მსგავსად, როგორც შენ.

139 13 55
                                    


ახალ სამყაროსთან მარტო დარჩენილი კიტე, უფრო მეტად იჭერს თვალებზე სახვევს. იცის, რომ მხოლოდ მშიშარა ადამიანები ხუჭავენ თვალებს და ამით ცდილობენ დროის შეჩერებას. რასაც რეალურად ვერ შეძლებს, მაგრამ საბედნიეროდ, იმ კადრებს ვეღარ აღიდგენს გონებაში, რაც ასე სტკენს. ისიც იცის, რომ საცხოვრებლის შეცვლით ვერაფერს გახდება, მაინც იგივე კიტედ დარჩება და ვერაფერს შეცვლის, მაგრამ უნდა სცადოს, საკუთარ თავს კიდევ მისცეს შანსი და ცხოვრება გააგრძელოს, როგორც ამას მის წარმოსახვაში გეგმავდა. კიტეს მოსწონს საკუთარ წარმოსახვაში ცხოვრება და ვერ იტანს, იმ ადამიანებს ვისაც წარმოსახვის უნარი არ აქვთ, ასე ხომ თავს იტანჯავენ და სამყაროს რეალური თვალებით უყურებენ. სულელები... ასეთი ადამიანები არ ცდილობენ თავისუფლებას, კიტეს კი ნამდვილად არ სურს მათ რიგებში ყოფნა.

აეროპორტის დიდი ფანჯრებიდან გარემოს უყურებს, აკვირდება, შეისწავლის და მის უბის წიგნაკში იხატავს. მისი არქიტექტურული ჩვევები აქაც იჩენს თავს, ამიტომ დიდ დროს უთმობს ჩანახატის კეთებას და უკვე ფანჯარასთან მდგარი ვეღარც კი ამჩნევს, მზის სხივები როგორ ახურებენ მის კანს და თავის ქალას. მაინც ასრულებს მუშაობას, ხელს რომ თმაზე ისვამს, მტკივნეულად იშორებს და თითებს დაჰყურებს, რომელიც ფანქრის ჭერისგან და ფურცელზე ჩრდილების კეთებისგან გაშავებოდა. ისეთი შეგრძნება ეუფლება თითქოს ტაფიდან ზეთის შხეფები შეესხა და ცოტა ხანში სასტიკად ასტკივდება, მაგრამ საბედნიეროდ, ეს სიმხურვალე რამდენიმე წუთში ავიწყდება და შემდეგ რკინის სკამებისკენ მიიწევს. ადგილს კი, მისი ზურგჩანთის გვერდით იკავებს. თავს სკამის უკან წევს, თვალებს ხუჭავს, სიგრილეში ისვენებს და დიდ მონიტორზე მისი ფრენის დროს აკვირდება .

კვლავ მუსიკებს უსმენს, ყურადღებას არ აქცვეს მის წინ მოსიარულე ხალხს, არც მის გვერდით მჯდომებს, მხოლოდ მის ფეხსაცმელებს დაჰყურებს, რომლებსაც სიძველე უკვე შეპარვოდათ და გახუნებულიყნენ, მაგრამ კიტეს ასეთი ეფექტით უფრო მოსწონს, ამიტომ არასდროს არ ცდილობს, ახალი ფეხსაცმლის ყიდვას, სანამ ძირი არ გაუცდება. სინამდვილეში ეს ალეკოს ფეხსაცმელებია და რეალურად, მისთვის ახალი წყვილი არასდროს შეუძენია. თან ალეკო მის ფეხსაცმელებში ძვირს იხდიდა, ბოლოს კი, როცა მობეზრდებოდა კიტეს მიუგდებდა და ირონიულად გადასძახებდა
- "ბედნიერებაში" -ო.

𝑳𝒊𝒇𝒆 𝒔𝒕𝒂𝒓𝒕𝒊𝒏𝒈 𝒇𝒓𝒐𝒎 𝒕𝒉𝒆 𝒊𝒅𝒍𝒆 𝒔𝒕𝒓𝒆𝒆𝒕Where stories live. Discover now