8

280 28 3
                                    

"რატომ დამესიზმრა?" - ეს კითხვა უტრიალებდა ჰიონჯინს თავში მთელი ეს ხუთი დღე.
როცა იხსენებდა იმ საზარელ სიზმარს, გული უჩქარდებოდა, ბურძგლავდა...

ჰეჯინს ბიჭის მდგომარეობა აკვირვებდა. ის კი ახსოვდა როგორ დაიყვირა ჰიონჯინმა იმ დილით "დედა!".

"აშკარად იმის ბრალია, რომ წინა ღამით წარსულის გახსენება ვთხოვე." - თავს იმშვიდებდა გოგო.

- მაშინ რა თქვი? ორ კვირაში განგსტერი სხვაგან მიემგზთვრებაო, არა? - სიჩუმე ჰეჯინმა დაარღვია.

- კი. - მოკლედ უპასუხა ჰიონჯინმა.

- მერე შემეძლება სახლში დაბრუნება?

- ამას რატომ მეკითხები? - დაეჭვდა ბიჭი. არ მოეწონა ეს კითხვა.

- ისე, უბრალოდ. - ღიმილით სცადა ჰეჯინმა სიტუაციის განმუხტვა.

- ჩემთან ყოფნა აღარ გინდა?

- რაა?! - გაოცდა გოგო. - მე უბრალოდ დამალვა აღარ მინდა. - ხმაში განაწყენება დაეტყო.

სიჩუმე ისევ ჩამოწვა. ჰიონჯინი უხმოდ იჯდა სავარძელში და ერთ წერტილს არ აშორებდა თვალს. ჰეჯინი მის გვერდით ჩამომჯდარიყო, მოშორებით. ელოდებოდა, როდის ამოიღებდა ბიჭი ხმას.

- ეს ბოლო დრო სულ ჩაფიქრებული ხარ. - ბოლოს სიჩუმე მაინც ჰეჯინმა დაარღვია.

- მე? არა. - უარყო, მაგრამ არადამაჯერებლად.

- ვისზე ფიქრობ? - პირდაპირ ჰკითხა გოგომ. ჰიონჯინისგან პასუხი რომ ვერ მიიღო, დაამატა -დედაზე?

- ს-საიდან მიხვდი?

- მგონი ხუთი დღის წინ რაღაც კოშმარი დაგესიზმრა და მაშინ გავიგონე, "დედა" დაიყვირე. თუ გინდა არ ვისაუბროთ ამ თემაზე...

- მირჩევნია ვისაუბროთ.

მკვლელიდან - მცველამდე📢რედაქტირების პროცესშია📢Where stories live. Discover now