𝘍𝘢𝘭𝘭𝘪𝘯' 𝘪𝘯𝘵𝘰 𝘺𝘰𝘶𝘳 𝘰𝘤𝘦𝘢𝘯 𝘦𝘺𝘦𝘴

76 10 55
                                    

ადამიანებს ჭექა- ქუხილი და ელვა აშინებთ, თუმცა, უცნაურია, კიტე მათში სიმშვიდეს პოულობს. საბოლოოდ, ხომ შესძლოა სამყაროს აღსასრული დადგეს, რასაც დიდი ხანია ნატრობს. თითქოს გაიჭედა და არ იცის, აქედან როგორ გააღწიოს. ალბათ, ამიტომ ნატრობს ყველაფერის დასრულებას.

ჭექა- ქუხილმა უმატა, გაოგნებული ნინა კი, სართულებზე მძიმედ დაიარებოდა და აივნებზე გაფენილ ტანსაცმელს სწრაფად კრეფდა. კიტე საწოლში არ ექანებოდა, მაგრამ გრძნობდა მის გვერდით ბიჭი როგორ ღრმად სუნთქავდა...

ცაში ერთი გრუხუნი და ყველგან სიბნელემ დაისადგურა. შეწყდა ნინას ფეხების ბაკუნი და ელვამ უფრო უმატა. მხოლოდ ელვის სინათლე თუ ანათებდა ოთახს წამიერად და კიტეს, საშუალებას აძლევდა მატიასის ზურგი ცოტა ხნით შეესწავლა. შემდეგ მისკენ გადაბრუნდა, გაუაზრებლად ხელი ყელთან მიუტანა. თითებით კეფაზე ამოსულ ბეწვს წაეთამაშა და ხერხელმლის ზოლზე ჩამოატარა.

-გთხოვ, ამას ნუ აკეთებ. -ბალიშში თავჩარგულმა მატიასმა ძვლივს გადააბა სიტყვები, მაგრამ კიტეს მტევნებს მაინც აძლევდა მოძრაობის საშუალებას. -კიტე... -ბიჭმა მისი სახელი ისე ღრმად წარმოთქვა, ამჯერად ქერას მთელ ტანში გასცრა და გადმოტრიალებულ ბიჭს თვალებში ჩააშტერდა. -ვერ ხვდები რას აკეთებ არა? -მატიასი ყურთან ეჩურჩულება და შუბლზე ჩამოშლილ თმებს უკან უწევს. კიტე თავს მსუბუქად არხევს და ცრემლებს ხელის ზურგით იმშრალებს.

-მაპატიე, უბრალოდ...

-არაფრის ახსნა არ არის საჭირო. -ლოყაზე ეფერება უფროსი და გადატრიალებულ კიტეს ზურგით მუცელზე იკრავს. -დაიძინე და არაფერზე იფიქრო. -მხარზე კოცნასაც უტოვებს და ცდილობს დაიჯეროს რომ ბიჭს ჩაეძინა.

კიტემ არ იცის სად გაიჭედა, თუმცა უნდა რომ გათავისუფლდეს. უნდა, ბედნიერებას გრძნობდეს როდესაც გაიღიმებს და ამას ფარისევლად არ აკეთებდეს. უნდა, რომ ცხოვრებით დატკბეს. ამ ყველაფერზე, მატიასი მკლავებში ფიქრობდა და ბიჭისგან წამოსული დადებითი ენერგიის გამო, ძალას გრძნობდა. იმ ძალას, რომელიც ამას შეაძლებინებდა. თან მატიასის სუნთქვას ყურს უგდებდა და მისი ბაგეებიდან გადმოღვრილი თბილი ჰაერი, კეფაზე ეცემოდა, რაც ეღუტუნებოდა, მაგრამ თან სიამოვნებდა.


𝑳𝒊𝒇𝒆 𝒔𝒕𝒂𝒓𝒕𝒊𝒏𝒈 𝒇𝒓𝒐𝒎 𝒕𝒉𝒆 𝒊𝒅𝒍𝒆 𝒔𝒕𝒓𝒆𝒆𝒕Where stories live. Discover now