დილით ჯისუ თავისი ჩვეული ფორიაქიათ შემოვარდა ოთახში.
- ლისა სასწრაფოდ ადექი, იმაზე გვიანია ვიდრე მეგონა...
- რომელი საათია? - ვიკითხე ჩუმად.
- რვა
- რა?! მაგვიანდებააა - ვიყვირე და სასწრაფოდ შევვარდი აბაზანაში.5 წუთში სახლიდან ისე გავედი სახლიდან, რომ არავისთვის არაფერი არ მითქვამს.
კაფესთან როცა მივედი ჯონგუკი იქ იჯდა და მელოდებოდა. მე შეუმჩნევლად ჩამეღიმა და კაფეში შევედი.
- დიდ ხანს მელოდებოდი? - ვკითხე და მორცხვად გავუღიმე
- არა, მეც ახლახანს მოვედი.რაღაც მინდა გითხრა.
- გისმენ - გავუღიმე.
- მე და ჩემი მეგობრები ხვალ აგარაკზე მივდივართ. მარტო მოვიწყენთ ამიტომ მთხოვეს ვინმესთვის მეთხოვა წამოგვყოლოდა. შენ შეგიძლია წამოსვლა?
- ამმ, სიმართლე გითხრა არ ვიცი
- რატომ?
- მე და ჩემი საუკეთესო მეგობრები ერთად ვცხოვრობთ. არამგონია ჩემს გარეშე გაძლონ...
- მათაც შეუძლიათ წამოსვლა - თქვა და თბილად გამიღიმა.
- აუცილებლად ვეტყვი, ისინი ასეთ რაღაცეებზე არასდროს ამბობენ უარს.
- იქ უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს, თან ჩემს მეგობრებს იქნებ ვინმე ნორმალური მოეწონოთ - თქვა და გაეცინა.მეც სიცილი მომერია და ერთმანეთს დავემშვიდობეთ.სახლში მივედი გახარებული სახით.
- გოგოებო, კარგი ამბავი მაქვს რომელიც დიდი ალბათობით ძალიან მოგეწონებათ.
- რა ამბავი? - თქვა როზემ კვლავ საჭმლით ხელში.
- აგარაკზე მივდივართ!
![](https://img.wattpad.com/cover/313102880-288-k542285.jpg)
YOU ARE READING
Love & Suffering\\სიყვარული & ტანჯვა (დასრულებული)
Romanceლისას და ჯონგუკის ჩანაწერები და მათი სიყვარულის ისტორია