🤎5🤎

569 25 0
                                    

ისევ სკოლა
ისევ ახალი სასწავლო წელი და ქაოსი რომელიც მთელ ქვეყანას მოიცავდა. ზაფხული სულ სხვა განზომილება იყო სექტემბრიდან კი იწყებოდა მობილიზება . ახალ წელს ჰგავდა თითქოს ყველაფრის თავიდან დაწყება შეიძლებოდა . უკვე მეთერთმეტე კლასში იყო , წინ გამოცდები ელოდა თუმცა ამაზე არ დარდობდა. განუყრელ სადაქალოსთან ერთად გაივლიდა ამ გზასაც. მთელი კლასი ძალიან უყვარდა ისინი გამსაკუთრებით ვინც თავიდანვე მასტან ერთად იყო. პარალელ კლასებიდანაც იცნობდნენ ბავსვებს კატო ისეთი კომუნიკაბელური იყო ვის ვერ გაიცნობდა
_რეპეტიტორზე რას ფიქრობ...დაიწყებ ?
_არ მინდა რა...სკოლაშიც მშვენივრად მასწავლიან . მირჩევნია სახლში ვიმეცადინო
_რაღაც დაღლილი ჩანხარ
_უცნაური დღე იყო
_რატომ?
_რავი რაღაც ხასიათზე ვერ მოვედი...შენთან რა ხდება _ მაგიდასთან დაჯდა თან ტელეფონში იყურებოდა
_ყველაფერი ჩვეულებრივადაა... ახალი უფროსი გამოჩნდა და თათბირს ატარებს ხვალ დილით. ახალ კლინიკის დირექტორს ნიშნავს ..
_ განყოფილების უფროსებსაც შეცვლის?
_არ ვიცი რა მოხდება...შეიძლება ყველა გაუშვას
_ხო არ ნერვიულობ
_არაა... იცი ნანა არ ჩანს საუკუნეა და რაღაც ვნერვიულობ.
_როგორ გამოჩნდება დედა სხვადასხვა დროს ცხოვრობთ ფაქტობრივად
_შეტყობინება დავუტოვე დამირეკე_თქო და არ შემომხმიანებია
_მოგენატრა ნანუჩი?
_შენ არ გენატრება ქრისტი და კატო?
_აუუ კიი... რო წავიდნენ სადმე რა გაუძლებს
_ჭამე და მერე დაისვენე
_პროექტი უნდა მოვამზადო და წავალ რა ქრისტისთან ... მე და ის ერთად ვართ
_კატო?
_კატო საბასთან ერთად მოხვდა... დავრჩები რა ამ ღამით
_კარგი დარჩი , ოღონდ ძილის წინ დამირეკე
_მიყვარხაარ _გაიცინა და ჭამა განაგრძო. მალევე ჩაალაგა ყველაფერი და გაიქცა.
ლიზა დაღლილი იყო, დაქალთან საუბარსაც ვერ ახერხებდა. ბოლოს აგვისტოში ელაპარაკა და ენატრებოდა. ისეთი დრო იყო იცოდა აზრი არ ჰქონდა დარეკვას ამიტომ საძინებელს მიაშურა .
ის დღე მარტომ გაატარა, მეორე დილით ადრე წავიდა სამსახურში თათბირზე რომ არ დაეგვიანა. ზედმეტად ხანგრძლივი დიალოგი გამოდგა , ექიმებმა ბოლომდე დარჩენა ვერ შეძლეს ,სრულიად უცხო კაცი დანიშნა უფროსად და ერთ წუთში იმდენი რამ შეცვალა აშკარა იყო ყვდლაფერი თავდაყირა დადგებოდა. ბოდიში მოიხადა ოპერაცია მაქვს და უნდა წავიდეო .ყველა გაჩუმებული იჯდა და კაცმა წამსვე მიაპყრო მზერა
_პაციენტი ისედაც ღელავს და იმის გამო რომ თქვენს საუბარს ვუსმენ სესაძლოა გართულებები მოხდეს
_მიბრძანდით ქალბატონო
_ლიზა გვასალია...ზოგადი ქირურგი
_წარმატებულ ოპერაციებს გისურვებთ ქალბატონო ლიზა...რომ დაასრულებთ ჩემ კაბინეტში გელოდებით . დამატებით გაგესაუბრებით ქირურგიული განყოფილების პრობლემებზე
_აუცილებლად... უკაცრავად
ოთახი დატოვა და წამსვე დაიძრა საოპერაციოსკენ. ყველაფერი რომ დაასრულა პაციენტის ოჯახისწევრებს ესაუბრა და ბოლოს კაბინეტშიც აღმოჩნდა. ყველა ისეთი დამფრთხალი დააბიჯებდა ცოტა უხასიათოდაც იყო.
