ჩამობნელდა.ყველა დაღლილი იყო ამიტომ ერთმანეთს ტკბილი ძილი ვუსურვეთ და ჩვენ-ჩვენ ოთახებში გავნაწილდით.
ვერაფრით ვიძინებდი.თანაც სულ რაღაც 5 წუთის წინ ძლიერი ჭექა ქუხილი დაიწყო, მე კი ამის ძალიან მეშინოდა.გადავწყვიტე ჯისუსთან წავსულიყავი მაგრამ ოთახში შუქი ვერ ავანთე, შუქი წავიდა.ტელეფონი დამჯდარი მქონდა ამიტომ ვერაფრით გავანათე გზა.ოთახიდან ფრთხილად გამოვედი და ჯისუს ოთახს ძებნა დავუწყე.საბოლოოდ ვიპოვე და ჩუმად შევედი. ვიფიქრე არ გავაღვიძებდი და ჩუმად ჩავწექი საწოლში.
____________________________
როცა უკვე ძლივს ძლივობით ჩამეძინა, საშინლად დაიქუხა და ჯისუს მივეკარი, მაგრამ ეს ჯისუს სხეულს არ ჰგავდა... ეს უფრო კაცის სხეული იყო... მასაც გაეღვიძა და შემომხედა.
- რა... რა ხდება? რომელი ხარ? - ჯონგუკმა ეს თქვა და ჩემს ტანს შეეხო.
- ამ... ბოდიში... როგორი უხერხულია, ჯობს გავიდე - ვთქვი და სასწრაფოდ მოვშორდი ჯონგუკის სხეულს.
- ლისა... არ წახვიდე, ჩემთან დარჩი - თქვა და საწოლიდან წამოდგა.
- არა, ეს უცნაურია... დარწმუნებული ხარ? - ვკითხე და კარებთან გავჩერდი.
- კი, მინდა ჩემთან ერთად იყო
მე უსიტყვოდ მივედი საწოლთან, დავწექი და მაქსიმალურად ვეცადე ჯონგუკს არ შევხებოდი, თუმცა ის უკნიდან ჩამეხუტა.- ლისა, იცი დიდი ხანია რაც მომწონხარ...
- მართლა?
- კი, შენს გარეშე თავს მარტოდ ვგრძნობ, მინდა სულ ჩემთან ერთად იყო.- ჯონგუკ, მეც ძალიან მომწონხარ - ვთქვი და მისკენ გადავბრუნდი.
მან გამიღიმე და ძლივს ამოიღო ხმა: - რას ფიქრობ, ერთად ვიყოთ?
- კი! - ვთქვი და დილამდე მისი თბილი ხელები ჩემს წელს არ მოშორებია.
YOU ARE READING
Love & Suffering\\სიყვარული & ტანჯვა (დასრულებული)
Любовные романыლისას და ჯონგუკის ჩანაწერები და მათი სიყვარულის ისტორია