🤎8🤎

622 27 0
                                    

_ლიზა ... ლიზა შემომხედე _ მიუახლოვდა, მისი სახე ხელებში მოიქცია. ქალმა ხელი ჰკრა და მერე სილა გააწნა
_როგორ არ მითხარი ... აქამდე როგორ არ მითხარი . რა სულელი ვარ გვარი ... შენი გვარიც კი არ გამირკვევია. ღმერთო რა იდიოტი ვარ
_ლიზა ... ვერ გავიგე
_გავიგონე ... მეტრეველოო რომ გითხრა და ახლა არ მითხრა რომ ირაკლის გარდაცვლილი ბიძაშვილი არ ხარ...არ მითხრა რომ ის ხალხი შენ არ გგლოვობენ თორემ გავგიჟდები
_მე ვარ ... მე ვარ ცოტნე მეტრეველი . ჩემ გამო იტანჯება ყველა უკვე ოცი წელია... არც კი ვიცი ეს 20 წელი როგორ გავიდა და ახლა რა ჯანდაბად დავბრუნდი. რატომ არ დავიმარხე იქ სადაც ვიყავი , მაგრამ ვეღარ ავიტანე სიბნელეში ყოფნა
_ოცი წელია ყველას მკვდარი ჰგონიხარ...სადღაც ხევში დაფერფლილი შენ კი საღ_სალამათი ხარ და მათთან არ მიდიხარ
_ვერ მივალ, კიდევ დიდხანს ვერ მივალ. მანამ ვერ მივალ სანამ ყველაფერი არ მოგვარდება
_რა უნდა მოაგვარო ასეთი დედაშენის განათებულ თვალებს რომ გერჩიოს ... იცი როგორი სევდიანია? იცო როგორი სხვანაირია? ღმერთო როგორი შენნაირია და მაინც როგორი სევდისფერო იყო . ტკივილისფერი...ერთადერთი შვილის დაკარგვით დამძიმებული, დასახიჩრებული. რამდენჯერ ნახე ასმათი... რამდენჯერ შეხედე და როგორ გაუძელი , მითხარი როგორ
_ყოველდღე მივდივარ როცა იქ ვარ... მივდივარ ვჯდები და ვუყურებ . ყოველ ჯერზე შევდივარ ეზოში და ვერ მცნობს, მერე დედას ვეძახი ხან ტირილს იწყებს ხან უგონოდ ეცემა, ხან მაგრად მირტყავს, ხან კიდევ გული უსკდება. იცი რამდენჯერ წარმომიდგენია რომ ვბრუნდები? რომ ბოდიშს ვუხდი და პატარა ბავშვივით ვეხვევი? ისე მენატრება მისი სურნელი, მისი ღიმილი ყველაფერი მენატრება , სულ ყველაფერი. იცი როგორი იყო მე რომ მოვკვდი? იცი რა ლამაზი იყო? მამა? მამა როგორი მხიარული იყო ჩემ სახლში არასდროს იყო მოწყენილობა სულ ერთმანეთს უღიმოდნენ ახლა დედას თმა სულ ჭაღარაა... მამას სახე წაშლილი აქვს. ყველაფერი სხვანაირია _ კედელს ხელი მიადო თავი რომ შეეკავებინა. ლიზა ტიროდა, მერე მაგრად ჩაეხუტა . ისე მოუჭირა მკლავები რომ თავადაც ეტკინა ძვლები . თავზე გადაუსვა თითები , ცოტნემ მის ყელში ჩამალა სახე და ერთიანად მოდუნდა. ისე ამოისუნთქა თითქოს მთელი წარსული თან გააყოლა...
