ραѕт

108 10 49
                                    


კიტე ჩამოშლილი შინაგანი სამყაროს შეწეპებას ისე ცდილობს, როგორც არასდროს. მის თავს აიძულებს, ალეკოს კლანჭებს თავი დააღწიოს, მაგრამ სარკმელზე სიგარეტის მოწევისას, მაინც აწვება გონებაში და გულში მამამისის ყველა დარტყმა. ყველა ის ადგილი ეწვის, სადაც ოდესმე შეხებია, ის მონსტრი. ხერხემალი ჰგონია რომ შუაში გადაუტეხეს, ყველა ნეკნი ჩაუმტვრიეს, ყბა მოუნგრიეს, ხოლო მისი კიდურებისგან არაფერი დატოვეს, მხოლოდ გული და გონება, რომელიც აიძულებს ყველაფრის გახსენებას, თვალის სახვევის მოხსნას და რეალობასთან შეჯახებას. ბიჭი სიგარეტს რაფაზე წვავს, ხელებს შიშველ სხეულზე იხვევს და საწოლში წვება.

მართალია, მატიასს უთხრა რომ მასთან არაფრის ეშინოდა, მაგრამ როდესაც იაზრებს რა მოხდებოდა, მაშინ თუ ალეკო გაიგებდა რომ კიტე გეი იყო, სხეულში კანკალი იტანდა და ცრემლებში იხჩობოდა. როგორი რთული ყოფილა, მისი გენების გაქრობა ორგანიზმიდან, როგორი რთული ყოფილა ალეკოს კლანჭების იარების მოშუშება...

გულის აჩქარებას და მის მკერდში ხტუნვას ისე მიეჩია რომ რეაქციაც აღარ აქვს, არც ხელებს იჯვარედინებს მის დასაწყნარებლად და არც მუცელზე წვება, უბრალოდ უფლებას აძლევს მთელი ორგანიზმი დაუნგრიოს და ბიჭი გამოფიტოს. საწოლში იკუნტება, ფეხის თითებს ერთმანეთში ხლართავს და ხელებს პირზე იქამდე იფარებს, სანამ ბოლომდე არ ამოითქვამს სულს და ყელში წვას არ იგრძნობს. ისეა, თითქოს ეს ყველაფერი ყოველ ღამე რომ არ გააკეთოს, ისე მეორე დღე არ დაუდგება, მაგრამ მასაც ხომ ეს უნდა?!

ეს უნდოდა, მაგრამ ახლა, მეორე მხარეს უკვე მატიასი ჰყავს. ბიჭი, რომელსაც თვეებია თვალებს ვერ აშორებს, ყველა მის მოძრაობას აკვირდება და ცდილობს გონებაში სამუდამოდ გამოკეტოს. ოთახიდან გამოსვლისას, თვალებით სულ მას დაეძებს და როდესაც, მისი მხედველობის არელაში ჩნდება, მშვიდად ფშვინავს. არასდროს უახლოვდება, უბრალოდ აკვირდება. დაკვირვება ხომ ყოველთვის იზიდავდა და იდუმალს აჩენდა... მატიასი ის წერტილია, რომელსაც ჰგონია რომ უნდა მოეხვიოს, მის დინებას მიჰყვეს და ბოლოს, სადღაც მაინც იპოვნის სიმშვიდეს.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jul 26, 2022 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

𝑳𝒊𝒇𝒆 𝒔𝒕𝒂𝒓𝒕𝒊𝒏𝒈 𝒇𝒓𝒐𝒎 𝒕𝒉𝒆 𝒊𝒅𝒍𝒆 𝒔𝒕𝒓𝒆𝒆𝒕Where stories live. Discover now