★¸.•☆•.¸★ 6 ★⡀.•☆•.★

145 19 17
                                    

ყრუდ მომავალი ხმაური აღვიძებს,თვალებს ძლივს-ძლიობით ახელს. ჰგონია ეს საზარელი ხმები მისი სიზმრების გადმონაშთია მაგრამ არა,ეს ახლაც ჩაესმის და ვერ ხვდება თუ საიდანაა მისი სათავე.
სახლის ყველა კუთხე-კუნჭულს ამოწმებს...მარტოა,სრუილად მარტო,რაც კიდევ უფრო აძრწუნებს.

მონადირის ინსტიქტი კარნახობს,რომ საქმე სავალავლოა ამიტომ იარაღების საწყობში შედის თავიდან ტერფამდე იღჭურვება იარაღით. საგულდაგულოდ ჩაკეტილ კარის საკეტს თვალის დახამხამებაში ტეხავს და კუპრისფერ წყვდიადში უჩინარდება.

მთავარი გზისკენ აქვს აღებული გეზი,რაც უფრო მიიწევს მისკენ მით უფრო იზრდება შემაძრწუნებელი,ტკივილით შემუსრული ბგერები. მძაფრი სისხლის სურნელს აქედანვე გრძნობს და ნაბიჯს უჩქარებს.

ღამის კუნაპეტ საფარველში გახვეული ფიჯვნარიც განაბულია საშინელების მომლოდინე.

როგორც იქნა მიუახლოვდა იმ ადგილს,ახლაღა გამოიკვეთა ღრენისა და ყვირილის ხმები. ერთი ნაბიჯიც და თვალწინ საზარელი ხედი გადაიშალა,ისედაც დამძიმებულმა ჰაერმა მოძრაობა შეწყვიტა,თითქოს ფილტვებიდან ბოლომდე ამოტუმბულიყო.

ნამდვილი ზებუნებრივი ბრძოლის ველი გამართულიყო,მაქციები და ვამპირები ერთმანეთს თავს გაშმაგებით ესხმოდნენ,ბალახს თითქოს ფერი ეცვალა და კამკამა მწვანედან,მძაფრ ბორდოსფერში გადაზრდილიყო.დაჭრილი სხეულებიდან გამოდევნილი სისხლის თითეული წვეთი შეეთვისებინა.

თვალებმა გაფაციცებით დაიწყეს მოძრაობა სასურველი სახის დანახვის მოლოდინში,ათრთოლებული თითები ხმლის ტარს ისე უჭერდა ლამის წასძრობოდა,ბოლო იმედის ხავსს ეჭიდებოდა როდესაც ნანახმა ძარღვებში სისხლი გაუყინა.

უზარმაზარ სერ მგელს ჯონგუკის მხარში კბილები ჩაესო და გაშვებას არ აპირებდა,ისევე როგორც ჯონგუკი დანებებას.
-ჯონგუკ!-იყვირა ბოლო ხმაზე,იარაღი მოიმარჯვა და მის დასახმარებლად ბრძოლის ველზე გაიჭრა.

ცოტაც და მასთან გაჩნდებოდა რადროსაც ცხელი ქშენა იგრძნო კანზე რასაც უმალვე საშინელი ტკივილი მოჰყვა,რომელიც მთელს სხეულზე გამეფდა.იარაღი მოიქცნია თუმცა მთელი ენერგია გამოსცლოდა და სამიზნემდე ვერც მიაღწია.

რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ჯონგუკისკენ,უნდოდა მისთვის დაეძახა მაგრამ ხმა არ ემორჩილებოდა,სხეულში უჩვეულო სიმძიმე იგრძნო თითქოს უდაბნოს მცოცავ მიწაში ყოფილიყოს გახვეული,რომელც ყოველ ჯერზე უფრო ღრმად ფსკერისკენ ექაჩებოდა.

ყურები დაგუბებოდა,ბრძოლიდან გამოწვეული ხმაური ისე ჩაესმოდა ვითომ ეს ყველაფერი მის გვერდით კი არა შორეულ მანძილზე ხდებოდა.

ტკივილი საშინელმა წვამ შეცვალა...
სინათლე ნაცრისფერმა ბურუსმა...
იმედი სასოწარკვეთამ...

ბოლოჯერ გაიწვდინა ხელი ჯონგუკისკენ,რომელიც ვერ ამჩნევდა.პირი შეხსნა თუმცა მხოლოდ ხავილი აღმოხდა.

ნელნელა ყველაფერი გაქრა: მხედველობა,გულისცემა და მათ შორის ტკივილიც.

მზის ჩასვლამდე ერთი წამია❂🌣❂(მეორე ნაწილი)Wo Geschichten leben. Entdecke jetzt