სამი სამეფო, ორი ადამიანი

80 9 9
                                    

პიროვნების შეცვლა ყოველთვის უწევდა კიტეს. ყველაზე საშინელი ის არის, რომ ამდენი როლის მორგების დროს, მისი რეალური თავი დაავიწყდა. აღარც იცის, რომელ მხარეს რა მოსწონს. არც ის, რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. ყოველთვის დილემის წინ დგება. როდესაც ერთი მხარე ეუბნება კის, მეორე დუმს, მესამე კი მკაცრ უარზეა. დაიღალა ამ ყველაფრით და უბრალოდ თავის დაღწევაც არ შეუძლია. დაწყებით კლასებში ყველა ლაღი, მხიარული და რა თქმა უნდა მეგობრულია. შემდეგ მოდის წლები, როდესაც უმეტესად გარდატეხა ხდება ჩვენში და სწორედ, მაინც და მაინც ამ დროს მიატოვა დედამისმა. ლაღი, მხიარული და მეგობრული კიტე, ჩანააცვლა - ჩუმმა, მდუმარემ და არაფრის მაქნისმა კიტემ. ამას ვერავინ ამჩნევდა, რადგან თავს მაინც აძალებდა გარშემო მყოფებთან მაინც შეენარჩუნებინა ყალბი ღიმილი და გრძნობები, მაგრამ საბოლოოდ რომ დაილაღა მაშინ აღმოჩნდა აქ, სწორედ მისი ქვეყნიდან კილომეტრებით დაშორებულ იტალიაში.

საუზმისთვის მადლობა გადაიხადა, დალურჯებული ფეხები ძვლივს გააბოტა სამზარეულოდან და ისევ მისი ოთახის კიბეებს აუყვა. ნამდვილად არ ჩამოსულა იტალიაში იმისთვის, რომ კულტურული ძეგლები და ღირშესანიშნაობები დაეთვალიერებინა. უბრალოდ ადგილს ეძებდა, მისი პიროვნების გასახსენებლად. მართალია, მანამდე ეგონა ქუჩებს მაინც დაათვალიერებდა, მაგრამ ამჯერად ამის თავიც არ აქვს. ოთახში ადის თუ არა, ისევ მზის სხივებს აკვირდება, რომლებიც იატაკზე ბზინვით იწონებენ თავს და სარკმლის რაფაზე დადებულ ტყავის ბლოკნოტს მოურიდებლად აჭერს მის მთუთქავ სხივებს. კიტე ხელში როგორც კი იღებს ბლოკნოტს, ძირში უვარდება. იმდენად გაცხელებულიყო ტყავი, ხელი დაეწვა და ინსტიქტურად ხელზე მსუბუქად იბერავდა ჰაერს. თავი ელზა ეგონა, რომელიც ერთი სულის შებერვით ყინავდა ყველაფერს. ამაზე ეღიმება, ჩრდილში დავარდნილ და ცოტა გრილ ბლოკნოტს ხელში იღებს და ოთახს ტოვებს. დროა ლამპიონებს დაუბრუნდეს ისევ...

𝑳𝒊𝒇𝒆 𝒔𝒕𝒂𝒓𝒕𝒊𝒏𝒈 𝒇𝒓𝒐𝒎 𝒕𝒉𝒆 𝒊𝒅𝒍𝒆 𝒔𝒕𝒓𝒆𝒆𝒕Where stories live. Discover now