🤎4🤎

513 22 0
                                    

ელენა ბექასთან და თეასთან ერთად დასასვენებლად გაუშვა და დარჩა სახლში სრულიად მარტო. სამსახურიდან გამოსვლა აღარ უნდოდა ხოლმე , ზოგჯერ სახლში საერთოდ არ მისულა და მშობლებთან რჩებოდა. იქ ყოფნა გეგას გახსენებას ნიშნავდა .ავტომატურად ბავშვობას უბრუნდებოდა, ცუდი მეხსიერება ჰქონდა ამ მხრივ. ძალიან ბევრი რამ არ ახსოვდა, მოზრდილობის ასაკიდანაც კი მხოლოდ ის მომენტები ჰქონდა გონებაში ჩაბეჭდილი რომელსაც ხშირად იხსენებდნენ ან რომელმაც ძალიან იმოქმედა.
თითქმის ერთი კვირა ისე გავიდა რომ ცოტნე არ გამოჩენილა. იმ ინციდენტის შემდეგ არც დაურეკავს. თითქოს გაუჩინარდა და თან გაიყოლა ლიზას ფიქრებიც.
აივანზე იჯდა და ეწეოდა მობილურზე მისი ნომერი რომ გამოჩნდა. არ უნდოდა ეპასუხა, მერე წინა კორპუსს გახედა და ფეხზე წამოდგა. რამდენიმე ზარის შემდეგ კარზე კაკუნის ხმა გაისმა. სიბნელეში იჯდა და ზუსტად იცოდა ვერავინ დაინახავდა. კარისკენ წავიდა და სანამ გაიხედავდა მანამ გაიგო ცოტნეს ხმა
_ექიმო გამიღე _საკეტი ინსტიქტურად გადაატრიალა და ისიც მალევე აღმოცნდა სახლში. შესვლისთანავე აკოცა და მთლიანად დაფარა მისი სხეული. ქალმა შუქი აანთო და სახლი გაანათა
_მომნატრებიხარ
_მეუბნებოდი შენ გაგიჟდები მონატრებისგანო
_დიდხანს არ დააგვიანდება მაგ გაგიჟებას... _ლოყაზე მოეფერა და შუბლზე აკოცა ამჯერად
_ამდენ ხანს სად იყავი
_არ შემეძლო დაკავშირება
_სისხლი გდის იცი? _გვიან დააკვირდა ხელზე კაცს აშკარად არ ჰქონდა ეს შემჩნეული, ზედმეტად აღელვებული ჩანდა, თითქოს დიდ დისტანციაზე ირბინა
_დაიკიდე...როდის მიეჩვევი პირველივე ზარზე პასუხს...ექიმი მაინც არ იყო . აივნის კარი მიხურა, ფარდები ჩამოაფარა და ლიზას მზერა მიაპყრო . ქალი პერანგის ამარა იდგა და საერთოდ არ ფიქრობდა საკუთარ ჩაცმულობაზე _ასეთ ფორმაში ყოფნა დანაშაულია
_მსუბუქ დანაშაულს ყველა ჩაიდენს...აქ რა გინდა რატომ ზვერავ მიდამოს ჩემი ფანჯრებიდან
_შენ არაფერი გამოგრჩება მოკლედ...დეტექტივობაზე არ გიფიქრია?
_ამიტომ ვმუშაობდი პათანატომად... ექსპერტ კრიმინალისტი ვიქნები ბოლოს
_რამდენჯერ გაასაღე მკვდრად ცოცხალი ადამიანი თუ ირაკლი იყო პირველი და უკანასკნელი
_შენ საიდან იცი _წამსვე მისკენ შებრუნდა _მიპასუხე
_აღარ მახსოვს ... ინფორმაციის წყაროს არ ვიმახსოვრებ ხოლმე _მოახლოებულ ქალს ხელი წელზე შეუცურა და ყელში აკოცა _ არადა უბრალოდ შენთან საუბარი მინდოდა
_ირაკლის იცნობ? _ყბაზე მოუჭირა თითები და კედელზე ააკრა_მითხარი _ ტუჩის კუთხეში აკოცა და თითები მაისურის ქვეშ შეუცურა
_დიდი გაიძვერა ვინმე ხარ ექიმო _ გაიცინა და მხარზე აკოცა, მერე მკერდისკენ გადაინაცვლა _ერთი, ორი , სამი ... კიდევ სად გაქვთ ხალი ექიმო ?
