🤎6-7🤎

658 23 2
                                    

კლინიკის იუბილე იყო და ახალმა მფლობელმა მმართველთან ერთად დიდი წვეულების მოწყობა დაგეგმა. ყველა იყვნენ მიწვეულები .რა თქმა უნდა მორიგე ვინ არ იქნებოდა იმ დღეს იმათ გარდა . ბატონი გივი თავის რესტორანში აწყობდა წვეულებას.
თავისუფალ დროს ყველა კაბას არჩევდა და მოკლედ დიდი ფუსფუსი იყო რამდენიმე დღით ადრე.
წვეულების დღეს დაიწყო ლიზამ მზადება..მოუწესრიგებელი გამოჩენა არ სჩვეოდა და საკმაოდ კარგადაც გამოიყურებოდა. მინიმალისტურ სილამაზეს ანიჭებდა უპირატესობას. თითქოს უბრალო იყო და სწორედ ამაში იყო ყველაზე დიდი ხიბლი.
კოლეგებს მიესალმა, იმ მაგიდასთან შეჩერდა სადაც მისი მეგობრები იყვნენ კომპლიმენტები არ დაიშურა და ისიც შეამკეს ათასი ლამაზი სიტყვით. შემდეგ ბატონი ვახტანგიც ეწვია, უფროსმა ხარბი მზერა შეავლო ლიზა კი სრულიად მშვიდად იდგა და ჩვეულებისამებრ მოკლედ პასუხობდა.
შემდეგ ბატონი ირაკლი დაინახა ანასთან ერთად და მათკენ დაიძრა
_აქ რას აკეთებთ?
_ლიზიკოო შენ გეძებდი ახლა ... რა ლამაზი ხარ ?
_შენც ძალიან ლამაზი ხარ ანუშკი , არ გელოდით აქ
_რომ ჰკითხო დეტექტივი იქნებოდა და ის არ იცის რო ამდენი მეტრეველი არ ვართ და ყველა ნათესავები ვართ
_რა ვიცოდი ნათესავი თუ იყავი და აქ თუ იქნებოდი
_ბიძაჩემია გოგო , აქამდე როგორ არ იცოდი ეგ
_არ გითქვამს და ჭორიკანა ქალივით ხომ არ გეტყოდი მეტრეველი გივი შენი ნათესავი ხომ არაა_თქო
_ ბიძაა ... მამასავითაა რა . ნახევრად მასთან და ასმათისთან მაქ გატარებული. წამოდი გაგაცნო გოგო იცოდეს ყველამ რა "კრიშა" გყავს
_არანორმალური ნუ ხარ..
რაში ჭირდება ელიზაბეტს შენი დახმარება
_ანიკო ვიხუმრე რა იყო ამ ბოლო დროს ძალზედ აგრესიული გახდით ძვირფასო არადა არაფერს ვიშურებ განწყობის ამაღლებისთვის_ჩუმად უთხრა და ხელზე აკოცა .
გივი და ასმათ მეტრეველები თავად მივიდნენ მათთან. კაცმა თბილად ჩაიკრა გულში ძმისშვილი და რძალიც
_სად დაიკარგე ბიჭო.. აქ უნდა მენახე ?
_ხან შენ არ ხარ ხან მე არ მცალია ...ბიცოს ვნახულობ სამაგიეროდ
_თქვენ კლინიკის ექიმი ხართ ალბათ ხომ? _ქალბატონი ელიზაბეტს დააკვირდა და ღიმილით მიმართა
_დიახ, ელიზაბეტი ..
სასიამოვნოა
_ქირურგია ასმათ... საკმაოდ წარმატებული და ძლიერი ქირურგია
_სასიამოვნოა შვილო ...ასეთი ლამაზო და ჭკვიანი ექიმის გაცნობა
_გმადლობთ _ ისევ გაუღიმა. ქალს უცნაურად ლურჯი თვალები ჰქონდა. სევდისფერი იყო , მაგრამ მაინც ნაცნობი ლურჯი ელფერი დაჰკრავდა. ერთ დროს ულამაზესი ქალი იქნებოდა ასმათი, მაგრამ დარდისაგან უფრო მეტად დასტყობოდა ასაკი. შავით დაეფარა სხეული , თავზეც ლამაზად ჰქონდა მოხვეული თვლებით მორთული შავი თავსაბურავი . დადებით ემოციებს ასხივებდა და ირაკლისთან მისი დამოკიდებულება კიდევ უფრო მოსწონდა. ანასაც თბილი ღიმილით უცქერდა . მათთან დიალოგი საკმაოდ სასიამოვნო აღმოჩნდა. ქალმა თავისთანაც კი მიიპატიჟა, თუ შეძლებ აუცილებლად მეწვიე ანასთან ერთად ყავაზეო .
საღამოს დასასრულს ირაკლისთან და ანასთან ერთად დატოვა რესტორანი .
_რა დაემართა მათ შვილს? არასდროს გიხსენებია
_არ მიყვარს იმ ამბის გახსენება და იმიტომ .... არ აქვს მნიშვნელობა შენთვის. წავედით , შემოგვიარე ხოლმე გეგა ხშირად გკითხულობთ
აშკარად ზედმეტად დასევდიანდა, ანასაც არაფერი უთქვამს. ერთმანეთს დაემშვიდობნენ და მანქანებისაკენ დაიძრნენ.

🤎დაკარგული დრო🤎Where stories live. Discover now