Promise

76 10 8
                                    



სანაპიროს ზოლზე, მკვეთრად მოჩანს თოლიების გუნდი. რომლებიც წყალზე ტივტივით ნებივრობენ და სათევზაო გემების გვერდით ბადის ამოშვებას ელოდებიან, რადგან იქიდან თავ დაძვრენილ თევზებს მალე წაავლონ ნისკარტი და ზედმეტი ძალისხმევა არ დახარჯონ მათ მოპოვებაში. ამაში ნამდვილად ჭკვიანები არიან, იმდენად ჭკვიანები რომ იმაზე მეტს იღებენ მოთმენით, ვიდრე მტაცებლობით.

კიტეს თვისებებშიც შედის - მოთმენა, სიმშვიდე, დამკვირვებლობა მაგრამ ამას არასდროს მოუტანია მისთვის რაიმე უპირატესობა. ეს უფრო პირიქით ხდებოდა. როდესაც კლასში კამათი ჰქონდა, მისი სიმშვიდით ბევრს აგებდა, რადგან ყველას ეგონა რომ ის სუსტი იყო, რეალურად კი, კონფლიქტებს ვერ იტანდა. არადა ბუნებაში უნდა ჰქონოდა, ეს ცხოველური ყიჟინა, რომ როგორმე გამკლავებოდა ჯერ მამამისს შემდეგ კი სხვებს. სამწუხაროდ, ამის ძალაც არ ჰქონდა. ყველა იმ მითითებას რასაც ალეკო აძლევდა ხმა ამოუღებლად აკეთებდა, ყველა მის უაზრო შენიშვნას იტანდა და ბოლოს, კარგ ხასიათზე მყოფ ალეკოს, უღიმიდა კიდეც. ეგონა ახალი ფურცლიდან დაიწყებდნენ, ეგონა ალეკო შეიცვლებოდა მაგრამ ყოველ ჯერზე შეცდა.

შეცდა კიტე, შეცდა.

როდის მერე იყო, რომ ადამიანები იცვლებოდნენ?

ან როდის მერე იყო, რომ ისინი კანს იცვლიდნენ?

ეს რომ გაიაზრა უკვე გვიანი იყო.

ძალიან გვიანი...

უეცრად მისი ფიქრები გონებიდან იდევნება, რადგან გრძნობს მის გვერდით მჯდომი ბიჭი როგორ სხარტად ხტება ადგილიდან, შორტებს იხდის და საცვლების ამარა წყალში როგორ ხტება.
კიტე ვერც აანალიზებს ბიჭი ასე სწრაფად, თითქმის თვალის დახამხამებაში წყალში როგორ აღმოჩნდა და თვალებს აქეთ-იქით აცეცებს. ხედავს, როგორ იფარება წყლის ზედაპირი თეთრი ქაფით და ჩაყვინთული ბიჭის გამოჩენას გამალებით ელოდება. რამდენიმე წამში ხედავს, მატიასის მოქნილ ტერფებს რომელიც წყლის ტალღებს აპობს და გარშემო ფანტავს. კიტე კიდევ ცოტა ხანს აკვირდება და როდესაც ბიჭი ყვინთავს, ეცინება. სულ სხვა მხარეს ელოდა ბიჭის ამოყვინთვას, მაგრამ აქაც შეცდა.

𝑳𝒊𝒇𝒆 𝒔𝒕𝒂𝒓𝒕𝒊𝒏𝒈 𝒇𝒓𝒐𝒎 𝒕𝒉𝒆 𝒊𝒅𝒍𝒆 𝒔𝒕𝒓𝒆𝒆𝒕Where stories live. Discover now