დილით ოთხივეს ერთმანეთში გადახლართულებს გაგვეღვიძა. უნდა გენახათ რა სასაცილო სანახაობა იყო.
- ვაიმე, მემგონი კისერი გამიშეშდა - ამოიკნავლა ჯენიმ
- არაუშავს ჯენ, გადარჩები - სიცილიც მიუგო როზემ.
მე ჩემს ტელეფონს დავხედე. რამდენიმე ახალი შეტყობინება, ყველა ჯონგუკისგან
" სად ხარ? "
" ვნერვიულობ, რამე მომწერე "
" ცუდად ხომ არ ხარ? "
" რატომ არ მოდიხარ? "
" ერთი საათია აქ ვზივარ შენ კიდევ არ ჩანხარ "მისი ყველა შეტყობინება უპასუხოდ დავტოვე. დღეს არც ვაპირებდი კაფეში წასვლას და კი, ეს პირველი შემთხვევაა როდესაც კაფეში წასვლა არ მსურს.
ჩემი ოთახისკენ წავედი მოსაწესრიგებლად და კარზე კაკუნიც გაისმა.
- ჯისუ კარზე არიან, გააღე რააა
- ახლავე, ახლავე - კარს მიღმა ჯისუს ანერვიულებული სახით ჯონგუკი დახვდა. - ოჰ ჯონგუკ, აქ რამ მოგიყვანა?
- თეჰიონი სად არის? - კართან ჯენი მივიდა და გარეთ გაიხედა თეჰიონის დანახვის მიზნით, მაგრამ უშედეგოდ - სამწუხაროა, არადა ველოდებოდი...
ჯონგუკს გაეცინა, შემდეგ ოდნავ ჩაახველა და ლაპარაკი განაგრძო - იცი, სიმართლე გითხრა აქ ლისას გამო მოვედი. დღეს კაფეში არ იყო და ვნერვიულობდი, რამე ხომ არ სჭირს? ცუდად ხომ არ არის?
- არა, შემოდი, თავის ოთახშია, შეგიძლია შეხვიდე.
- ჯენ შეგი... - ოთახიდან გამოსულს ხო, ასეთი სანახაობა მხვდება და სასწრაფოდ ვბრუნდები ოთახში.
- ჯანდაბა, ოღონდ ეს არა! - გარედან ჯონგუკის ხმა კი უფრო აუარესებს ჩემს მდგომარეობას.
- რატომ მარიდებ თავს? გთხოვ დავილაპარაკოთ. რამე გაწყენინე? გთხოვ დამელაპარაკე პატარავ.
მე ცდუნებას ვერ გავუძელი და კარები გავაღე რადგან მიუხედავად იმასა, რომ არ მინდოდა ჯონგუკთან ერთად განსაზღვრული დროით ყოფნა, უზომოდ მენატრებოდა.
![](https://img.wattpad.com/cover/313102880-288-k542285.jpg)
YOU ARE READING
Love & Suffering\\სიყვარული & ტანჯვა (დასრულებული)
Romanceლისას და ჯონგუკის ჩანაწერები და მათი სიყვარულის ისტორია