_შენთვის არსად..._მოშორდა და საძინებელში შევიდა. ხალათი ჩაიცვა და უკან დაბრუნდა _რა მითხარი რისთვის მოვედიო?
_ამდენი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი და არ უნდა მოვსულიყავი?
_არადა მეგონა გუშინ შევხვდით...რა მალე გადის დრო
_არადა ჩემ ზარს ელოდი... დასალევი არაფერი გაქვს? _კარადები გამოაღო და ლიქიორი იპოვნა _ამაზე ძლიერი
_იცი სტუმრობის საათები დიდი ხნის წინ ამოიწურა, მაგარი სასმელები კლუბებში აქვთ და შეგიძლია წახვიდე
_ამ ღამით აქ ვრჩები ...
_უკაცრავად მომესმა? სახლში შემოჭრაზე გადახვედი უკვე? ისე თამამად შემიძლია გიჩივლო დამდევ
_ირაკლის უთხარი და მერე მიპოვნოს თუ მაგარია
_ირაკლის ძალიან რომ ჰგავხარ დამთხვევაა?
_არ მითხრა ისიც მომეწონა ნახევრად შიშველი რომ გაცოცხლდა მორგშიო
_სიგარეტი აივანზე მოწიე და საერთოდაც რას ბოდავ
_მოგიყვა ირაკლიმ გეგაზე? თუ უბრალოდ დავარქვი ჩემს ბიჭს მისი სახელიო _დივანზე იჯდა წითელ ღვინოს სვამდა და ეწეოდა
_შენ ... რა გინდა მითხრა რომ გეგას იცნობდი ? _დივანზე ჩამოჯდა და სუნთქვაშეკრული უყურებდა _მიპასუხე _მოთმინების ძაფი გაუწყდა ღვინის ჭიქა გამოართვა და დაუყვირა _მართლა მიცნობდი ბავშვობაში? ირაკლის და გეგასაც იცნობდი? ვინ ხარ ... ვინ ჯანდაბა ხარ _ხელები აუკანკალდა ჩაწითლებული მზერა რომ მიაპყრო კაცმა. ღვინის ჭიქა ბოლომდე დაცალა და კიდევ დაისხა _არ მეტყვი ხომ?
_მოითმინე, დრო მომეცი და მოგოყვები
_რა გინდა აქ... რატომ ჩამოაფარე ფარდები და დამაჯინე სიბნელეში. ფანჯრებს რატომ მომაშორე . რატომ მოხვედი ასე აღელვებული ვინმე ჩემ მოკვლას აპირებს?
_ნუ გეშინია ... _ მისკენ მიიწია და ხელის შეხება სცადა მაგრამ ლიზამ არ მიუშვა
_არ შემეხო ... იცი გეგა როგორ მოკვდა? იცი რა დაემართა? მითხარი უბრალოდ მითხარი რომ არაფერ შუაში ხარ , მითხარი რომ მისი მეგობარი იყავი და არა მტერი ... მითხარი , მითხარი თორემ გავგიჟდები __საყელოში წვდა და ანჯღრევდა . თვალები დაუწითლდა არ ტიროდა , მაგრამ ემოციები ახრჩობდა
_ჩშშ... დამშვიდდი _ მისი ხელები ტუჩებთან მიიტანა და აკოცა_ მეგობარი ვიყავი, მიყვარდა და უზომოდ ვაფასებდი _ ლოყაზე აკოცა, ჩაეხუტა და მთელი სახე დაუკოცნა _ ყველაფერი კარგადაა... არაფერი მოხდება, შენ საფრთხე არ გემუქრება . მე უბრალოდ მოვედი , შენი ნახვა მომინდა _ ყელში აკოცა ისევ და თმებში შეუცურა თითები _ იმდენად მომინდა რომ შემეშინდა , შემეშინდა ვერ გნახავდი და გული გამისკდებოდა _ მის ტუჩებამდე კოცნით გაიკვლია გზა, ნაზად ეხებოდა კანზე , არსად ჩქარობდა . მკლავებზე ეფერებოდა, მის თითოეულ ამოსუნთქვას გრძნობდა _ტვინს მიფეთქებ, გრძნობებსაც მირევ... თავს მაკარგვინებ. მაშინებ, მაშინებ და მოგკლავ თუ სიმართლე მატკენს _ თითები წვერიან ლოყაზე შეახო მერე მის სევდიან თვალებს უმზერდა . ჭაღარა მის თმაში ახლაღა შეამჩნია , მომაკვდინებლად სექსუალური იყო . გული აუჩქარდა ნაზად შეეხო მის ქვედა ტუჩს . შემდეგ ზედაზე გადავიდა , მთელი სხეული დაეჭიმა სურვილისგან . კაცი კი არ ტოკდებოდა თითქოს მისი შეხებით ტკბებოდა _მითხარი ... მითხარი რომ შენი სიმართლე ჩვენ შორის უფსკრულს არ გააჩენს ...მითხარი რომ უფსკრულისთვის არ გამიმეტებ _ყვრიმალზე აკოცა, თვალებდახუჭულ კაცს თავისი მხურვალე ბაგეებითა და ვნებიანი ხმით გონებას ურევდა . მთლიანად მართავდა იმ წამს
_უფსკრულში დიდი ხნის წინ გადავიჩეხე ... მთელი ეს დრო იქ კომფორტულად მოწყობას ვცდილობდი _ თვალები გაახილა და დანისლული ლურჯი სფეროები გაუსწორა _ მერე მივხვდი რომ უფსკრულის თავზე ის ცხოვრება გრძელდებოდა მე რომ ასე ძალიან მიყვარდა , იქ შენ ანათებდი , ანათებდი და მიზიდავდი ... მე ახლაც ამოსვლას ვცდილობ. ძალიან ახლოს ვარ , სულ ცოტა დრო მჭირდება და მერე სამუდამოდ დავხურავ იმ უფსკრულს ღმერთმა ჩემს გამოსაცდელად რომ გააჩინა
_მე აქ ვიქნები ... არსად წავალ და თუ შენ მოხვალ , მოხვალ და სრულიად შემშლი მერე
_მერე აღარასდროს წავალ _ ამჯერად ვნებიანად აკოცა. მუხლებზე დაისვა ვნებააყოლილი ქალი. სიბნელეში მათი სხეულები ანათებდნენ. სიშიშვლე ეპარებოდა ქალის სხეულს. სიჩუმეში პირველი კვნესა გაჟღერდა და კიდევ უფრო ძლიერ აენთო ვნების კოცონი .
მხრებს უკოცნიდა თითებით ზურგზე ეფერებოდა, საჯდომს წვდებოდა და ქალის მკერდს გახურებული ტუჩებით წვავდა
მერე ...მერე ტელეფონის ხმა გაისმა და უპასუხა. არაფერი უთქვამს უბრალოდ უსმენდა ბოლოს გათიშა ლიზას აკოცა და დივანზე დააბრუნა_ გავაგრძელებთ... აუცილებლად გავაგრძელებთ.
_წახვალ და მომდევნო შეხვედრისას ეს ღამე საერთოდ არ მემახსოვრება
_დიდი სიამოვნებით გაგახსენებ ...
წავიდა
აი ასე ადგა და წავიდა.
ლიზამ რა იცოდა სად მიდიოდა ,თორემ არაფერს იტყოდა მაგრამ ისე გაცოფდა დანა რომ ჰქონოდა კარისკენ მიმავალს ესროდა და პირდაპირ ზურგში გაარტყავდა .
სუნთქვააჩქარებულმა ძლივს დაიმორჩილა ათრთოლებული სხეული. სააბაზანომდე ლასლასით მივიდა. ცხელი დუშის ქვეშ ეცადა თავის დამშვიდებას და ბოლოს სრულიად ძალაგამოცლილი გადაეშვა სიზმრების მორევში იქ სადაც ისევ ცოტნეს ლურჯ თვალებს გადაეყრებოდა.
*^*^*^
მისი შვებულების დრო მოვიდა. ისე გავიდა ორი კვირა თითქოს ერთი წამი იყო. ცოტნე ისევ დაიკარგა, როგორც მანამდე ახლაც გაუჩინარდა . გადაწყვიტა რომ დბრუნების შემდეგ სამაგიეროს გადაუხდიდა , მაგრამ მალევე დაივიწყდა ყველაფერი. ბარგი ჩაალაგა და ელენესთან ერთად წავიდა დასასვენებლად.
