რატომ არ შემიძლია ბედნიერად ცხოვრება? ყოველთვის, სადაც არ უნდა ვიყო, ჩემს თავს ამ შეკითვას ვუსვამ. იმიტომ კი არა რომ ცხოვრებით დავიღალე, მე მაქვს ცხოვრება ისეთი, როგორიც მინდა რომ მქონდეს. უბრალოდ ხდება ისეთი მომენტებიც, სადაც თავს არ გრძნობ კომფორტულად. მაგალითად, დღეს სამსახურიდან გამომიშვეს. სანამ ამბავს მოვყვებოდე, ვიტყვი რომ ვმუშაობდი ბათუმის რესტორანში ,,თავადურში''. ხელფასს ნორმალურად მიხდიდნენ, მაგრამ გუშინ საღამოს რესტორანში წყვილი შემოვიდა. გოგონას მუქი ფერის თმა ჰქონდა, ტუჩებზე კი წითელი ტუჩსაცხი წაესვა და შავი კაბა ჩაეცვა. ბიჭს კი უბრალო შავი მაისური და ჯინსები ეცვა. ისინი ტერასაზე გავიდნენ, მათთან მივედი, რადგან მსურდა გამეგო თუ რას იღებდნენ სავახშმოდ. როცა მივედი გოგონამ უხეშად შემომხედა და მითხრა:
- ჩვენ ოცი ცალი ქალაქური ხინკალი გვინდა, ასევე კიტრისა და პომიდვრის სალათი პლიუს კიდევ პიცა პეპერონი, ორ ცალ ლიმონათან.
-კარგი, მალე იქნება თქვენი შეკვეთა, - ვუპასუხე და სამზარეულოსკენ წავედი.
- შეფ ლუკა, ოცი ქალაქური, სალათი და პიცა პეპერონი.
-კარგი ინა, - მიპასუხა ლუკამ და თანამშრობლებს გადასცა თუ რა უნდა გაეკეთებინათ.
შეკვეთას ველოდებოდი, სანამ გაკეთდებოდა ვცდილობდი რამე კარგზე მეფიქრა, ისეთზე რაც ახლა ყველაზე მეტად დამეხმარებოდა. ასეთ გარემოს არ ვარ მიჩვეული აქ უკვე ერთი კვირაა ვარ, მაგრამ მაინც ვერ მივეჩვიე. სანამ შეკვეთა მომზადდებოდა გადავწყვიტე თეფშები, დანა და ჩანგალი მიმეტანა კარადიდან ავიღე ორი თეფში და ორი წყვილი დანა-ჩანგალი.
- უკაცრავად, შეკვეთა მალე იქნება?! - მკაცრი ტონით მკითხა გოგონამ, როდესაც თეფშები და დანა-ჩანგალი მივუტანე.
- ალბათ მალე იქნება, - მშვიდად ვუპასუხე.
- რას ქვია არ იცით? - გოგონამ ტონს უფრო აუწია, - ნუთუ თქვენს სამუშაოს არ ასრულებთ?
YOU ARE READING
HEARTBREAKER/გულის გამტეხი
Romance"ასჯერ, რომ მოვევლინო ამ სამყაროს გპირდები, ასივეჯერ შენ შეგიყვარებ!" სულ პატარა ცვლილებამ ან მოულოდნელმა შეხვედრამ, შესაძლოა ყველა ჩვენგანის ისტორია შეცვალოს. ეს ამბავი კი ინას ირგვლივ ტრიალებს. სამყარო, რომელ...