_შეიძლება?
_ლიზა ხომ? მობრძანდი ... სწორედ ახლა ვამოწმებდი დოკუმენტებს . ქირურგიაში ბევრი საჩივარია და თქვენზე ვერაფერი ვიპოვნე... ბევრი ოპერაციაც არ გაქვთ დანიშნული
_როდესაც მკურნალობითაა შესაძლებელი პაციენტის განკურნება ოპერაციებს არ ვნიშნავ
_კლინიკას ასე ნაკლები შემოსავალი აქვს , ფარმაცევტულ კომპანიას მეტი
_უკაცრავად თქვენ კარდეოქირურგი ხართ ხომ? თუ ვცდები ... ყველა პაციენტს შუნტს უკეთებთ ისე თითქოს თვალის წვეთებს უნიშნავთ თუ როგორ მოქმედებთ
_სამსახურის დაკარგვის არ გეშინიათ ქალბატონო ელიზაბეტ?
_ბედნიერი ვიქნები სხვა პაციენტზე ორიენტირებულ კლინიკაში თუ წავალ თქვენ თუ ჩემს ქმედებებს ჩემი გაშვების საფუძვლად მიიჩნევთ
_ქირურგიის განყოფილების უფროსი გავათავისუფლე სულ რამდენიმე წუთის წინ და დამეხმარებით ამ ნაწილის განვითარებაში? დარწმუნებული ვარ ბევრი საინტერესო იდეა გექნებათ
_გმადლობთ, მაგრამ ჩემზე კომპეტენტური პირებიც არიან ამ კლინიკაში . მაგალითად ქალბატონი ლია ან ბატონი კახა .მე მირჩევნია ჩემს კონკრეტულ პაციენტებზე ვიყო ორიენტირებული
_დარწმუნებული ხართ?
_სრულიად... ახლა კი წავალ თუ სხვა რამ არ გაინტერესებთ
_მაინტერესებს ... გათხოვილი ხართ თუ არა
_ქორწინებაში არ ვიმყოფები, შვილი მყავს და დაკავებულია ჩემი გულიც. უკაცრავად _ ოთახი ისე დატოვა უკან აღარ მიუხედავს. საშინლად არ შეეძლო მსგავსი გამოსვლები.
სახლში ადრე დაბრუნდა . კარი როგორც კი გააღო მაშინვე მოიშორა ფეხსაცმელი და ჩანთა. სუპერმარკეტში გაიარა და ხელში იმდენი პარკი ეჭირა ვეღარ იტევდა
_ელენიკოო მოვედიი
_მისაღებში ვარ დეე
_ტორტი მოგიტანე და გამომართვი არ დამივარდეს..._ხელი წინ გასწია და კაცის ფეხები რომ დაინახა მზერა მაღლა გადაიტანა. ლურჯი თვალები რომ ციმციმებდნენ ტვინი აერია_შენ?
_როგორ ხარ ლიზიკო? _აკოცა და პარკები გამოართვა _დაგეხმარები ... სამზარეულოში გავიტანო ალბათ ხო?
_რას აკეთებ შენ აქ..._უკან მიჰყვა და ჩუმად ეჩხუბებიდა
_დიდი დრო გავიდა ბოლოს რომ შეგხვდი მას შემდეგ და იქ დავბრუნდი სადაც შევჩერდით _ პარკები მაგიდაზე დააწყო და მისკენ შებრუნდა
_დეე თეფშები და ჩანგლები წამოიღეე
_ელენასთან რა გინდა...რაზე ელაპარაკებოდი
_მაგარი ბავშვია ... ვილაპარაკეთ ცოტა
_ხომ შეგეძლო გვიან მოსულიყავი...იცოდი რომ არ ვუყავი და იმიტომ მოხვედი ხო?
_დეე დროზე ვეღარ ვითმენ
_მომააქვს_ჩანგალი და თეფში აიღო და წავიდა. ლიზა ისევ ისე დგაცოფებული მიჰყვა უკან
_მადლობა ცოოტნიკოო
_ლიზა რა წესია როგორ ელაპარაკები უცხო ადამიანს...შენი ტოლი ხო არაა
_ცოტნემ ნება მომცა
_რამდენი ხანია აქ არის... გუშინ ქრწისტინესთან არ წახვედი შენ?
