თავი მერვე

61 9 5
                                    

აეროპორტში  ლუკა და სალომე დაგვხვდნენ. 

- აბა, მზად ხართ? - ლუკა თავს ძალიან მხიარულად გრძნობდა, - მაგარი გართობა გველის წინ!

როცა ჩვენი ბარგის შემოწმება დასრულდა, წინ გაგვიშვეს სადაც, უნდა დავლოდებოდით ჩვენს რეისს. 

ხალხი ძალიან ბევრი იყო, ზოგი ქვეყნიდანაც გარბოდა, რადგან აქ ცხოვრება გაუსაძლისი ხდებოდა, ან კიდევ შვილის კარგი მომავლისთვის. 

როცა ჩვენი ჩასხდომის დრო მოვიდა, გოგონამ კარებთან ბილეთები მოგვთხოვა და შემოწმების შემდეგ შეგვიშვა. ოთხი სანტიმეტრის სიგრძის ოთახი, რომ გავიარეთ, როგორც იქნა შევედით თვითმფრინავში. ჩვენი ადგილებისკენ წავედით, ზუსტად ისე იყო გათვლილი: ოთხივე ერთად ვჯდებოდით. 

მე და დიმა გვერდი გვერდ დავჯექით და ერთმანეთს ხელები ჩავჭიდეთ. თვითმფრინავში ადრეც ვმჯდარვარ, სულ მეშინოდა, რომ შეიძლებოდა თვითმფრინავი შუა ოკეანეში ჩავარდნილიყო. 

მალე გამცილებელი შემოვიდა თვითმფრინავში და წინ დაგვიდგა: 

- მოგესალმებით, ეს არის ავიარეისი ბათუმი>ჰავი, ჰავაის ერთ-ერთი საბორტო ქალაქში. გთხოვთ შეიკრათ უსაფრთხოების ღვედი. და  არ მოიხსნათ მანამ სანამ, არ გეტყვით. მშვიდობიანი მგზავრობა. hello everyone, this is flight from batumi to hawi,  hawaii's boarding city. please make sure, that you tied seatbelts. and dont remove it befor we tell you. good fly! 

როცა გამოცხადება, დასრულდა ყველამ ღვედი გავიკეთეთ. თვითმფრინავი ჯერ წინ წავიდა, შემდეგ კი ცაში აიჭრა. ცოტა ავნერვიულდი და ეს დიმამაც შეამჩნია. 

- რა ხდება? ყველაფერი რიგზეა? 

- კი, არაფერია. - ვუპასუხე და ფანჯარაში გავიხედე.

შუა ღრუბლებში ვიყავით, უცებ წლების წინ მომხდარი ამბავი გამახსენდა, როგორ გაიტაცეს ქართველებმა თვითმფრინავი, რათა კომუნისტებისგან თავი დაეღწიათ, კიდევ კარგი, კომუნისტები აღარ არიან.  თვითმფრინავის ბიჭები, რომელთაც სიცოცხლე ტრაგიკულად, მაგრამ გმირულად დაასრულეს.  ახლა მე აღარ მეშინია, აღარ მეშინია იმისი, რომ ვინმე ჩამომაგდებს. თვალები დავხუჭე და წინ ულამაზესი ჰავაი წარმოვდგინე, სადაც მალე ჩვენ ჩავიდოდით. ძალიან კარგი რაღაცეეები გველოდა, ერთად ფილმებს ვუყურებდით, სანაპიროზე ვისეირნებდით და მხოლოდ გავერთობოდით. 

- შეგიძლიათ უსაფრთხოების ღვედები მოიხსათ, - გამოაცხადა გამცილებელმა, - now you can remove, seatbelts. 

ღვედები მოვიხსენით და თავი უფრო კომფორტულად ვიგრძენით.

- პირველი, როცა ჩავალთ სანაპიროზე უნდა გავიდეთ, - გადმოგვიჩურჩულა ლუკამ.

- აბა რა, მაგრად გაასწორებ ცივი წყალი, - აყვა დიმაც, - თქვენ რას ფიქრობთ გოგოებო? 

მე და სალომემ ერთმანეთს გავხედეთ და გავიცინეთ.

- ჩვენ ვიჭორავებთ, მზესუმზირას ვაკნატუნებთ და თქვენ დაგცავთ, გოგოებისგან, - ეს უკანასკნელი, სალომემ მკვეთრად გამოხატა. 

ოთხივეს გაგვეცინა, სალომე ძალიან კარგი გოგო იყო,იმედი ჰავაიზე უფრო დავახლოვდებით და საუკეთესო მეგობრებიც გავხდებით. 

მალე ბებია ქალმა ჩამოიარა და რაღაც კერძები ელაგა, ბორბლებიან სტენდზე. 

- უკაცრავად ოთხი ბურგერი გვინდა, ბიჭებს ლუდი და გოგონებს... - დიმამ ვეღარ დაამთავრა..

- მე მარწყვის მილქშეიკს ავიღებ, - ვთქვი მეც.

- მე კი, მოხიტოს კოქტეილს. - სალომემაც დაამატა. 

ქალმა ყველას საკუთარი კერძები გადმოგვიდო და დიმას ფული გამოართვა. 

დრო სწრაფად იწელებოდა და ნელ-ნელა ვუახლოვდებოდით კუნძულსაც და გართობასაც. აქ ორი კვირა დავრჩებოდით. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს ორი კვირა ყველაზე მაგარი იქნება ჩემს ცხოვრებაში.  მალე დიმას მკლავზე ჩამოვადე თავი, რადგან მგზავრობამ ძალიან დამღალა და ჩამეძინა.


HEARTBREAKER/გულის გამტეხიWhere stories live. Discover now