••¤('×[¤ 11🔞¤]×')¤••

112 16 53
                                    

უკვე ოცდაათჯერ სცადა დაწყევლილი საკეტის გაღება,მაგრამ საბოლოოდ ყოველივე ამაო იყო. ბრაზ მორეულმა კედელს მუშტი უთავაზა და ერთდროულად გაისმა ძვლისა და გისოსების ღრჭიალი,იმ განსხვავებით, რომ გაბზარული ძვალი განაგრძობდა რეგენერაციას ხოლო გისოსები იმავე ადგილას იდგა სადაც ადრე,არანაირი ძვრა...ეს ხომ სპეციალურად მაქციებისთვისაა შექმნილი და მისი გატეხვა შეუძლებელია.

იცის,ძალიან კარგად იცის მაგრამ უმოქმედობისგან შესაძლოა გაგიჟდეს,ჯობია ამის მცდელობაში გალიოს დრო,ვიდრე ხელები ჩამოუშვას და მწერებივით მოფუთფუთე ფიქრებს მისცეს უფლება თავს დაესხან.

უთხრან,რომ მისი ბრალია...წუთიერ აფეთქებას ნება დართო აქ გამოემწყვდიათ,ეს რომ არა თეჰიონს უპრობლემოდ იპოვიდა და დააბრუნებდა. ახლა კი მისი ფეთქებადობის დამსახურებით უკვე ერთი დღეა მასზე არაფერი სმენია,ერთი დღეა რაც მისი ასავალ-დასავალი უკვალოდ გაქრა,ერთი დღეა მისი სასიამოვნოდ ბოხი ხმა არ მისწვდომია სმენის ორგანოს და იმაზე უფრო ენატრება ვიდრე ოდესმე წარმოედგინა,რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა. ამდენი ხნის დატყვევებული გრძნობები,რომელსაც საღი აზრი წამდაუწუმ უარყოფდა,როგორც იქნა კარგად შედუღაბდა და მთლიან გონებაში გაჯდა,სხეულშიც კი მყარად გაიდგა ფესვები და მიხვდა,იმ საზარელი ამბის შემდეგ ასე მალე რატომ დაიწყო ჯონგუკთან შეხვედრა...თავადაც ეუცნაურა,რომ ეს ძალიან მალე მოხდა არადა ასეთ რამეებთან ადაპტირება ყოველთვის მისი სუსტი მხარე იყო.

უბრალოდ ერთი ადამიანი მეორით ჩაანაცვლა,რადგან საზარელ ფიქრების მარწუხებში მოქცეულს აღარ გაეღვიძა,აღარ მოესმინა ის ხმა თავში,რომელიც ადანაშაულებდა იმ გრძნობების არსებობისთვის რაც მეგობრების მკვლელთან აკავშირებდა,იცოდა,რომ ეს ყოველი მხრიდან არასწორი იყო და უბრალოდ დინებას მიჰყვა,პირველივე შესაძლებობისთანავე დაქორწინდა როდესაც ეს არასდროს ჰქონია გეგმაში,თითქოს ეს სტატუსი უფრო მეტად აარიდებდა არასასურველ გრძნობებს და ისე ჩაითრია ამაში სხვა ადამიანი წამით არ უფიქრია,ისე დაიწყო ახალი ურთიერთობა ძველის იარისაგან არ იყო განკურნებული და ამან სხვები და პირველ რიგში ისევ საკუთარი თავი დააზიანა.

მზის ჩასვლამდე ერთი წამია❂🌣❂(მეორე ნაწილი)Where stories live. Discover now