-ჯიმინ,გაიღვიძე
ძლივს აღწევს მზრუნველი ჟღერადობა მის ყურამდე
-აქედან უნდა წახვიდე
გუშინდელი ღამის მოგონებები ფრაგმენტებად უვლის მეხსიერებას,"ეს წარმოუდგენელია",უელვებს თავში და თვალებს მყისიერად ახელს,მაშინვე თეჰიონს აწყდება მზერა,რომელიც შებოჭილი აღარაა და ჯიმინს ტანსაცმელს აწვდის.
-ჯონგუკი სადღაც წავიდა,სანამ დაბრუნდება აქედან უნდა წახვიდე
-მარტო არ დაგტოვებ!-ტანსაცმლის ჩაცმას შეუდგა
-წამლის ზემოქმედებამ გამიარა,ამიტომ მე მოვუვლი
-შენგან მოვლასა და მზურნველობაზე უარს არ ვიტყოდი-გასმა ხმა თეჰიონის ზურგს უკან,სანამ ის რაიმე რეაგირებას მოახერხებდა იქამდე ჯონგუკმა მთელი ძალით ხელი კრა და კელედს მიანარცხა,ისე რომ ბზარი გაჩნდა.
თეჰიონმაც არ დააყოვნა გამძვინვარებული ნახევრად გარდაქმნილი სხეულით გაემართა მოწინააღმდეგიაკენ და მისი გულთან დაჭრა მოახერხა.
ჯიმინმა დრო იხელთა,თავის აღჭურვილობებიდან ერთ-ერთი დიდი ზომის ტრანკვილიზატორი აიღო და როდესაც ჯონგუკი თეჰიონისგან თავს იცავდა,მაშინ ჩაასო არტერიასთან,რამაც ჯონგუკს მოქმედებები შეუზღუდა და საგრძნობლად შეანელა,ისე იყო თვალებს ძლივს ახელდა.
თეჰიონმა ბრჭყალები შეამზადა და მისკენ დაიძრა,სადაცაა ყელს გამოჭრიდა,რომ ჯიმინი გადაუდგა წინ
-გთხოვ საკმარისია,ამით ისედაც მოკვდება.აქედან წავიდეთ
-ასე ვერ დავტოვებ,უნდა დავრწმუნდე,რომ დამსახურებული მიიღო
-კი მაგრამ...
ამასობაში ღონე მიხდილი ჯონგუკი,სანამ საბოლოოდ გაითიშებოდა ნელნელა მიხოხდა აღჭურვილობის ყუთთან.ხელყუმბარა აიღო და თეჰიონს დაუმიზნა,თუმცა სანამ ისროდა ხელში აუფეთქდა
ESTÁS LEYENDO
მზის ჩასვლამდე ერთი წამია❂🌣❂(მეორე ნაწილი)
Fantasía✦ვამპირებზე მონადირე ჯიმინი ფიქრობს,რომ ბედისწერამ უკვე დაასრულა მასთან თამაში,მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, ზებუნებრივი არსებების ფარულ სამყოფელზე,რომელიც მას კიდევ ერთ,დიდ გამოცდას უქადის.✦ ტკივილი,ეს ცოცხლების პრივილეგიაა რომელიც კარგახანია დავკარგე...