_ბოლო ორი წელი რუსეთში ვიყავი. სკოლა რომ დავასრულე გივიმ იქ გამიშვა ... მე და ბიჭები . ჩემი სამი ბავშვობის მეგობარი, ჩემი სამი ნაწილი. გივის ფული სულ ჰქონდა და იმათი მშობლები ჩვეულებრივი ხალხი იყვნენ. მაშინ აქ არეულობა იყო და მე აზრზე არ ვიყავი. ჩვენ ჩვენ სტიქიაში ვერთობოდით. გეგა იყო ერთხელ ჩამოსული , ორი დღე გვიყურებდა და ბოლოს გვითხრა ეს ქვეყანა სულს წაგართმევთ დროულად დაბრუნდით სამშობლოშიო. არ დავუჯერე , იქ დავრჩით ისევ. მერე გავიგე რომ ირაკლი არ იყო ბიძაშვილი ... ირაკლი არ იყო ბიცოლას გაჩენილი და ჩემი ტყუპი იყო. ტყუპი რომელიც დედამ უშვილო რძალს მისცა. გავგიჟდი...მთვრალი ვიყავი , დილაადრიან ჩავჯექი მანქანაში და ბიჭებთან ერთად აეროპორტისკენ წავედი. გიჟივით ვიყავი, არავის ვუსმენდი. წვიმდა, იმ დაწყევლილ ქალაქში სულ ყინავდა და წვიმდა ... სული დავკარგე იმ დღეს. იმ უფსკრულში დავტოვე ჩემი ბიჭები რომ მოვკალი , ჩემი ბიჭები რომ ამოვჟლიტე იმ დაწყევლილ ადგილას დავტოვე _ ხმა ჩაუწყდა, საერთოდ დაეკარგა . დაწითლებული თვალებიდან ცრემლები სცვიოდა, გაქვავებულ სახეზე მიიკვლევდნენ გზას და ყელზე გამობერილ ძარღვებსშორის იკარგებოდნენ. იატაკს დაუშინა მუშტები . ლიზას თავი მკერდზე მიაბჯინა და წამით გაჩუმდა
_მოვკალი გესმის? მე , სულელმა სამივე მოვკალი მარტო სამი კი არა იმათი მშობლებიც, დები და ძმა მოვკალი
_ცოტნე 18 წლის იყავი, გაიგე რომ შენი ტყუპისცალი ირაკლი იყო ... შენ
_არ მითხრა რომ არაფერ შუაში ვარ... არ მითხრა რომ ღმერთმა ასე გადაწყვიტა , ბედისწერა იყო და ათასი სისულელე კიდევ მილიონჯერ მომისმენია მსგავსი რამ. ახლა არ ვიცი მაშინ რა უნდა მექნა... არა ჩემი ტვინი იაზრებს რომ უნდა დავბრუნებულიყავი, მაგრამ მაინც ახლაც არ შემიძლია მშვიდად ყოფნა , ახლაც მიჭერს სინდისი თავის მარწუხებს შენთან ყოფნის დროს რომ მოვდუნდები და ვივიწყებ ყველაფერს. მთელ დაწყევლილ ოც წელს ვაქრობ შენთან რომ ვარ ის ვხდები ვინც დამავიწყდა , საერთოდ დამავიწყდა რომ არსებობდა ღიმილიანი, ბედნიერი, ცოტა რომანტიკოსი ცოტნე
_შენ უკვე გაიარე ეს ოცი წელი... რამდენ ხანსაც არ უნდა გავარჩიოთ შენი გადაწყვეტილება ვეღარაფერს შევცვლით. უკან დაბრუნებაც რომ შეგეძლოს სულ რომ სახლში გამოიკეტო იმ დღეს შესაძლოა ისინი ისევ წავიდნენ იმ ქვეყნად და შენ დარჩე. როგორ არ უნდა დაგენახა ღმერთის წვლილი ამ ამბავში. მომიყევი , გაიხსენე გამოფხილების შემდეგ რა გადაგხდა _თითქოს თავი ხელში აიყვანა. ცრემლები შეიმშრალა და ცოტნეს ზურგს უკან დაჯდა მაისური მოაშორა და ნაიარევზე თითები შეახო _ იცი ეს რატომ გაქვს?
_რომ გამახსენდეს ყველაფერი ... რომ არასდროს დამავიწყდეს რა ჩავიდინე
_რომ გაგახსენდეს რა გამოიარე, რომ გაიხსენო შენი სიცოცხლე რამდენად მტკივნეული იყო, რამდენად ძნელი იყო შენი გადარჩენა და როგორ ცდილობდა ღმერთი ...
