როცა კაფედან გამოვედი, სავაჭრო ცენტრში გავიარე ტანსაცმელების და პროდუქტების საყიდლად.დილით პროდუქტები სახლში საკმარისად იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ როზეს უკვე ყველაფერი შესანსლული ექნება.
სახლში როცა მივედი ჯისუმ შემომძახა:
- სად იყავი ამდენი ხანი?ვინმემ რომ მოგიტაცოს მერე მე რა ვქნა?
- დაწყნარ... - ჯენიმ სიტყვის დასრულება არ დამაცადა და თქვა:
- ასეთ უჟმურ და ზარმაც გოგოს ვინ მოიტაცებს? არავინ, ამიტომ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ.
ჯენის დავეჯყანე და ჩემს ოთახში შევედი.ჯისუ შემომყვა.
- დღეს რა მოხდა?
- ჯისუ, ვერც კი წარმოიდგენ რა მოხდა!
- მომიყევი! - ხმადაბლა თქვა და საწოლზე მომიჯდა.
- დღეს... - სიტყვა გამაწყვეტინა როზემ.
- ესენი აქ ჭორაობენ, ჩვენ კი იქ დაგვტოვეს მარტო.
- თუ პატივს დაგვდებთ შემოგიერთდებით - თქვა ღიმილით ჯენიმ.
მე ჩამეცინა და სიცილით დავთანხმდი შემოსვლაზე.
- აბა რაზე ჭორაობთ - თქვა ჯენიმ.
- რაღაც ძალიან ამაღელვებელი გადამხდა დღეს... - ვთქვი და ყველა ყურადღებით მისმენდა. - დღეს იმ ბიჭმა შემამჩნია ვინც დიდი ხანია მომწონს.
- რა? შენ ბიჭი მოგწონს და მე არ ვიცი? - თქვა ნაწყენი ხმით როზემ.
- არაუშავს ახლა ხომ იცი? - ვუთხარი სიცილით.
- რა ჰქვია? - ინტერესით იკითხა ჯისუმ.
- ჯონგუკი
- ოჰო, რა სექსუალური სახელი აქვს - ჯენიმ წარბები აათამაშა.
- სიმპატიურია? - იკითხა როზემ
- რა თქვა უნდა იქნება, ჩვენს ლისას რადგან მოეწონა - ჯენიმ ლოყაზე მიჩქმიტა.
- მოკლედ ხვალ კიდევ უნდა შევხვდე და სათანადო ტანსაცმელი ვიყიდე
- კარგი გიქნია - თქვა კმაყოფილმა ჯენიმ.
- აუ მე წავედი, მეძინება - თქვა როზემ და დაამთქნარა.
- კარგი გოგოებო, დავიძინოთ ჩვენც.
YOU ARE READING
Love & Suffering\\სიყვარული & ტანჯვა (დასრულებული)
Romanceლისას და ჯონგუკის ჩანაწერები და მათი სიყვარულის ისტორია