_დაახლოებით ორი საათის წინ მოვედი
_დე ცოტნემ მათემატიკის ის ამოცანები ამიხსნა რომ ვერ ვიგებდი ...მარტივი ყოფილა შენ რო ნერვები აგეშალა
_რას მეუბნები ... მათემატიკა უყვარს ანუ
_ხოო ...ბავშობიდან მიყვარს .რა არასტუმართმოყვარე ხარ იქნებ მეც მიყვარს ტორტი
_აი თეფში, დანა , ჩანგალი მოჭერი ნუ გერიდება _პირგამოტენილმა უთხრა და ტუჩები გაილოკა როგორც კი ლუკმა გადაყლაპა_უგემრიელესია
_შვილო რა გჭირს სიცხე ხომ არ გაქვს
_იმდენი ვიცინეთ მე და ცოტნემ შეიძლება ამიწია ...წავალ მე დაგტოვებთ . მეცადინეობას გავაგრძელებ. კიდე გვესტუმრე და მომიყევი კიდე რაღაცები დედაზე _ლოყაზე აკოცა კაცს თეფშზე ერთი ნაჭერი დადო კიდევ და წავიდა
ლიზა ფეხზე იდგა ისევ და ქალიშვილს უყურებდა. ცოტნე მის წინ დადგა და აკოცა, მაგრამ წამსვე მოიშორა
_როგორ მოდიხარ აქ და უყვები ჩემ შვილს რაღაცებს. ვინ იცის სად იყავი ამ დროის განმავლობაში ვინ მოკალი ვინ სცემე რა გააკეთე საერთოდ. მოდიხარ და ელენასთან დაახლოებას ცდილობ?
_ხო გეგმები მაქვს... ელენას გულს მოვიგებ წინასწარ რო მერე პრობლემა არ იყოს ...რეებს მეუბნები ვაფშე
_იცოდი რო არ ვიყავი და იმიტომ მოხვედი... რა მოუყევი . ვერ უთხარი როგორ გამიცანი? შენი ჭრილობები ვერ აჩვენე? კეთილი უფლისწულივით გაღიმებული რომ ჩამოუჯექი და ეჟღურტულე
_სერიოზულად? იმაზე ბრაზდები რომ შენ შვილს ველაპარაკე? მე რა მონსტრი ვარ, პედოფილი, ავადმყოფი თუ ვინ
_რა შუაშია აქ ეგ... ჩემ სახლში ვიზიტები უნდა დაიწყო აწი? მერე რას იზამ ისევ პირველივე ზარის დროს გავარდები და მორჩება? არაფერი ვიცი შენზე სახელიც შემთხვევით გავიგე საერთოდ პარადოქსია რომ გეკონტაქტები
_შენი მოსმენაც არ შემიძლია შემომაკვდები ვიცი...თუ აზრზე მოხვალ და მიხვდები რომ ჩემი ნახვა გინდა დამირეკე
_გაქცევა შესანიშნავად გამოგდის ... არაჩვეულებრივად წელავ სიტუაციას
_ლიზა გეყოფა
_რა მეყოფა , შენ ნებაზე რომ მოქმედებ არაა ასე ჩემო კარგო. მე სადაც ვარ იქ სხვა ვერ გადაყვეტს ყველაფერს
_რაში ყოფილა საქმე... ის გაგიჟებს რომ ვერ აკონტროლებ ჩემ ქმედებებს და აზრზე არ ხარ როდის რას ვაკეთებ?
_მეცინება გგონია?
_ვგიჟდები რა გავაკეთო... ასე რომ ბრაზდები თან სისულელეზე მაგრად მინდები _ ხმა დაიტკბო, ხელები მოხვია და აკოცა . წინააღმდეგობას უწევდა მაგრამ არ დააცადა
_რას აკეთებ...რას . ელენე ჯანდაბა _როფორც კი შეძლო მაშინვე თქვა , მაგრამ თავად ვერ შეიკავა თავი. საძინებლისკენ წაიყვანა და კარზე ააკრა _ ასე დიდხანს არ გაგრძელდება აუცილებლად მოგხედავ მე შენ _სვენებ სვენებით თქვა და თავი უკან გადასწია
_ჩშშ , ბავშვს ნუ გააგონებ შენს კვნესას
_აუტანელი ხარ... როდის ვკვნესი შეგიძლია ეგ საერთოდ? _ამ დროს აღმოჩნდა მაინცადამაინც კედელზე აყუდებული და კაცის თითები მის ფეხებშორის სრულიად შემთხვევით შეცურდნენ_არა! _ხელი მოიშორა და ყბაზე მოუჭირა თითები _ კიდევ უნდა გაქრე?
