1.1/ლისას ჩანაწერი

102 8 0
                                    

ნამდვილად არ ვაპირებ ჩემი საშინელი და საცოდავი ცხოვრების შესახებ მოგიყვეთ...ბოლოს და ბოლოს თავს მოგაბეზრებთ.მე ლისა ვარ,ერთი ჩვეულებრივი გოგონა 25 წლის.სეულში ვცხოვრობ,რაც არც ისე მეხატება გულზე...აქ ბევრს არ ვიცნობ გარდა ჩემი საუკეთესო მეგობრებისა.მათ პირველივე დანახვისთანავე თბილად მიმიღეს რამაც ძალიან გამახარა და თავდაჯერებულობის გრძნობა მომიმატა.

პირველი ჯისუა.ის ყველაზე უფროსია ჩვენიდან და ჩვენი "დედიკოს" როლს ასრულებს.არ ვიცი ასე როგორ შემაყვარა თავი.

შემდეგ ჯენია.ის ისეთი სექსუალურია,რომ მიკვირს დღემდე რომ არ ყავს შეყვარებული...(ჯენი რამდენი თაყვანის მცემელი გყავს ერთ-ერათს მიეცი შანსი!)

შემდეგი როზეა.როზე ყველაზე ტკბილი არსებაა ვინც კი ოდესმე მინახავს.როგორ ახერხებს იყოს ასეთი საყვარელი?მასზე უბრალოდ შემიძლია ვთქვა რომ შესანიშნავი ადამიანი და მეგობარია)))

და აი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ რის გამოც ამ ჩანაწერის წერა დავიწყე...ჩემს ცხოვრებაში არის ისეთი ბიჭი რომლის დანახვაზეც გული საგულედან ვარდება და ღრმად მიძინებული პეპლები ფორიაქით იღვიძებენ მუცელში.რატომ მემართება ეს?ყველაზე საშინელება კი ისაა რომ მგონი მან ჩემი არსებობის შესახებ არც კი იცის...(ხანდახან მგონია რომ ღმერთს ჩემი წამება სურს...)

Love & Suffering\\სიყვარული & ტანჯვა (დასრულებული)Where stories live. Discover now