Mother Of Killer

301 33 23
                                    

ორი დღე გავიდა. განგსტერი თანდათან მოთმინებას კარგავდა. უნდოდა რაც შეიძლებოდა მალე ეძია შური მამის მკვლელზე.

ღამის ათი საათი იყო. განგსტერის კაბინეტის კარზე მოკრძალებულად დააკაკუნეს.

- შემოდი! - გასძახა განგსტერმა.

კაბინეტში თეჯუ შემოვიდა. უფროსის წინ დადგა და თავი დაუკრა.

- მოდი გამოვიცნობ, - წამოიწყო განგსტერმა. - ვერაფერი გაარკვიეთ, პატარა კვალსაც ვერ მიაგენით და ახლა ვითომ დანაშაულის გრძნობით შეწუხებული, დგახარ ყლესავით!

თავდახრილ ბიჭს გულზე ცეცხლის ალივით მოედო ბატონის შეურაცხმყოფელი სიტყვები. იმდენად გაბრაზდა, ალბათ ყურებიდან ბოლს გამოუშვებდა მალე.

- არა, ბატონო. - თითქმის ჩურჩულით ამოთქვა და თავი ასწია. გაცოფებულს როცა შეხედა, სხეულში დენმა დაუარა. წამით ინანა კიდეც შეპასუხება.

- რა თქვი? - მრავალმნიშვნელოვნად ჰკითხა განგსტერმა. ფეხზე წამოდგა,  ხელები ხის, სამუშაო მაგიდას დაადო და წინ გადმოიხარა.
- გიმეორებ, რა თქვი? - უფრო გასაგებად ჰკითხა.

- ყველაფერი ისე არ არის, როგორც თქვენ თქვით.- ამოთქვა თეჯუმ და ამოისუნთქა.

- როგორ? რამეს მიაკვლიეთ? - ძლივსშესამჩნევად გაეღიმა განგსტერს.

- ის ბიჭი მაფიოზის გაზრდილია!-მტკიცედ უპასუხა ბიჭმა. საკუთარი მიღწევით ამაყობდა, გულში ეღიმებოდა.

- რომელი მაფიოზის? - მიხვდა, უფროსის ინტერესი გამოიწვია.

- "სათაგურის" ლიდერის!

განგსტერს სახეზე ღიმილმა ისევ გადაურბინა. ტყავის სავარძელში ისე ჩაჯდა, მაგიდაზე დაწყობილი ხელები არ აუწევია.

- "სათაგური" ! - წამოიძახა და გადაიხარხარა.

- იცნობთ? - ჰკითხა თეჯუმ.

მკვლელიდან - მცველამდე📢რედაქტირების პროცესშია📢Where stories live. Discover now