ერთი წლის შემდეგ
დამღლელი სამუშაოსა და ცხელი შხაპის შემდეგ,საწოლში ჩაწვა...ძილი არ ეკარებოდა,ზუსტად ერთი წელი გავიდა იმ დაწყევლილი დღიდან და ზუსტად ისე გრძნობს თავს,როგორც იმ მომენტში. ერთი წლის წინ ამ დღეს ეგონა,რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანი იქნებოდა მთელს მსოფლიოში და სწორედ ამავე დღეს საბოლოოდ დარწმუნდა,რომ ეს შეუძლებელია.
ჯონგუკის ნაჩუქარი საქორწინო ბეჭედი ამოიღო.პირველად მოუნდა თითზე გაეკეთებინა, მაგრამ მასწავლებელმა კარი შემოუღო,ჯიმინმა სწრაფად შეინახა ის ჯიბეში.
-ვამპირი ერთ ადამიანს თავს დაესხა!
-სად?!
ჯიმინი მარტო გაემართა შემთხვევის ადგილისკენ,რადგან ჩათვალა,რომ ერთს თავადაც გაუმკლავდებოდა.
ძალიან სწრაფად მივიდა ადგილზე.ვამპირი ჯერ კიდევ იქ იყო,მაგრამ მსხვერპლი აღარსად ჩანდა.
მის ქცევაში უცნაურობა შეიმჩნეოდა,ის გარშემო გაფაციცებით იყურებოდა. ამოწმებდა ვინმე იყო თუ არა მის გარშემო,როგორც წესია ასე არასდროს იქცევიან.
ჯიმინი ამან დააეჭვა და უკან დაედევნა.
ვამპირმა მთავარ გზას გადაუხვია,ისეთი ჩიხებით სარგებლობდა რაზეც ჯიმინს წარმოდგენაც არ ჰქონდა,არადა წამოსვლისას ყველა შესაძლო მდებარეობის რუკა ჩაუტვირთეს.
დიდხნიანი სიარულის შემდეგ ისინი კედელთან აღმოჩნდნენ,ვამპირმა კედელს ხელი მიადო...რამაც მისი შუაზე გაყოფა გამოიწვია და ვამპირი შიგნით გაუჩინარდა.
'აშკარად ჩვენთვის უცნობი სამალავია,არ მესმის ოფისში ეს როგორ გამორჩათ'-გაიფიქრა ჯიმინმა და სანამ კედელი დაიხურებოდა შიგნით შევიდა.
მის თვალწინ გასაოცრად ლამაზი ბუნება გაიშალა,ეგონა თავი ნაკრძალში ამოყო.
"საკმაოდ დიდი ტერიტორიაა,ცოტა არ უნდა იყვნენ."-გაიფიქრა
უეცრად,მის ახლოს მოძრაობა შენიშნა... იარაღი გაამზადა და იქვე ბუჩქნარში ჩაიმალა.
YOU ARE READING
მზის ჩასვლამდე ერთი წამია❂🌣❂(მეორე ნაწილი)
Fantasy✦ვამპირებზე მონადირე ჯიმინი ფიქრობს,რომ ბედისწერამ უკვე დაასრულა მასთან თამაში,მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, ზებუნებრივი არსებების ფარულ სამყოფელზე,რომელიც მას კიდევ ერთ,დიდ გამოცდას უქადის.✦ ტკივილი,ეს ცოცხლების პრივილეგიაა რომელიც კარგახანია დავკარგე...