_არა
_მორჩა?
_ჯერ არა, მაგრამ მალე დასრულდება
_უნდა წახვიდე ახლა
_მაგდებ?
_ვნახავ ხვალაც თუ გამოჩნდები, ზეგაც და მერეც
_ასე ძალიან გენატრებოდი?
_ვიწვოდი მონატრებით _ცინიკურად გაუღიმა და მერე აკოცა _ჯანდაბა , ვერც ვიტყუები
_მე უფრო მომენატრე , დამშვიდდი _ჩაეხუტა და თავზე აკოცა.
რამდენიმე წუთის შემდეგ წავიდა და დატოვა მარტო დედა_შვილი.
ელენას ოთახში შევიდა როგორც კი თავი ხელშ აიყვანა . ქალბატონს ყურსასმენები გაეკეთებინა საწოლზე იწვა და დავალრბას წერდა თან ფეხებს აქნევდა და მუსიკას ყვებოდა.
_წავიდა ? ასე უცებ?
_უცხო კაცი როგორ შემოუშვი სახლში
_უცხო არ არის...შენზე გიჟდება იმდენად რომ შემიძლია მამიკო ორიც დავუძახო
_ელენა ნუ დამცინი ცოტა სერიოზულად
_კარგი რა დედა...ნუ ღელავ. დაივიწყე რომ ვარსებობ და თავს გართობის, სიამოვმრბის მიღების და ბედნიერების საშუალება მიეცო
არაა საჭირო ცოლად გაჰყვე, მაგრამ თუ ერთად იქნებით არამგონია შენზე ცუდად იმოქმედოს ამ ემოციებმა . მთელი არსებით ანათებ იცი?
_ასე ნუ მეუბნები
_უსიმპათიურესია... მამასაც კი სჯობს მგონი
_კარგი რა ბექა რა შუაშია
_პირველიდან მეორემდე დიდი ნახტომია ლიზიკო
_არაფერიც არ არის ჯერ
_და რას ელოდები... რა სჯობს იმ კაცს რომ მოსწონხარ რომელიც მოგწონს
_მოიცა და შენ რა იცი ეგ
_ალბათ ძალიან მაგარი იქნებოდა მასაც რომ მოვწონდე ვინც მე მომწონს. უსაზღვროდ ბედნიერი ვიქნებოდი და ორმაგად დიდი ენერგიით დავიმუხტებოდი. ასე რომ გაილამაზე ცხოვრება ლიზიკო... ერთხელ ვიბადებით და ერთხელ ვკვდებითო არ მუთხარი?
_ვინ მოგწონს? _წამსვე წამოიწია და საწოლზე გაწოლილს ზემოდან დახედა
_მე ისა... არავინ _ისე უყურებდა ლიზა რომ დააბნია გოგო_ კარგი ნუუ არის ერთი ბიჭი
_ვინ ბიჭი მე ვიცნობ? თქვი ახლა ნუ დამასმევინებ ათას კითხვას
_დედა რა ჭორიკანა დაქალის სახე მიიღე
_ჩემს გოგოს პირველად მოსწონს...მაინტერესებს როგორი ხარ ამ დროს და თქვი
_ახლა წესით უნდა მეუბნებოდე რა დროს შენი სიყვარულიაო
_შენც უნდა გეთქვა რა საყვარელი ამხელა ქალი ხარო ... ელენა თემას ნუ მიცვლი
_აზრი არ აქვს... მე არ მოვეწონები. ისე მიყურებს როგორც ბავშვს და კი არ მიყვარს დედა. უბრალოდ რაღაც სხვანაირია თითქოს ნაცრისფერ ფონზე ათასფრად შეკრული სხივია
_რატომ ვერ შეგიყვარებს ცოლი ჰყავს უკვე თუ რა
_უფროსია და ბავშვივით მიყურებს
_გიყუროს ბავშვივით ზედმეტს არაფერს გააკეთებს...მე მაწყობს
_დედაა
_რამდენიი წლისაა...სად გაიცანი . რა ქვია ვინაა
_გიგას მეგობარია ...
_ჩვენი გიგასი? რა დიდი ეგაა შვილო 17_18 წლის
_არაა კლასელი 21 წლისაა უკვე . უნივერსიტეტშია , მუშაობს, სწავლას ამთავრებს ვიღაც არასერიოზული ბავშვი კი არაა დედა
_ოოჰ მე ბოდიში ეს როგორ მომივიდა _გაიცინა და მერე ლოყები დაუკოცნა _ჩემოო სიხარულოო... არაუშავს სულ ცოტა რომ გაიზრდები მერე საერთოდ აღარ იქნება ეგ ბარიერი. ნუ მანამდე სხვა თუ არ შეგიყვარდა.