ზღვა ორივეს ძალიან უყვარდა. ელენას დაქალებიც იქ იყვნენ და მოწყენილობა არ ემუქრებოდათ. სანამ მზის სხივებს სხეულზე თარეშის უფლებას აძლევდა გოგონები ცურვით ირთობდნენ თავს.
ქრისტინე ძმასთან და მის ორ მეგობართან ერთად იყო. კატოს დედა და დეიდაშვილი ახლდნენ. ელიზაბეტი ყველას იცნობდა და არ გასჭირვებია ურთიერთობა თუმცა ერთად ნაკლებად ატარებდნენ დროს.
_ლიზა დეიდააა ნუთუ ეს შენ ხარ _გიგას ხმა რომ გაიგო თვალები გაახილა და თავზე მდგომ ბიჭს გაუღიმა
_ლიზა დეიდა იქნება რომ აგიწევს მაგ ყურებს ... სად ხარ ორი სღეა ჩამოვედი და ვერ გნახე
_რავი მე და ბიჭები ქალაქიდან გავედით და ჩავრჩით იქ... როგორ ისვენებთ. ხო არ გაბრაზებდათ ქრისტინე _ქალი გადაკოცნა და იქვე ჩამოჯდა
_შესანიშნავად იქცევიან... ამ საღამოს ციცინათელაში მიმყავს . აიჩემეს პატარა ბავშვებივით
_ჩვენც წამოვალთ... ბიჭებს ვეტყვი
_გიგუნაა მოხვედიი ? _ქრისტინე ჩაეხუტა და ლოყები დაუკოცნა
_შენი მუშკეტერები სად დაკარგე
_ნომერში არიან ...ისვენებენ. როგორ ხართ გოგონებო? _კატოს და ელენას გაუღიმა
_ვაა გიგუშ დაბრუნდით? გვეგონა ისე დაბოლდით რო ჩარჩით
_კატუშ ასე მოგენატრეეთ?
_აუუ კიი ... ისე მოგვენატრა არავინ რო არ გვეუბნება როგორ დადიხართ ყველა თქვენ გიყურებთო რო აიი რა ვიცი
_თქვენ ვინღა შემოგხესავთ როცა ლიზიკო დეიდაა აქ
_დეიდას ნუ ეძახი და ნუ მიბერებ დედას რაა ... იქნებ ვინმე სიმპათიური კაცი გაიჩითოს შენ კიდე დეიდაო ეს წვეროსანი კაცი
_ელენე მორჩი ხუმრობას ... ცოტას გავცურავ მე . ჯერ ხო არ მიდიხართ
_არაა....მიდი და რო ამოხვალ წავიდეთ თორე უსაშინლესად მშია დე
_ხო ხო ახლა ბევრი წამეთ და ჩაფუმფულებულებმა იტანტალეთ მერე
_გიგუშას იუმორი ეძალებააოო
ბავშვების ხმა შორიდან ესმოდა. გრილი წყლის შეხება საშინლად ესიამოვნა. ჰორიზონტს უყურებდა და სილურჯეში იკარგებოდა. მიხვდა რომ ენატრებიდა, თავს ატყუებდა , მაგრამ გრძნობებს მაინც ვერაფერს უხერხებდა .
საღამოს ყველანი სასეირნოდ წავიდნენ. ათას ფოტოს იღებდნენ და ააჭრელეს სოციალური ქსელები. შემთხვევით კლასელებს გადაეყარნენ ორ ბიჭს და ბოლოს ყველა ერთად რესტორანში ისხდნენ . კატოს დედას და დეიდას დაეზარათ იქ დარჩენა და მალე დაბრუნდნენ სასტუმროში. ლიზა კი მათთან ერთად იყო, ცპტა დალია კიდეც. იცეკვა კიდეც , მაგრამ რაღაც საოცარი ზღვარი ჰქონდა. ერთობოდა, სიამოვნებას იღებდა მაგრამ ზედმეტი არაფერი უყვატდა. ელენაც ძალიან ჰგავდა ამ თვისებით.
გვიან დაბრუნდნე სასტუმროში. ყველას მალევე დაეძინა, ეზოდან ისევ ისმოდა სიცილის ხმა. ვინ იცის ღამის ქალაქში როგორ ატარებდნე დროს.
