10

267 30 3
                                    

Haejin:

მის ჩახუტებაზე მთელს სხეულზე ცეცხლი ამეკიდა. მაგრამ მე ისეთი ხასიათი მაქვს რომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლო და ადამიანი უნდა ჩავჭრა კამათში. ვერ მოვუთმინე, მოვიშორე და მივახალე:

- ჩემზე რომ ტლიკინებ გატაცების ღამეს რა მითხარი დაგავიწყდა?!

- რა გითხარი? - დაბნეულად გამოიყურებოდა. სახე აუწითლდა, ეტყობოდა რომ ახსოვდა. მაგრამ უკეთ შევახსენე:

- იმ ღამეს როცა გითხარი რომ ფულის სანაცვლოდ გაგეშვი, შენ მიპასუხე „ფული არ მჭირდება, შენ მჭირდებიო". ამაზე რას იტყვით?!

ისე იყურებოდა თითქოს ენა ჩაუვარდა, სახეზე ეტყობოდა რომ საშინლად უხერხულად იყო. მაგრამ ბოლოსდაბოლოს ძლივს ამოთქვა:

- მე ე..ეგ არ მითქვამს! არასწორად გახსოვს.

- შენი აზრით მოხუცი ვარ რამე რომ უცებ დამავიწყდეს ან არასწორად გავიგო?

- კარგი რა... არ ვიცი როგორ მოვიქცე და რას ვამბობ ხშირად არ ვუკვირდები. მაგრამ ეგ რაც გითხარი მართალი იყო, მართლა მჭირდება შენნაირი მხიარული ადამიანი ჩემს გვერდით.

- ჰონჯინ!

- გისმენ...

- უბრალოდ თქვი რომ გიყვარვარ.- მომღიმარი სახით ვუთხარი და მის თვალებს დავაკვირდი.

- მიყვარხარ! - მითხრა და ძლიერად ჩამეხუტა.

Niki:

რა გავაკეთო თუ ჰიონჯინი ჩემი ძმა აღმოჩნდა?! იმ განგსტერს რომ ვუღალატო დედას მომიკლავს.
ძალიან დიდ საბრთხეში არიან ისინიც და მეც.

ფიქრებში ჩაფლულს ტელეფონის ზარმა აზრზე მომიყვანა.
განგსტერი მირეკავდა.

- იმ ქალს როდის მოიყვან?

- ბატონო ჯერ დრო მჭირდება ასე უცებ არ შემიძლია.

- დროს ზეგ საღამომდე გაძლევ!

- ძალიან ცოტაა!

- თუ გინდა რომ დედაშენი მალე ნახო უნდა დამემორჩილო! - მითხრა და გამითიშა.

მკვლელიდან - მცველამდე📢რედაქტირების პროცესშია📢Where stories live. Discover now