თვალებს ვერ უჯერებდა,იატაკი სისხლით იყო მორწყული.ჯონგუკი დაბლა ეგდო,ძალა გამოცლილი და ჩურჩულით იძახდა "გაიქეცი ჯიმინ".
მასთან ახლოს ვიღაც ბიჭი იყო,ეშვები კისერში ჩაესო და ხელს ძლიერად უჭერდა. თავში მხოლოდ ერთი სიტყვა ტრიალებდა...ვამპირი.
უნდოდა რამე ეღონაა,უნდოდა რაიმე გაეკეთბინა მის შესაჩერებლად. გონება იბრძოდა,მაგრამ სხეული დამორჩილებას არ აპირებდა.ერთ ადგილას გახევებულიყო,ერთადერთი რისი დაყვირებაც მოახერხა ეს იყო
-ჯონგუკ,არა!
ვამპირმა მზერა ჯიმინზე გადაიტანა,ჯონგუკს მოშორდა და მისკენ გასაოცარი სისწრაფით დაიძრა.
ალბათ ეს მათი აღსასრულია,შანსი არ აქვს...არაფრის გაკეთბას აზრი არ აქვს,ისევე როგორც მათ მომავალს. არადა რამდენიმე წუთის წინ ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო დედამიწის ზურგზე,ახლა...ახლა კი...ნეტავ რამდენი წამი დარჩა სანამ ყელს გამოღადრავენ?
ის-ის იყო,ვამპირს ჯიმინის სისხლის გემო უნდა გაესინჯა,რომ მის თავთან გასროლის ხმა გაისმა. ტყვიამ ვამპირი ფეხში დაჭრა,მაშინვე შეცბუნებულმა უკან დაიხია,ჯონგუკს ხელში აიყვანა და სიბნელეში გაუჩინარდა.
ჯიმინი აგილზე გაქვავებულიყო,ვერაფერს გრძნობდა.
მის უკან სამი,თმის ღერიდან ფეხის ტერფამდე შეარაღებული ბიჭი იდგა,ერთნაირი ფორმებით.
ერთერთმა მადგანმა გადამცემში თქვა "ძებნილი ვამპირი სანაპიროსკენ გაიქცა,თან ოცდაათ წლამდე მამაკაცი გაიტაცა ,რომელიც რთულ მდგომარებაშია,დამხმარე რაზმი გვჭირდება"-ნამჯუნ შენ ამ ბიჭთან დარჩი და დაიცავი,დანარჩენები კი მომყევით!-მათ ოთახი დატოვეს.
ჯიმინი სახეწაშლილი,
თვალმოუშორებლად უყურებდა იმ ადგილს სადაც ჯონგუკი იწვა -დამშვიდდი,მე დაგიცავ
-სად წაიყვანა,სად არის...
YOU ARE READING
მზის ჩასვლამდე ერთი წამია❂🌣❂(მეორე ნაწილი)
Fantasy✦ვამპირებზე მონადირე ჯიმინი ფიქრობს,რომ ბედისწერამ უკვე დაასრულა მასთან თამაში,მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, ზებუნებრივი არსებების ფარულ სამყოფელზე,რომელიც მას კიდევ ერთ,დიდ გამოცდას უქადის.✦ ტკივილი,ეს ცოცხლების პრივილეგიაა რომელიც კარგახანია დავკარგე...