აივანზე დაჯდა და თვალები დახუჭა. შორიდან ზღვის ხმა ესმოდა . ცოტნემ დაურეკა უხმოდ უპასუხა და დაელოდა მის ხმას
_ბოლოს ზღვაზე რომ გნახე გეგას მხრებზე იჯექი, ზოლებიანი საცურაო კოსტიუმი გეცვა , ბარძაყებზე ნაკეცები გქონდა ხმამაღლა კისკისებდი და უფროს ძმას სახეზე ხელებს უტყაპუნებდი. ბოლოს ორივე ზღვაში ჩავარდით გეგა ხელს არ გიშვებდა შენ კი იძახდი გამიშვი ცურვა მეც ვიციო. მეტი აღარ მახსოვს , მეზზიღება მომენტი როცა ვხვდები რომ ბევრი მოგონება სამუდამოდ გაქრა _ არასდროს იყო მათი დიალოგი ჩვეულებრივი , მაგრამ ახლა ამას ნამდვილად არ ელოდა. არ ახსოვდა გეგასთან ერთად გატარებული ეს დრო, მხოლოდ ფოტოები ჰქონდა ნანახი და იცოდა რომ გეგა ცურვას ასწავლიდა და წყალს აჩვევდა. პატარა ქალბატონს თურმე ძალიან ეშინოდა ტალღების და ბოლოს გეგას დამსახურებით შეიყვარა ზღვა._ელიზაბეტ _დიდხანს რომ ვერ გაიგო მისი ხმა ისევ თავად განაგრძო
_ჩემი მშობლები გიცნობენ ?
_ალბათ ვერ გამიხსენებენ ... გეგას ბევრი მეგობარი ჰყავდა უფროსებიც და პატარებიც... გეგა ყველას უყვარდა იცი?
_რატომ ვერ მოახდინა მისმა ხასიათმა შენზე გავლენა... გეგა არ იყო შენნაირი
_გეგამ ძალიან ბევრი რამ მასწავლა . ბევრი რამ რითაც ვამაყობ , მაგრამ მისი მსგავსი არავინ იყო და მისი ანალოგის ძიება არ ღირს
_აქ ხარ?
_არა
_საიდან გაიგე სად ვარ
_გავიგე
_შენ სად ხარ
_სხვაგან
_ასე უნდა გამოჩნდე და გაქრე?
_შენზე ვზრუნავ...დიდი დოზით რომ ვერ გამიძლო მეშინია
_თუ საკუთარ თავს უფრთხილდები ... წლებს ვერ შეაჩერებ მითუმეტეს უფროსი ხარ
_ასეთი მშვიდი ხმით რომ მიშლი ნერვებს მაგრად ერთობი?
_შესანიშნავად ვერთობოდი შენთან საუბრის გარეშეც
_გინდა ვიეჭვიანო და ჩამოვიდე?
_ყველანაირ ინტერესს დაკარგავ ასეთი საცოდავი თუ იქნები
_რომ ვიცოდე ჩემ გარდა სხვაზე იფიქრებ საერთოდ მოგშორდებოდი. სისულელეა ვინმეს სიყვარული დააძალო
_მგონი მეძინება
_ნასვამი რომ ხარ ალბათ მაგიტიმ
_შუაღამე რომაა იმიტომ ხომ არა
_ექიმო ამ დროს ოპერაცია გაგიკეთებიათ
_მაინც მეძინება
_დაიძინე სიზმარში მაინც მოვალ
_დამღალე უკვე ... ერთხელ არ მოხვიდე დავისვენებ
_მერე უფრო მოგენატრები
_შენ არ გესიზმრები?
_მეჩვენები კიდეც, თვალებს დავხუჭავ და აქ ხარ
_გაბრაზებული ვარ შენზე და იცოდე
_ხოო?
_დიახ!
გაუთიშა და ტელეფონი გადადო. ელენას აკოცა , საბანი გაუსწორა და თავის საწოლში დაწვა.
მალევე დაეძინა , სასმელმა, ძილის წინ საუბარმა და ყველაფერმა ერთად იმოქმედა.
თითქოს გრაფიკი ჰქონდა როდის დაურეკავდა, როდის ნახავდა და მერე როდის გაქრებოდა.
ისევ ისე გაუჩინარდა. ლიზასთვის უკვე ჩვეულებრივი ამბავი იყო ეს ყველაფერი. დასვენების დრო კარგად გამოიყენა ელენაც კმაყოფილი დარჩა და სასწავლო წელს ამაღლებული განწყობით შეხვდა.










🤎დაკარგული დრო🤎Where stories live. Discover now