𝘌𝘵𝘦𝘳𝘯𝘪𝘵𝘺 𝘰𝘧 𝘦𝘺𝘦𝘴

76 9 15
                                    


დილით სახლში კარის მოჯახუნებით შემოვარდნილი ალეკო, ბოლო ხმაზე ღრიალებს და კიტეს ოთახის კარს ისე გლეჯს, რომ ბიჭი გულგახეთქილი ახელს თვალებს და მამამისის ალკოჰოლისგან ჩაწითლებულ თვალებს დაბნეული უყურებს, რომლებიც უძილობისგან და ალკოჰოლისგან დაძარღვული და სისხლისფერი იყო.

-სულ როგორ უნდა გეძინოს, ნაბიჭვარო. -ალეკო თვალებში არ უყურებდა, მაგრამ ამას კიტე ვერც შეამჩნევდა, რადგან თავდახრილი და თვალებაცრემლიანებული იდგა მის წინ. ისიც ვერ გაანალიზა, როდის ადგა საწოლიდან და როგორ დადგა მის წინ.

-გამოაეთრიე და ყავა გამიკეთე. -ალეკო თითქმის გასვლას აპირებს, მაგრამ უკან ტრიალდება. -კიდევ არ დამაძახებინო.

კიტე ცრემლებს საშუალებას აძლევს მისი კანის უჯრედებს შეუერთდეს და ჩუმად სლუკუნებს. გულში საშინელ წვას გრძნობს და ხელებს მკერდის გარშემო იხვევს. საწოლთან იკეცება, მიყრილ ტანსაცმელს იცვამს და თვალების მშრალებით სამზარეულოში შედის.

მადუღარას იღებს და ხვდება რომ ისევ ტირილს იწყებს, ამიტომ ყურადღებას არ აქცევს და ჩუმად მტირალი ყავას აკეთებს. როგორ ყრის ყავას და შაქარს, და როგორ ასხმას მას წყალს ვერ იგებს. ერთ ადგილას გაუშეშდა თვალები და ცრემლად იღვრება. საბოლოოდ, რაღაც ძალას პოულობს და ყავით ალეკოსთან გადის.

𝑳𝒊𝒇𝒆 𝒔𝒕𝒂𝒓𝒕𝒊𝒏𝒈 𝒇𝒓𝒐𝒎 𝒕𝒉𝒆 𝒊𝒅𝒍𝒆 𝒔𝒕𝒓𝒆𝒆𝒕Where stories live. Discover now