_იქვე ტბა იყო ... მეთევზეები იყვნენ . ხმაური რომ გაიგეს იქეთ გამოიქცნენ. მე გარეთ ვიყავი დავარდნილი . მითხრეს ისინი უკვე გარდაცვლილები იყვნენო . მანქანა აფეთქებულა. მე გარეთ დავვარდი და მხოლოდ იმიტომ მიპოვნეს. ყინულმა ტვინს სიკვდილის საშუალება არ მისცა. იქაურმა ექიმებმა ოპერაცია გამიკეთეს ... რომ გავიღვიძე 32 დღე იყო გასული. არაფერი მახსოვდა ცოტა ხანს , ვერ ვფხიზლდებოდი წამლების გამო , მოძრაობაც ფაქტობრივად არ შემეძლო. ჩემი ნაცნობი აღმოჩნდა კლინიკაში , ნაცნობი რომელსაც დავეხმარეთ მე და ბიჭები . ის დამეხმარა , მე სრულ აგონიაში ვიყავი . ხან ვიცოდი რომ ბიჭები აღარ იყვნენ ხან ისევ ვეძებდი. ესეც პეტრეს მონათხრობიდან მახსოვს _ თავი ხელებზე ჰქონდა დადებული, გადახრილი იყო და ზურგზე ყველა მალა ემჩნეოდა. ლიზა თმაზე ეფერებიდა და პარალელურად იარებზე კოცნიდა . ბოლოს თავი ზურგზე დაადო
_მერე? _ცრემლები წამოუვიდა ისევ , მაგრამ ჩუმად შეიმშრალა _მერე რა მოხდა ცოტნე
_თბილისში რომ ჩამოვედი ბიჭების საფლავზე წავედი. ყველა სხვადასხვა ადგილას იყო დაკრძალული. ერთგან შავებში ჩაცმული ქალი დავინახე ... ლაშას საფლავზე იწვა ,წერტილივით ჩანდა შორიდან . მეგონა არ სუნთქავდა სწრაფად გავიქეცი , მაგრამ ცოცხალი იყო . არც გაუგია როგორ მივუახლოვდი შორიახლოს ვიდექი ის კი იწვა და ლაპარაკობდა . ლაშას ელაპარაკებოდა .... იცი რას ეუბნებოდა? ნეტავ არ გამეშვიო , ნეტავ სახლში მყოლოდი, სულ არაფერი გესწავლა, სულ არაფერი გაგეკეთებინა ოღონდ ჩაგხუტებოდიო. ნეტავ გვეჩხუბა, ნეტავ არ გამეშვიო ... ისევ შენთან ვწევარ , მძინარეს მოგიწვებოდი გვერდით და შენს გულის ვუსმენდიო . ახლა არაფერი ისმის და მითხარი სად გიპოვნოო . ხომ მითხარი ბიჭებთან ვიქნები , ვისწავლი ... ცოტნე არაფერს მომაკლებსო. რა უნდა მომივიდეს ნიკუშა და ზურა იქ არ მეყოლებიანო? დიდხანს , ძალიან დიდხანს ელაპარაკებოდა არც ჩემი ზლუქუნის ხმა ესმოდა იწვა ცივ მიწაზე და მე ვერ მივდიოდი ვერ წამოვაყენე. ვერ ვუთხარი ნუ წევხარ მანდ სახლში წაგიყვან_თქო. ვერ დავენახე , ვერ შევხედე , ვერ ვუთხარი რომ ის ცოტნე რომელსაც შვილი ჩააბარა ცოცხალი იყო სუნთქავდა, მის გულისცემას დედამისი მოისმენდა ლაშა კი არ იყო...არსად იყო, საერთოდ აღარ იყო .... არც ნიკუშა იყო , არც ზურიკელა იყო . მხოლოდ მე ვიყავი და მეც არ ვიყავი ...არ უნდა ვიყო...საერთოდ არ უნდა ვყოფილიყავი გესმის ? დედა ფეხმძიმედ იყო . დედა 40 წლისაც არ იყო მაშინ ...დედას შეეძლო ყველაფრის გაგრძელება. ფეხმძიმედ იყო, ირაკლიც ჰყავდა მე კი უნდა მოვმკვდარიყავი
_ცოტნეე ... _ თავი ვეღარ შეიკავა ,მუჭით შეიმშრალა წამოსული ცრემლები და მისი სახე ხელებში მოიქცია
_ხომ გესმის... მითხარი რომ ხვდები რატომ მოვკვდი , რატომ გავანადგურე ყველა.
