2 წლის შემდეგ.
- მხოლოდ მაშინაა ეს ბავშვი საყვარელი როცა სძინავს. - ვთქვი და დაქანცულმა ჩავაწვინე მირა საწოლში. შემდეგ პირველ სართულზე ჩავედი და იქ რა თქმა უნდა ზედახორა იყო.
- რა ქნა, დაიძინა? - თქვა ჯონგუკმა, ახლოს მოვიდა და მომეხვია
- კი, რა გასაკვირია არა? ამ ბავშვს საიდან აქვს ამდენი ენერგია?
- მამიკოს გავს - თქვა და ამაზე გამეცინა.
ცოტა ხანში ჯენიმ და თეჰიონმაც შემოაბიჯეს სახლში.
- აი ჩემი გაბერილიც მოვიდაა - ვთქვი ბავშვივით გავიკრიჭე და ჯენისკენ გავეშურე ჩასახუტებლად.
ჯენი და თეჰიონი დაქორწინდნენ და ახლა პატარა გოგონას ელოდებიან.
მალე როზე და ჯიმინიც შემოგვიერთდნენ, კამათით.
- კარგი რა ჯიმინ, ჯერ ბავშვზე ფიქრი ადრეა!
- სულაც არაა ადრე!
- არის!
- არ არის მეთქი!
როზემ და ჯიმინმაც იპოვეს ერთმანეთი.
ხოლო რაც შეეხება ჯისუს და ჯინს, ისინი 1 წელია ერთად არიან. ქორწილში როდის მივდივართ ეგ არ ვიცი, მაგრამ ბოლო ყველაფერს უჩანს!- რას იტყვი მეორე ბავშვზე?
- ჯონგუკკკკკ!
![](https://img.wattpad.com/cover/313102880-288-k542285.jpg)
YOU ARE READING
Love & Suffering\\სიყვარული & ტანჯვა (დასრულებული)
Lãng mạnლისას და ჯონგუკის ჩანაწერები და მათი სიყვარულის ისტორია