_არ მიყვარს...უბრალოდ მომწონს. ბევრს არ ვიფიქრებ და აღატც მომეწონება მარტივია
_ეგეთი მარტივი რომ იყოს იმ არანორმალურ ლურჯთვალებას ახლოს გავეკარებოდი გგონია? მაგრამ ხომ ხედავ გიჟი ქალივით ვიქცევი...
_რა გიჟი ქალივით დედა...რა გააკეთე ასეთი
_ფოტოს არ მაჩვენებ?
_ანდრო ჰქვია... ფოტო მაქვს მგონი . სადღაც ერთად გადავიღეთ _ტელეფონში ეძებდა და იპოვნა კიდეც. ქრისტინეს და ელენას სორის იჯდა ბატონი და კამერას უღიმოდა. ლიზა სხვა ფოტოებეც გადავიდა ერთ ერთში ბიჭი ელენას უყურებდა და იცინოდა. მოკლედ ლიზამ ყველაფერო დაზვერა მისი ფბს გვერდიც გადაჩხრიკა ჩუმად
_არ მოსწონხარ ხო?
_სულ ბავშს მეძახის რაც ვიცნობ, ლოყებზე მჩქმეტს. და რაღაცნაირად მეხუტება
_აქ რომ გეხუტება ისე?
_ეგ სად იყო
_ინსტაგრამზე უდევს...შენ არ გინახავს?
_ხო და ასე რომ მეხუტება გულს მიჩერებს. ორჯერ ჩამეხუტა სულ ეს ალბათ ქრისტინემ გადაიღო
_როდის გაიცანი მე აქამდე რატო არ მითხარი
_პირველივე დანახვისას კი არ გავგიჟებულვარ დედა...არაფერია მოკლედ. შენ კი ნუ ჯიუტობ ,მიეცი თავს ბედნირების უფლება
_მიყვარხაარ..._მკლავები მოხვია და ჩაეხუტა_ გემოვნება კარგი გაქვს ხომ იცი...პირველივე ჯერზე უსიმპათიურესი ბიჭი აირჩიე დედუ
_გასართობი თემა მოგეცი მეც მაგარი ვარ
_ჩუმად ვარ მორჩა...შენც არ ახსენო ცოტნე
_მორჩა ... ვაგრძელებ მეცადინეობას. ნუ მაცდენ
_წავედი . ნანას დავურეკო უნდა ... ვეჭორავები ჩემს გიჟ ქალს
_მომიკითხე
იმდენი მეგობარი ჰყავდა და ყველანი ქვეყნიდან იყვნენ წასულები. კურსელები , კლასელები ზოგი სად იყო ზოგი სად. ზოგს უბრალოდ ვეღარ ხვდებოდა მაგრამ ნანკა ერთადერთი იყო რომელსაც არასდროს ივიწყებდა. ელენას განუმეორებელ ნათლიას აბა როგორ დაივიწყებდა .
მასთან დიდხანს ისაუბრა მისი ქმარი და ბავშვიც მოიკითხა ბოლოს ელენაც შეუერთდდათ. საღამოს სასეირნოდ გავიდნენ , გზაში იყვნენ ბექამ რომ დაურეკა თეას მშობიარობა დაეწყოო და საავადმყოფოში წავიდნენ.
_ოხ ბექა რა ხო არ გამამაზინე არცერთი ბავშვის დაბადება _კაცს მოეხვია და სიცილით მიულოცა _როგორ არიან
_საკეისროს გაკეთება გადაწყვიტა ექიმმა . ადრე არ დაგირეკე ისე ავნერვიულდი ... ახლა კარგად არიან
_აუ მაა ნახვა მინდა როდის მაჩვენებ?
_მალე პრინცესა ... იცი რა საყვარელი გოგოა?
_რა დაარქვით ბექაა?
_რავი ლიზიკოს დავარქმევ გინდა? _ თვალი ჩაუკრა ლიზამ კი ისეთი სახე მიიღო წამსვე თვალები აატრიალა _ კაი რას მიბღვერ მრავალშვილიანი მამა ვარ უკვე . შენ ვერ დამაფასე თორემ
_ბექა ნუ სარგებლობ იმით რომ ელენეა ახლოს ... გილოცავ . ელენე კაფეტერიაში ჩავალ შენც წამოხვალ?
