მთელი ღამის განმავლობაში ვერ შეძლო თვალის მოხუჭვა.რაიმეზე ღელავდა?,მოუსვენრად იყო?,ცუდი წინათგრძნობა?,თუ ახალი სხეულის შეუგუებლობა...კონკრეტული მიზეზი არ ყოფილა,უბრალოდ მისმა თვალებმა დახუჭვაზე უარი განაცხადეს და მომლოდინედ გასცქეროდნენ ხედს ფანჯრიდან.
წინასთან შედარებით მისი თავი ფიქრებისაგან დაჩუტულიყო და იქ სიჩუმეს დაესადგურებინა,რაც ცოტათი ეუცნაურებოდა,და თან მოსწონდა,რომ თავში ზედმეტად ხმები აღარ ისმოდა.გარიჟრაჟისას ნაცნობი ყმუილი მოესმა,ზუსტად ისეთი როგორც ჯინთან პირველი საუბრისას.
როგორც ახსოვს ეს იმას ნიშნავს,რომ თიჯეი შეკრებას ითხოვს ამიტომ სახლიდან გადის.რადროსაც დამაბუჟებელი სიცივე ეგებება და სასიამოვნოდ აგრილებს სხეულს,ეცინება იმაზე თუ როგორ უწყობს ფეხს მაქციათა ჩვეულებებს და ისე მიიჩქარის იქითკენ,თითქოსდა დიდი ხანია ხროვის განუყოფელი ნაწილი იყოს.იმავე ადგილას იყრის ყველა თავს,თიჯეი შუაში დგას და ყველა მოსულს სათითაოდ თვალს აყოლებს,ზოგი ძილისგუდა კი ცოტათი აგვიანებს ამიტომ ლიდერი სიტყვის დაწყებას არ ჩქარობს სანამ ბოლომდე არ შეგროვდებიან,ამასობაში კი ჯინი გამოჩნდა თვალთახედვის არეში და ომახიანად შესძახა
-შენთან წამოვედი,რომ კრებაზე გამეფრთხილებინე მაგრამ არ დამხვდი,ასე თუ გააგრძელებ სამაგალითო მაქციის ჯილდოს დაიმსახურებ
-ვცდილობ მაქციობას ფეხი ავუწყო,თან მაინც არ მეძინა ასერომ პირდაპირ აქეთკენ წამოვედი...დილაადრიან ატარებს ხოლმე კრებებს?
-მხოლოდ მაშინ თუ საბრძოლო მოქმედებებისთვის ვემზადებით.
თიჯეიმ საუბარი დაიწყო,რამაც ერთმანეთში მოსაბრე მაქციების გაჩუმება გამოიწვია.-როგორც იცით ხვალ ახალ შეტევას განვახორციელებთ,თითოეული თქვენგანის ძალა დამჭირდება რადგან დაწყებული ბოლომდე მივიყვანოთ,არ დაგავიწყდეთ რისთვის ვიბრძვით!,განცხრომით ძილის დრო არაა,სრულ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ,ამიტომ დილით ვარჯიში არავის გაწყენთ,შეგიძლიათ მეწყვილეს პოვნა დაიწყოთ.
YOU ARE READING
მზის ჩასვლამდე ერთი წამია❂🌣❂(მეორე ნაწილი)
Fantasy✦ვამპირებზე მონადირე ჯიმინი ფიქრობს,რომ ბედისწერამ უკვე დაასრულა მასთან თამაში,მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, ზებუნებრივი არსებების ფარულ სამყოფელზე,რომელიც მას კიდევ ერთ,დიდ გამოცდას უქადის.✦ ტკივილი,ეს ცოცხლების პრივილეგიაა რომელიც კარგახანია დავკარგე...