9

282 30 6
                                    

Hyunjin

თვალი მოვკარი ქალს რომელიც შვილთან ერთად სკამზე იჯდა და იღიმოდა. ის ბიჭი ცოტათი მგავდა.
ფიქრები მაშინ გამეფანტა როცა ჰეჯინმა იქაურობას აჩქარებული ნაბიჯებით მომაცილა.
სახლში დავბრუნდით.

ჰეჯინი ცოტა გაფანტული იყო. რაღაცაზე ფიქრობდა.

Haejin:

- ჰიონჯინ. მგონი ქუჩაში დედაშენი ვნახე.

- რა?! მეხუმრები?!-ცინიკურად შემეკითხა.

- არა! მაშინ როცა შენს ძველ სახლში ვიყავით ახალმა მეპატრონეებმა ზუსტად ისე აღწერეს როგორც ის ქალი გამოიყურებოდა ქუჩაში რომ ვნახე.

- თუ იმ ქალზე ამბობ ჩვენს გვერდითა სკამზე რომ იჯდა, მას შვილი ახლდა.

- ის ბიჭი გგავდა! ნამდვილად თვითმარქვია იყო!

- რაში დასჭირდებოდა იმ ბიჭს ამის გაკეთება?

- მემგონი იმ განგსტერის მოგზავნილია და დედაშენი საბრთხეშია.

- უსაფუძვლო ეჭვებია! - დაიღრიალა და ოთახში შევარდა.

პირველად დამიყვირა. იდიოტი! როგორ ბედავს?!

Niki & gangster

-დღევანდელმა დღემ კარგად ჩაიარა. არაფერი იეჭვა.

- კარგია ესე გააგრძელე!-კმაყოფილი ჩანდა განგსტერი.

- როდემდე უნდა გავაგრძელო ეს თამაში?

- უკვე მოგბეზრდა? - დაიღრიალა და ვისკის ჭიქა მაგიდაზე დადო.

- არა ბატონო უბრალოდ გასამრჯელო უნდა ავიღო და იაპონიაში სასწრაფოდ დავბრუნდე.

- საქმე ბოლომდე მიიყვანე და მერე სადაც გინდა იქ წადი! ახლა კი მომწყდი თავიდან!

Niki:

ვერ ვიტან ამ კაცს! რა საშინელებებს მაკეთებინებს. მაგრამ უნდა ავიტანო და მერე დედასთან იაპონიაში დავბრუნდები.

ხვალ ისევ უნდა შევხვდე ქალბატონ ნაეონს. ისევ უნდა მოვატყუო.

მკვლელიდან - მცველამდე📢რედაქტირების პროცესშია📢Where stories live. Discover now