_ბავშვს ვნახავ ბარემ და წავიდეთ აქ დარჩენას რა აზრი აქ... დაიწყებენ ესენი ლოთობას როგორც მაშინ
_კარგი მიდი _დერეფნის ბოლოში დაჯდა და დაელოდა.
გვიან დაბრუნდნენ სახლში.
_სად წაიყვან ტო... ბავშვებთან უნდა დარჩეს. თეას დედას არ უჯერებენ ისინი. მე დღეს დავთვრები აქ და ვინმემ იმათაც ხო უნდა მიხედოს
_კარგი მაშინ წავალ...ჭკვიანად დე . სანამ დათვრები მანამ გაიყვანე სახლში
_არის ქალბატონო ელოზაბეტ...
სახლში მარტო დაბრუნდა.
წვიმდა იმ ღამით , დაძინება ვერ მოახერხა , ცოტნეს დაურეკა და დაელოდა პასუხს. რომ არ პასუხობდა იფიქრა ისევ სადღაც წავიდაო და გათიშვას აპირებდა
_ელიზაბეტ რა ხდება ...
_რა უნდა ხდებოდეს
_იცი რომელი საათია?
_გეძინა? მაპატიე ეგ ვერ გავითვალისწინე
_არა არაუშავს.. არ გათიშო . აბა რა ხდება რამ შეგაწუხა ქალბატონო ექიმო?
_ვერ დავიძინე უბრალოდ... მარტო ვარ და ელენესთანაც ვერ გავალ ამიტო დაგირეკე
_ელენე სადა?
_ბექასთან... ბავშვებს უვლის. ბექას მესამე კი არადა მეოთხე შვილი შეეძინა.. მომილოცე ჩემ ქმარს შვილი შეეძინა
_ყოფილ ქმარს ...და კარგია . აშკარად მონდომებულად მუშაობს. ჩემზე პატარაა და ოთხი შვილი ჰყავს, შენც მისი იყავი ერთ დროს ...რა უცნაურია ცხოვრება წამში შეიძლება ყველაფერი მოგცეს ან წაგართვას
_შენ რომ დარჩენილიყავი გგონია ახლა ჩემი ქმარი იქნებოდი?
_არ ვიცი ... წასვლამდე რომ არ გიყურებდი როგორც ქალს ეგ დარწმუნებით შემიძლია გითხრა
_რამდენი წლის ვიყავი ბოლოს რომ მნახე
_მგონი 10 თუ 11 , მაგრამ არ გვისაუბრია. ისე შორიდან დაგინახე. შენთან ნაკლები კონტაქტი მქონდა , ჯმუხი ბავშვი ვიყავი
_რამდენი წლის ხარ
_38 , ჯანდაბა ამას რომ ვამბობ მგონია სხვამ იცხოვრა ჩემს ნაცვლად მთელი 20 წელი და მე ისევ 18 წლის ვარ
_რატომ მაინცადამაინც 18 და არა 23 ან 25
_იმიტომ რომ მაგ ასაკში მოკვდა ნამდვილი მე
_და ვინ იყო ნამდვილი "შენ"
_კარგი ბიჭი იყო, ჯიუტი, უხასიათო, ცოტა ჩხუბისთავი, სამართლიანი და თავისებური ჯიგარი ტიპი იყო რა. ძმაკაცები უყვარდა, ლამაზი გოგონები და ცხოვრება ... ძალიან უყვარდა ყველაფერი რაც ჰქონდა და ტკბებოდა
_მერე? მერე რა დაემართა ამ ბიჭს
_სადმე მიდიხარ? _ნაბიჯების ხმა ესმოდა, რაღაც გააღო აშკარად
_ავდექი უბრალოდ ... შენ სად ხარ
_მე ? ფანჯარასთან ვზივარ და ვეწევი
_კარგი აზრია... წვიმის დროს ცის ყურება მიყვარს . ჭიქა ღვინოც არ მაწყენდა
_მიდი დაასხი გელოდები ... მე მოვწევ შენ დალიე
_მორჩა ... აბა გისმენ _ფანჯრის რაფაზე დაჯდა და მეექვსედან ხედს გახედა .კორპუსების გამო არ მოეწონა და მერე აივანს მიაშურა იქედან სულ სხვა ხედი იყო. პლედი მოიხურა და სავარძელში დაჯდა _აი უკვე მეც ვხედავ ცას ... სასიამოვნო სუნი აქვს წვიმას , მაგრამ ქალაქში ყველაფერი უფერულდება
_აუცილებლად წაგიყვან იქ სადაც წვიმას თავისი ნამდვილი სუნი აქვს ...
