უსაქმურთა ქუჩა

286 16 18
                                    

ყოველთვის გაქცევა...
ყოველთვის თავის დაღწევა...
ყოველთვის მანძილის პოვნა, საბოლოოდ კი, თვალების დაჭყეტა და რეალობასთან შეჯახება.

ალბათ უკვე გეცოდებათ კიტე, მაგრამ დამიჯერეთ, მის თავზე მეტად არავის ეცოდება საკუთარი თავი.

ალკოჰოლიკი მამისგან თავის დაღწევა, არ ყოფილა მისთვის მარტივი. ამას მისი ცრემლები, სტრესი, თავდაუზოგავად სწავლა, სისხლი და ოფლი გააყოლა.

საწყალს ეგონა, რომ მისგან გაქვევით თავს უკეთესად იგრძნობდა. ეგონა, რომ ამით ყველაფერს მოაგვარებდა და დაალაგებდა, მაგრამ ცხოვრებამ ან უფრო საკუთარმა თავმა, სიურპრიზი ისევ გაუკეთა და ჩაფლავდა.

 ჩაფლავდა საწყალი კიტე, ჩაფლავდა.

აღმართს მიუყვება, მიაჩანჩალებს მის ფეხებს, ტყავის გაცრეცილ ჩანთას, დარდებს და უაზრო ფიქრებს სიკვდილზე, სუიციდზე, მაზოხისმზე და ტკივილზე რაც გულში აქვს. რომელსაც სახელსაც ვერ არქმევს. ან რა დაარქვას?

ხის პატარა სახლებს თვალს არ ავლებს, მაგრამ ისეთი შეგძრნება აქვს თითქოს ისინი შეისწავლიან. ალმაცერად უყურებენ, როგორც მამამისი და მაგიდის ჩვარად თვლიან, რომელიც იმ გზაზე მილასლასებს რაც მისთვის შექმნეს. გზა უსაქმურებისა...

რამდენჯერ სცადა ცხოვრების თავიდან დაწყება, ვერც მოთვლის. ძილის წინ ფიქრობდა, რომ მეორე დღეს ადგებოდა, ჯანსაღად ისაუზმებდა, ირბენდა, აბაზანას მიიღებდა და ბედნიერი გაუდგებოდა სკოლის გზას, მაგრამ ეს ახლაც არ მომხდარა. მაშინაც კი, როდესაც უნივერსიტეტის გზაზე მიიკვლევს გზას. მთელი ცხოვრება ამას ებრძვის, უდარდელ ცხოვრებას, მაგრამ მის ცხოვრებაში ბევრი "მაგრამ" იჩენს თავს და ნებდება.

მაგრამ მამამის ხომ არ მოსწონს, როდესაც მეგობრებთან ატარებს დროს?!

მაგრამ მამამის ხომ არ მოსწონს და სულ ლანღძავს, როდესაც კარგად აცვია და თავს უვლის?

𝑳𝒊𝒇𝒆 𝒔𝒕𝒂𝒓𝒕𝒊𝒏𝒈 𝒇𝒓𝒐𝒎 𝒕𝒉𝒆 𝒊𝒅𝒍𝒆 𝒔𝒕𝒓𝒆𝒆𝒕Where stories live. Discover now