Terrifier night

670 38 3
                                    

📌ძალიან დიდი თხოვნაა, რომ რედაქტირების სრულ დასრულებამდე არ წაიკითხოთ💗 ფიკში ბევრი რამე იქნება შეცვლილი და მერე ხელახლა გადაკითხვა რომ არ მოგიწიოთ💗
📌რედაქტირებულია მხოლოდ ის თავები, რომლებთაც სათაური ინგლისურად აწერია. და თუ ძალიან გინდათ, ისინი შეგიძლიათ წაიკითხოთ💗🔥

****

- ღმერთო, რა დამღლელიააა... - ამოიწუწუნა ჰეჯინმა და პლანშეტში დახატულ პერსონაჟს ბოლოჯერ გადახედა ღიმილით. შემდეგ გამორთო და ტელეფონში სამსახურის განცხადებებს გადაავლო დაღლილი თვალები.

"დამლაგებელი- არა."
"მიმტანი- არა, არ მინდა."
" მზარეული- მითუმეტეს არა!"
" მინდა ჩემი ნიჭის შესაფერისი სამსახური ვიშოვო!"

წუწუნებდა ჰეჯინი თავისთვის, როცა მოულოდნელად წააწყდა კიდევ ერთ განცხადებას.

" 📢 ყურადღება! 📢
📌თუ გაქვს პროგრამირებისა და DIGITAL ხატვის ნიჭი, მაშინ
"CB GAMES" -ი გელოდება!
თუ თქვენ გიყვართ თანამედროვე ტექნოლოგიები,
ფლობთ ინგლისურ და სხვა უცხო ენებს, გეხერხებათ ხატვა და გაქვთ ფანტაზიის უნარი, მაშინ ეს მაღალანაზღაურებადი სამსახური სწორედ თქვენთვისაა!
📌დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ინსტაგრამ გვერდზე!
👉🏻 _cb_games. 👈🏻"

ჰეჯინი:

ეს არის ის, რასაც ვეძებდი. ჩემს მომავალს ზუსტად ამ სამსახურში ვხედავ.
შუაღამე იყო, მაგრამ მაინც მივწერე დეტალების გასარკვევად მათ გვერდს.
პირობების შესახებ" ადმინთან" ზუსტად მოვილაპარაკე და მომდევნო დღისთვის დამიბარეს კონსულტაციაზე.

*****

მეორე დილა გათენდა თუ არა მაშინვე წამოვხტი საწოლიდან და საათს დავხედე. არ მაგვიანდებოდა, რადგან მაღვიძარას 2 წუთით დავასწარი გაღვიძება.

მშვიდად გავემზადე, ვისაუზმე და ჩემს ესკიზებს ძალიან დაკვირვებით გადავავლე თვალი. შემდეგ პლანშეტი ჩანთაში ჩავდე, ყავისფერი პალტო მოვიცვი და სახლიდან გავედი.

მკვლელიდან - მცველამდე📢რედაქტირების პროცესშია📢Where stories live. Discover now