𝘨𝘳𝘦𝘦𝘯 𝘍𝘶𝘯𝘨𝘰𝘯

82 11 13
                                    


სხეულზე წვიმის კვალი ჯერ კიდევ ეტყობოდა კიტეს. მისი ქერა ხვეულებიდან ჩანჩქერივით მოედინებოდა წყალი და მთელს ტანზე მიიკვლევდა გზას. ბიჭს ამის გამო, სხეული უთრთოდა სიცივისგან. მართალია, ზაფხული იყო, მაგრამ წვიმიანი ამინდები მაინც ცივია იტალიაში, მითუმეტეს გვაინი ღამის ნიავთან ერთად. ჩანთაში ერთადერთი სვიტრი რაც მოეპოვებოდა ძვლის იპოვა და საწოლზე დააგდო. პერანგის ღილების შეხსნა აკანკალებული ხელებით ძვლივს მოახერხა და მისი პატარა ჯიბიდან გადარჩენილი სიგარეტის ღერები ამოაწყო. შორტები და საცვლები გაიხადა, გასაშრობად მიფენილი პირსახოცი საწოლის თავიდან მოხსნა და მთელი სხეული გაიმშრალა. ყვითელი ლამპიონების ფონზე, მისი სხეული შეათვალიერა ჩაბნელებული ოთახის სარკმელში და ნასვრეტებიანი სვიტრი გადაიცვა. მკლავებიდან მაჯეებამდე ჩამოიწია და ცერა თითები, სპეციალურად გახეულ ადგილებში გაუყარა. წვიმის წვეთების ყურებაში ცხელი სასმელიც ისურვა გონებაში, მაგრამ სამზარეულოში ჩასვლის რატომღაც მოერიდა, ამიტომ სიგარეტის ღერს გადაწვდა, სარკმლის რაფაზე ჩამოჯდა და მისი კვამლი ფილტვებამდე ჩაუშვა. ირგვლივ კი, ისეთი სიმშვიდე იყო, კიტე ცოტა არიყოს და, შეაშინა კიდეც.

სიგარეტი რომ ჩაწვა, ნაცრისფერი სვიტრის ბოლოები, უფრო დაქაჩა ფეხებამდე და თითქმის სახვლები დაიფარა. ცოტათი შემშრალი თმაც აიჩეჩა, კარადი თავზე დაკეცილი პლედი გადმოიღო და საწოლს გადააფარა. მანამდე კი, სველი ტანსაცმელი სააბაზანოში შეიტანა და კალათში ჩაყარა. ხის იატაკზე ფეხშიშველი სიარულის გამო, ტერფები გაეყინული ჰქონდა და როგორც კი ჩაწვა საწოლში, შვება იგრძნო. ცხვირი ბოლომდე ჩარგო საბანში და ზურგშიც კარგად შემოიკეცა პლედი.

ფანჯრის მხარეს არ დაწოლილა, მაგრამ მაინც სასიამოვნოდ ესმოდა წვიმის წვეთები როგორ ეცემოდნენ მიწას და დამამშვიდებელ ხმებს უშვებდნენ.

დილით კიტეს ეგონა, რომ ყველაფერი სამას სამოცი გრადუსით შემოატრიალეს, რადგან წვიმიანი ამინდის მაგივრად კაშკაშა და მხუნვარე ამინდი დახვდა, სიმშვიდის მაგივრად კი, სამზარეულოდან ამოსული ჩოჩქოლი. ეგონა ყურებში ჩაქუჩებს ურტყამდნენ და აიძულებდნენ ამისთვის გაეძლო, მაგრამ ამის გაძლება იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე ეგონა, ამიტომ სიცხისგან ჩხუთულმა წამოდგა თუ არა პლედი საწოლის ბოლოში მოისროლა.

𝑳𝒊𝒇𝒆 𝒔𝒕𝒂𝒓𝒕𝒊𝒏𝒈 𝒇𝒓𝒐𝒎 𝒕𝒉𝒆 𝒊𝒅𝒍𝒆 𝒔𝒕𝒓𝒆𝒆𝒕Where stories live. Discover now