_ყველაფერი მესმის ... მესმის გეფიცები _ ცრემლიან ლოყაზე აკოცა მერე ტუჩებზე _ მაგრამ შენ ჩემთვის უნდა ყოფილიყავი ... უნდა იყო კიდევ დიდხანს მანამ სანამ ძალიან არ გამაგიჟებ და არ დაგახრჩობ . იმათთვის უნდა ყოფილიყავი ვისაც ამ ოცი წლის განმვლობაში სულ ოდნავ მაინც დაეხმარე...იმ ბიჭებისთვის წეხან რომ ელაპარაკებოდი. ლაშასთვის, ნიკასთვის და ზურასთვის უნდა იყო ... შენ რომ მათ ადგილას ყოფილიყავი ზემოდან ესრპდი რამეს და დაუყვირებდი გონს მოდიო და ხომ მოხვედი...ხომ დაბრუნდი . ხომ მოხვედი ჩემთან და გამიფერადე ცხოვრება. შენ ... შენ არ უნდა ნანობდე რომ გადარჩი
კიდევ ბევრი რამ უნდოდა გაეგო. კიდევ ბევრი რამის თქმა უნდოდა ცოტნესაც. მაგრამ აღარ შეეძლო. უბრალოდ დაიცალა , გათავისუფლდა და თან ისევ დამძიმდა. ლიზას მკლავებში იყო მოქცეული. თითქოს არც სუნთქავდა თვალი ერთი წერტილისთვის ჰქონდა გასწორებული და მხოლოდ ლიზას თითებს ეხებოდა თავისი ფალანგებით.
_ხშირად მესიზმრებოდნენ... თავიდან თითქმის ყოველდღე. აღარ ვიცოდი როდის მოჩვენება იყო როდის სიზმარი. მერე უფრო იშვიათად კოშმარებს ვხედავდი ბოლო მომენტს... ზოგჯერ მეჩხუბებოდნენ და მიდიოდბენ. ბოლოს სამივე ჩუმად იჯდა და ხმას არ მცემდა. დიდხანს ვეძახდი , მაგრამ არაფერს მეუბნებოდნენ. ბოლოს ნიკუშამ მითხრა გაბრაზებულები ვართო მე ვუთხარი თქვენ დამტოვეთ და კიდე თქვენ მიბრაზდებით_თქო? თან რატო არ წამიყვანეთთქო და ზურამ რაღაც მესროლა _ნუ ატრაკებო ისე მითხრა როგორც იცოდა ხოლმე . ერთადერთი ცუდი სიტყვა რასაც ჩემი ზურა ამბობდა ეგ იყო იცი? _გაეღიმა და თვალები დახუჭა ... _მერე გავიღვიძე და წამოვედი . დაბრუნებასაც არ ვაპირებდი. ორი თვის შემდეგ ისევ ჩამოვედი დაჩისთან ერთად , მერე დაგვჭრეს და შენთან მოვედი _ხელისგულზე აკოცა და თვალები დახუჭა
_ხომ აღარ წახვალ ...მითხარი რომ დაბრუნდები . მე და შენ შევძლებთ ხომ იცი
_აწმყოს მართვა შესაძლებელია წარსულს ვერ მოვუხერხებთ ვერაფერს _ჩუმად ლაპარაკობდა ლიზა თმაზე ეფერებოდა ისევ , ცოტნე ხელზე კოცნიდა...

🤎დაკარგული დრო🤎Where stories live. Discover now