_წვიმაშიც ხომ არ მეცეკვები
_გინდა?
_არაა
_კარგი , მხოლოდ გაკოცებ და ცეკვა სახლში იყოს
_ცეკვავ?
_ის ცოტნე ცეკვავდა
_და რა მოუვიდა იმ ცოტნეს?
_ღმერთმა ერთ წუთშო წაართვა ყველაფერი ... არა ტყუილია, თავად დაკარგა უფლება რომ ეცხოვრა
_ახლა ?
_ახლა საფლავიდან ადგომის დროა ... იმ ჭრილობებით რომელიც დამრჩა
_შენი ორი ტატუ ზურგზე იმ ჭრილობებზეა რომლებიც მაშინ მიიღე?
_გარყვნილო ექიმო ჩემ ჭრილობას ამუშავებდი თუ ტატუებს შეისწავლიდი
_ერთმანეთს ხელს არ უშლიდნენ
_შეცდომად თვლი ბექას ცოლი რომ იყავი?
_შეცდომა იყო , მაგრამ არ ვნანობ. თუ მეცოდინება რომ ელენა არ მეყოლება სხვა შემთხვევაში ისევ თავიდან გავყვებოდი ბექას ... ყვლაფერს აქვს თავისი შედეგი და შესაძლოა ყველაზე დიდი შეცდომა გადაფაროს ამ შედეგმა
_გეგა რომ ყოფილიყო შენს გვერდით მისი ცოლი არ გახდებოდი , ზუსტად ვიცი
_უკვე მეორედ მესმის მსგავსი წინადადება და შენ მაინც მითხარი რატომ ფიქრობ ასე...წინასწარ ვინ იცის
_ბექა რომ იდიოტია მაგას დიდი წინასწარმეტყველური ნიჭი არ დასჭირდებოდა. გეგას არ ეშლებოდა ადამიანების ცნობა ...
_შენ რა იცი იდიოტია თუა რა
_შენი ქმარი იყო და თავი ისე ვერ შეგაყვარა რომ მასთან დარჩენილიყავი, სხვაში გაგცვალა . მარტო ამიტომაა იდიოტი
_და არ შეიძლება რომ გადავყვარებოდი?
_თავიდანვე არ გიყვარდათ ერთმანეთი. სულელი ბავშვი იყავი ის კი დამპალი და რადგან მოგეწონათ დაქორწინდით
_ადამიანს არ იცნობ და მხოლოდ იმიტომ ლანძღავ რომ იმ ქალთან იყო ვინც შენ გინდა?
_ზოგჯერ როგორი თეს*^ გამოგყავარ ტო ... გგონია იმდენად პირველყოფილი ვარ რო მაგის გამო შევიძულებ ადამიანს? ჩემი და შენი ბედი ზემოთ იყო გადაწყვეტილი და ახლაც მის საწოლში რომ გეძინოს მაინც მეყვარებოდი და მიგახვედრებდი რომ განქორწინების დრო იყო. საბედნიეროდ დროულად მიხვდით რომ ერთად ვერ გაძლებდით
_ფსიქოლოგივით საუბროვ ხოლმე და საერთოდაც მე შენ არ გიცნობ არ უნდა გაბრაზდე მსგავს შემთხვევებში
_ტეხავს უბრალოდ, არ ვბრაზდები
_შენ ნანობ ?
_მე მხოლოდ იმ წამს ვნანობდი ... ახლა მთელ ოც წელს ვნანობ . სულელი ვიყავი არადა მეგონა სწორად ვიქცეოდი . ხომ იცი ჭაობში რომ შეხვალ უკან გამოსვლა ძნელი ხდება და თუ სხვებიც მოგყვებიან მათაც შენთან ერთად ჩაძირავ...
_გგონია რომ სხვებიც დააზარალე?
