§.•'¨'°÷•..× ❾ ×,.•'¨'°÷•..§

108 19 45
                                    

აუარება ყმუილისა და ღრენის ხმა ისე მალე დაატყდა თავზე როგორც მისი მეგობრის ყვირილი

-გაიღვიძე!, წყეულმა სისხლის მსმელებმა ისევ იპოვეს ჩვენი ბანაკი

ძილის მომგვრელი ბურუსი ნებართვის გარეშე ეცლება მის სხეულს და სრული პანიკა ისაკუთრებს ორგანიზმს,ხმები ნელნელა მისკენ მოიწევენ და შეუპოვრად უპირისპირდებიან ჯერ კიდევ დაბინდულ ცნობიერებას

-ჯიმინ!, გამოფხიზლდი! აქეთკენ მოდიან,ჩვენიანებს უნდა დავეხმაროთ და თავი დავიცვათ!

სიტუაცია, რომელიც გაუგებარი იყო სადაცაა მისწვდა ხანგრძლივ მეხსიერებას და ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა...ომია!...გვიტევენ!...
ჩვენი ბანაკი აღმოჩენილია!...უნდა ვიბრძოლოდ!.
მხოლოდ საკუთარი ხმა ჩაესმოდა ახალბედა მაქციას და მთელი ძალით ცდიობდა მის წინ მყოფი ფერმკრთალი არსებისთვის კისრის მოგრეხვას.

რაოდენობრივად ვამპირები ჯაბნიდნენ,მიუხედავად იმისა,რომ ბევრი მაღალი რანგის მაქცია იყო გარშემო ეს სრუილიად უშედეგო აღმოჩნდა.

არც იცის რამდენი დრო გავიდა,მაჯების ტკივილი ახსენებს,რომ უკვე თითქმის თენდება და ატყობს,რომ ენერგიის ზღვარზეა,მეტი აღარ შეუძლია,მაქციები აგებენ,უმეტესობა მკვდარია...ირგვლივ უიმედობასთან ერთად სისხლის სურნელიც სუფევს,რომელიც ისე ურევს გულს სიკვდილს ანდომებს,ჯინი თვალთახედვიდან დაკარგა..იქნებ უკვე მკვდარია?...თეჰიონისთვისაც არ მოუკრავს თვალი...ამდენი ძალა იმიტომ დახარჯა,რომ საბოლოოდ ასე დაასრულოს?,ამდენი რამ იმიტომ გამოიარა,რომ ბოლოს შუაგულ ტყეში დაუმარხავი მოკვდეს?...აღარაფერს აქვს აზრი,ბოლო მაინც ერთია...სიკვდილი.

დანებების ზღვარზე მყოფმა იგრძნო როგორ უჭერენდნენ ცივ ხელებს კისერში,მოწინააღმდეგეს ხელი მაჯაში ჩაავლო მაგრამ იმ წამსვე ჩამოუვარდა,ყველაფერი დასრულდა...ამ დროს ნაცნობი ხმა ჩაესმის

მზის ჩასვლამდე ერთი წამია❂🌣❂(მეორე ნაწილი)Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz