Escape

357 36 3
                                    

- თუ ჩემი მოკვლა არ გინდა მაშინ გამიშვი!

- მე გითხარი, რომ ჯერ არ მინდა... მერე ვნახოთ. მე უსასყიდლოდ არაფერს ვაკეთებ.

- სანაცვლოდ რა გინდა? ფული?

- არა, ფული არ მჭირდება.

- აბა რა გინდა?

- რას შემომთავაზებ?- მაცდური ხმით შემეკითხა და უკან მობრუნდა.

- რა? რას გულისხმობ?

- შენ რაც იფიქრე იმას.

- გარყვნილო ნაბიჭვარო! - გავბრაზდი და ისე დავუკივლე, რომ ოთახში გავრცელებულმა ჩემმა ხმამ მეც კი შემაშინა.

- დაფიქრდი. შემიძლია აქ სამუდამოდ ჩაგკეტო.

-  გავიქცევი!

- მოგაგნებ! და თავს არ დაგანებებ სანამ იმას არ მივიღებ რაც მინდა!

- დამპალო! საზიზღარო! - ვაღიარებ, ჩემს ნერვებზე თამაში გამოუვიდა.

ამის შემდეგ ერთი სიტყვაც არ უთქვამს, უბრალოდ ჩაიღიმა და ოთახიდან გავიდა.

არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. რამე ისეთი გაქცევის გეგმა მჭირდებოდა რომ ის მე სხეულზე არ შემხებოდა.

საწოლიდან წამოვდექი და ოთახის დათვალიერება დავიწყე.
რამე ეგეთი უნდა მეპოვა, რომ კარის გაღებაში დამეხმარებოდა. მაგრამ დიდი ძიებით თავის შეწუხება საჭირო არც კი იყო. ოთახში მხოლოდ ერთი მაგიდა, ერთი საწოლი და საწოლთან სკამი იდგა.

ერთი იმედი დარჩა- ჩემს წინ კარი იყო. უნდა მენახა ამ კარის უკან რა ხდებოდა.
კარი შევაღე, გვერდზე შუქის ჩამრთველი ვნახე და ავანთე.

ეს ოთახი საპირფარეშო აღმოჩნდა. არაფერი განსაკუთრებული იქ არ იყო.  უკან გამოვბრუნდი და ისევ საწოლზე დავჯექი. იქვე მიფენილი პლედი ტანზე მოვიხვიე და თვალები დავხუჭე... მაგრამ რად გინდა? მთელი ღამე არ მომასვენა იმაზე ფიქრმა, თუ როგორ გავქცეულიყავი ამ სახლიდან. ნორმალურად არ მიძინია. რაზე არ ვიფიქრე, მაგრამ ბოლოს მაინც არ მომწონდა არცერთი გეგმა.

მკვლელიდან - მცველამდე📢რედაქტირების პროცესშია📢Where stories live. Discover now