _ შუბლზე აკოცა და საბანი გაუსწორა
_მთელი ღამე ჭოტივით ნუ იქნები დაიძინე შენც _ჩუმად უთხრა და მერე ნელ_ნელა გაითიშა.
ნახევრად ეძინა, თვალები დახუჭული ჰქონდა , მაგრამ ფხიზელ ძილს იყო შეჩვეული და სახლში თითოეული მოძრაობა ესმოდა. ნაბიჯების ხმა რომ გაიგო მიხვდა ვინც იქნებოდა. მალევე შევიდა ოთახში ქალი , მისი სურნელოთ გაივსო ოთახი. სახეზე თბილი თითები შეეხო
_აქ ხარ...ჩემო ლურჯთვალებავ _ თმაზე გადავიდა და მერე შუბლზე აკოცა _ ჩემო ბედნიერებავ .
მარიამსაც მოეფერა , საბანი გაუსწორა და ჩუმად გავიდა.
დილას სიმძიმე იგრძნო და სიცილი ძლივს შეოკავა მარიამის ფეხები თავთან რომ დაინახა. ქალბატონის არეული თავი საწოლის ბოლოსკენ ჩანდა. მუცელზე იწვა, ბალიში მკლავებში ჰქონდა მოქცეული , დაბუშტული ტუჩები ერთმანეთისთვის დაეშორებინა ფეხები კი ცოტნეს მუცელზე და მკერდზე ეწყო
_არანორმალური _ფრთხილად წამოდგა საწოლიდან და ოთახიდან გავიდა.
მშობლიურ სახლში არ იცოდა სად ვისი საძინებელი იყო და ლამის შეუვარდა ანას და ირაკლის ოთახში. ორივეს გათიშულს ეძინა, მაგრამ მაინც. პირველ სართულზე ჩავიდა და თან ვაჩეს დაურეკა
_ჰოუუ
_ადექი და მოდი...ბიჭებსაც უთხარი თუ სცალიათ
_დაჩი გზაშია უკვე სადღაც მიდის. რატი თავის ქარბორბალას შეურიგდა და მე გამოვიდე?
_გელოდები მიდი ... ხო და რო მოხვალ მამა _თქმა არ დასცალდა გათიშული ჰქონდა უკვე ბატონს
_დილამშვიდობისა დე _ლოყაზე აკოცა ქალს და ზურგიდან ჩაეხუტა _მომენატრა შენი მომზადებული საუზმე
_ალადიკებს დაგიცხობ დე _ მოეფერა და ისევ ტაფას მიუბრუნდა
_ჩემი მეგობარი მოვა და ერთი თეფში დაამატე ხო?
_ვინ მეგობარი ? გოგოა?
_არა ამჯერად ბიჭია ... ნუ ჩქარობ დედიკო მოვლენებს ნუ გაუსწრებ
_ანუ გოგოც მოვა?
_დაგეწვებაა ტაფაა _ გაიცინა და ეოსი გავიდა. ლიზას ურეკავდა, იცოდა სამსახურში იქნებოდა , მაგრამ მაინც სცადა.
_დილამშვიდობისა
_ხო არ მოგაცდინე
_არა მცალია ახლა...როგორ გრძნობ თავს? ხომ მშვიდად დაიწყო დილა მშობლიურ სახლში
_შენ აკლიხარ მხოლოდ ამ სახლს...საღამოს შეძლებთ მოსვლას შენ და ელენა?
_ცოტნე იქნებ ჯერ შენს გაცოცხლებას შეეჩვიონ დავლაგდეთ და
_ხომ არ გეშინია ლიზიკო
_ცოტნე სერიოზულად
_უბრალოდ ვახშამზე გპატიჟებ ... მარტო მოგვიანებით დავრჩებით .იქ სადაც მხოლოდ მე და შენ ვიქნებით...
_ჩქარობ თან ძალიან...მიეჩვიე ნორმალურად ცხოვრებას არსად გეჩქარება
_მეჩქარება ელიზაბეტ, შენგან შორს არ მინდა ვიყო !
_მოგვიანებით ვისაუბროდ როდესაც შევხვდებით...დაგირეკავ რომ მეცლება
_მოიცა სამაგიეროს მიხდი?
_იცი მე ქირურგი ვარ და ოპერაციის დროს მობილურით ვერ ვისაუბრებ
_ღმერთო ჩემო ანუ მეორე ადგილას ვარ?
_მინდა მანდ ვიყო .. ვხედავდე შენს ღიმილს და ანთებულ თვალებს სევდის გარეშე
_ვიდეო ზარი მოიგონეს იცი?
_ნწ არ მინდა, უარესად გავხდები რომ დაგინახავ და ვერ შეგეხები
_ნუთუ
_შენ...მე მალაპარაკებს და ერთობა...კმაყოფილია ბატონი . ვთიშავ !
_გკოცნი
_ნუ მკოცნი ...გიკრძალავ!
_ექიმო
_შევიშალე ხო?
_იცი მე მესმის შენი ექიმო.

🤎დაკარგული დრო🤎Where stories live. Discover now