მთელი გზის განმავლობაში მე და დიმა ხმას არ ვიღებდით. ჩუმად, მაგრამ ერთმანეთით ვტკბებოდით.
გიყურებს...
თან გიღიმის...
გრძნობ, რომ ორივეს გული გიჩქარით.
მაგრამ ვერ ხვდებით რა არის ეს...
რა გრძნობაა...
გვიყვარს ერთმანეთი თუ არა?
სიყვარულია თუ მხოლოდ და მხოლოდ გართობა და ეპიზოდური love story?
პატარა კაფეში მოვედით, გარედან ისეთი ელფერი დაჰკვროდა, გეგონებოდათ საგიჟეთი არისო, მაგრამ შესასვლელის ზემოთ გამოკრული ასოები მიგანიშნებთ, რომ ეს კაფეა, მხოლოდ კაფე.
დიმამ მანქანა გააჩერა და გადმოვიდა, შემდეგ კარები მეც გამიღო და გადმომიყვანა.
- გმადლობთ, ჯენტლმენო, - ჩავიცინე.
დიმას არაფერი უპასუხია, მანაც გამიღიმა და შიგნით შევედით. შიგნით ინტერიერი ისეთი იყო, როგორიც მთაში ხის მოპირკეთებული, მყუდრო სახლებია. კუთხეში აგურის ,,ბუხარი'' ჩაედგათ, მაგრამ ახლა ზაფხული იყო და შესაბამისად არც იყენებდნენ. ბევრი ხალხი არ იყო, მაგრამ ოთხი მაგიდა დაკავებული იყო. დიმას ბოლო მაგიდიდან ხელი დაუქნიეს და ჩვენც მათკენ წავედით. გოგო და ბიჭი, ალბათ შეყვარებულები იქნებოდნენ. გოგონას მუქი ფერის თმა დაეწნა და მხარზე გადმოეკიდა, გოგონას ცისფერი თვალები ჰქონდა, ჩემსავით. ბიჭს კი მოყავისფრო ფერის თმა და მონაცრისფრო, მოშავო ფერის თვალები.
- ბიჭო, სად ხარ დაკარგული, - ბიჭი ფეხზე წამოდგა და დიმას გადაეხვია.
- სად და, - დიმამ ჩემსკენ გამოიხედა.
- გამარჯობა, - როგორც იქნა ხმა ამოვიღე. - მე ინა მქვია.
- ჰეი, შენ დიმას შეყვარებული იქნები, მე ლუკა ვარ. - ბიჭმა ხელი გამომიწოდა.
- სასიამოვნოა, - ხელი ჩამოვართვი მას.
- ჰეი, მე სალომე ვარ, - გოგონამ, რომელიც ფანჯარასთან იჯდა, როგორც იქნა ხმა ამოიღო.
YOU ARE READING
HEARTBREAKER/გულის გამტეხი
Romance"ასჯერ, რომ მოვევლინო ამ სამყაროს გპირდები, ასივეჯერ შენ შეგიყვარებ!" სულ პატარა ცვლილებამ ან მოულოდნელმა შეხვედრამ, შესაძლოა ყველა ჩვენგანის ისტორია შეცვალოს. ეს ამბავი კი ინას ირგვლივ ტრიალებს. სამყარო, რომელ...