Kidnapping

378 37 6
                                    

იმ ღამით კარებზე არც ზარის ხმა გამიგია და ახლომახლო არც ნაბიჯების ხმა. მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ მკვლელმა ჩემი სახე დაინახა.

****

გაცეცხლებული კაცი გარდაცვლილის გვამს ჯერ კიდევ ურტყამდა წიხლებს გამწარებით.
შმდეგ გაჩერდა. ღრმად ამოისუნთქა და დაცვას უბრძანა, რომ ცხედარი მოეშორებინათ.

- თეჯუ!- გასძახა განგსტერმა. - სასწაფოდ მომიყვნე გამოცდილი და ძლიერი მკვლელი. მინდა ვიღაც მოვაკვლევინო.

- კარგით ბოს. მაგრამ სხვა რაში გჭირდებათ? ჩვენ ვერ შევძლებთ?-იკითხა მაღალმა ბიჭმა, კისერზე დრაკონის ტატუთი.

- ჩვენი საქმე ცუდადაა... ყველა უკვე კარგად გვიცნობს. ამიტომაც ჯობია ერთი პატარა ძუკნას მოკვლა ამჯერად სხვას დავავალოთ...

- კარგი, ბატონო. მალე ვიშოვით შესაფერის კაცს, რომელიც ამ საქმეს მოგვიგვარებს.

დაახლებით ერთ საათში მკვლელიც მოვიდა. ახალგაზრდა, მაღალი ბიჭი იყო. სახის ნახევარს შავი ნიღაბი უფარავდა. მისი ლამაზი, მელიასავით თვალებით სერიოზულად იყურებოდა. სრულიად შავებში იყო გამოწყობილი, რაც მას იდუმალებას მატებდა.

- თქვენ დამიბარეთ? - ჰკითხა ბიჭმა განგსტერს და მოსაცმელის ქუდი მოიხადა, რა დროსაც მისი ქერა, კისრამდე თმებიც გამოჩნდა.

- დიახ, მე დაგიბარე. ვიღაც უნდა მოკლა.

- აბა სხვა რაზე უნდა გნდომოდათ ჩემთან შეხვედრა. - ჩაეცინა ქერა ბიჭს. - მსხვერპლის ფოტო და მისამართი მჭირდება.

- კარგი ეგ პრობლემა არ არის. ჩემმა ბიჭებმა უკვე გამოიძიეს იმ გოგოზე ყველაფერი.

- გოგო? - თითქოს გაიკვირვა ქერამ.

- დიახ. - სიცილით დაუდასტურა კაცმა. ამ მომენტში რა თქმა უნდა სიბინძურეებზე გაეფიქრა.
- როგორც გინდა ისე მოკალი. ამას იარაღით იზამ, დანით თუ სხვა საშუალებებით ჩემთვის სულ ერთია.

მკვლელიდან - მცველამდე📢რედაქტირების პროცესშია📢Where stories live. Discover now