_არ მგონია ეს ასეა...მაგრამ სხვანაირად უნდა მოვქცეულიყავი. ახლა აზრი აღარ აქვს, ეგოისტი ვიყავი .მხოლოდ საკუთარ ტკივილზე ვიფიქრე
_შესაძლოა ესეც მცდარი აზრია ... ძნელია მოქმედების დროს განსაზღვრო სწორად იქცევი თუ არა ...უკვე განვლილი გზის განსჯა კი მარტივია. შესაძლოა სხვა ნაბიჯს უარესად დაეზარალებინე
_ხო ასეც ხდება, მაგრმა მე მეტად ვერაფერი დამაზარალებდა
_შენ რომ 18 წლის იყავი გეგა 23 წლის იქნებოდა მაშინ ... მაგ ასაკის იყო ბოლოს რომ ვნახეთ
__დიდხანს ვეძებდი გეგას, მისი ამბავი რომ გავიგე იმ დღიდან ვეძებდი, მაგრამ არაფერი გამომივიდა , გეფიცები ყველაფერი ვცადე , მაგრამ ვერც ცოცხალს მივაკვლიე და ვერც მკვდარს ... თითქოს თავისი დრო დედამიწაზე ამოწურა და უკან დაბრუნდა ანგელოზებთან ... შენ აზრზე არ ხარ გეგა როგორი იყო , ზუსტად ვიცი მიწიერი არ იყო და ახლა მართლა მჯერა რო ვეღარ გაუძლო აქაურ ჯოჯოხეთს და წავიდა
ცოტნეს ტკივილით გაჟღენთილი ხმა რომ გაიგო და სუნთქვა უფრო შეეკრა. გაიყინა, სწრაფად წამოდგა და სახლში დაბრუნდა. საბნის ქვეშ შეძვრა და ისე გაეხვია თითქოს ყინავდა
_ლიზა გესმის?
_მესმის... უბრალოდ დავწექი. ნუ ღელავ
_მოდი დაიძინე სჯობს... უკვე ძალიან გვიანია და ბევრიც გითხარი . იმაზე ბევრი ვიდრე ვგეგმავდი
_ძილინებისა
_არ გათიშო ... აქ იყავი და თუ არ დაგეძინება ისევ ვილაპარაკოთ. თუ დაგეძინება მე გავთიშავ
_შენ ისევ ეწევი?
_არა ...მეც დავწვები და შენთან ერთად დავიძინებ
_რომანტიკოსობ ბატონო ცოტნე
_ჩემდაუმებურად... ვაფშე არ მესმის რომანტიზმი რა არის როდესაც იმას აკეთებ რასაც გრძნობ
_და რას გრძნობ
_ შენ გგრძნობ... გხედავ, შენ გსუნთქავ, შენით ვიკვებები და ვარსებობ ეს იცოდე და აღარ მკითხო მეტჯერ
_დავიძინებ
_არადა უნდა გეთქვა მიყვარხარო ...

დაეძინა, ტკბილად და მშვიდად დაეძინა. ცოტნემ კი თვალი ვეღარ მოხუჭა. ვერ ხვდებოდა რა ემართებოდა. ამ ასაკში ისევ 18 წლის ბიჭივით იქცეოდა . არაფერი შეეძლო, უძლური იყო მის წინაშე.
ათასი პრობლემა ჰქონდა, უამრავი გეგმა უნდა შეესრულებიმა რომ მასთან ყოფნა და ნამდვილ ცხოვრებაში დაბრუნება შესძლებოდა. იბრძოდა და არც აპირებდა დანებებას. ყველაფერს გააკეთებდა რომ ნამდვილად დაბრუნებულიყო იქ სადაც მისი ადგილი იყო...
მზე ახალი ამოსული იყო რომ დაურეკეს . ნახევრად მძინარემ უპასუხა და წამსვე გამოფხიზლდა
_უნდა ჩამოხვიდე ... ოფისში შემოვიდნენ და ყველაფერი დაარბიეს..ბიჭები დაჭრილები არიან. ჩამოდი თორემ ყველას დავბრიდავ გეფიცები
_ბიჭებს მიხედე რატი ... ხვალ მანდ ვიქნები
ისევ წავიდა, აეროპორტში მისვლამდე უყურებდა კლინიკის ეზოში შესულ ლიზას. მანქანის სადგომზე ვიღაც კაცი გამოელაპარაკა და ერთად დაიძრნენ კლინიკისაკენ. წელზე წამით მიდებული ხელი მშვიდად რომ მოიშორა და ცივი მზერით რაღაც უთხრა კაცი უკან დარჩა ის კი ისევ იმ ტემპით დაიძრა შენობისკენ. კაცმა გაიცინა , ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და კარში გაუჩინარდა.
სხვა ვითარებაში გაარკვევდა კაცის ვინაობას, მაგრამ ახლა არ ეცალა. უფრო არეული განწყობით გაფრინდა ქვეყნიდან და კიდევ ერთხელ დატოვა ელიზაბეტი.











🤎დაკარგული დრო🤎Where stories live. Discover now